„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2020 წლის 28 სექტემბერი ქ. ნინოწმინდა |
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებია.
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით;
ბ) შეიმუშავებს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;
გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
დ) კოორდინაციას უწევს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ე) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესს და ადგენს ანგარიშს;
ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;
ზ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, განყოფილების მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე;
თ) თუ განყოფილების მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ და სხვა კანონდებლებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.”.
|