„№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№157/1999
სარეგისტრაციო კოდი
010.008.003.903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55(62), 23/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი              010.008.003.903

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება N 157/1999

1999 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. შეიქმნას N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) სამი საარჩევნო უბანი: აჟარის - ცენტრი აჟარის საშუალო სკოლა, ჩხალთის - ცენტრი ჩხალთის საშუალო სკოლა, გენწვიშის - ცენტრი გენწვიშის საშუალო სკოლა.

2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტების მიღება განახორციელოს N 9 ნაძალადევის საოლქო სარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო უბნების დაკომპლექტება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოხდეს N 9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

5. მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის დღე განისაზღვროს 1999 წლის 24-დან 31 ოქტომბრამდე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შეტყობინების შემდეგ დაადგინოს N 9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

6. საარჩევნო ყუთის გახსნა მოხდეს 1999 წლის 31 ოქტომბერს 20 საათის შემდეგ.

ჯ. ლომინაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება „№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.1999.
როდის იქნა მიღებული „№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“?
„№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ მიღებულია 20.10.1999. მიმღები ორგანო — ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №157/1999. სარეგისტრაციო კოდი — 010.008.003.903.
სად არის „№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება „№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“, №157/1999, 20.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.903 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49936/