აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2020
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის
არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის
მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №6
2020 წლის 17 სექტემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილებით განისაზღვროს რიგითი ნომრის მინიჭების წესი და ვადები.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 45-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის მიენიჭა რიგითი ნომერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი.
მუხლი 2🔗
იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში, რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიაში იმართება წილისყრა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 381 მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 3🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკის შემადგენლობისაგან, მონაწილეობს წილისყრაში ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესით. გარდა იმ შემთხვევისა, თუ საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარტიებმა, რომელთაგანაც ერთს მაინც ეკუთვნის რიგითი ნომერი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
381 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს რიგითი ნომრის წილისყრით მინიჭება ან საარჩევნო ბლოკის წესდებაში მიუთითოს, ასეთი უფლების მქონე რომელი პარტიის რიგით ნომერს გამოიყენებს.
მუხლი 4🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს უმაღლესი საარჩევნო კომისია. წილისყრისას ნომრების რაოდენობა შეესაბამება წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას. წილისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას ის რიგითი ნომრები, რომლებიც მინიჭებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის.
მუხლი 5🔗
რიგითი ნომრები იწყება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადი რიცხვიდან. თუ წილისწყრაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტი წილისყრა აღარ იმართება და რიგითი ნომერი ენიჭება ავტომატურად.
მუხლი 6🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭება ხდება, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის რიგითი ნომრების მინიჭების პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 7🔗
საოლქო საარჩევნო კომისიაში რიგითი ნომრის მისანიჭებლად გასამართ წილისყრაში მონაწილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები იწყება 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადი რიცხვიდან. წილისყრაში მონაწილეობს იმდენი რიგითი ნომერი, რამდენი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიც მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში.
მუხლი 8🔗
საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაერთიანებულნი არიან საარჩევნო ბლოკში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლებით სარგებლობს ასეთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პირველად დასახელებული პარტია.
მუხლი 9🔗
საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გაერთიანებულნი არიან საარჩევნო ბლოკში და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკს მიენიჭება ის რიგითი ნომერი რა ნომერიც აქვს მინიჭებული საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პირველად დასახელებულ პარტიას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში.
მუხლი 10🔗
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 11🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 12🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე