⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.04.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2020
ძალის დაკარგვა 28.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016837
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,562 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2020 მიღება
28.04.2021 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება  №95 2020 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის  №3 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით; დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან საჯარო სამართლის ან სამართალმცოდნეობის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში  5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Powerpoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) 1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით  ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით; დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან საჯარო სამართლის ან სამართალმცოდნეობის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 3 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 3🔗. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის მიმართულებით საკონსულტაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, იურიდიულ, ეკონომიკურ-სამრეწველო, პროექტების მართვის, ოპერაციათა მენეჯმენტის ან სტანდარტების ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სფეროში ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; NATO-ს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების კუთხით შესაბამისი განათლება; ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა- B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 4🔗. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ბიზნესის განვითარების და მენეჯმენტის მიმართულებით, საკონსულტაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, იურიდიულ, ეკონომიკურ-სამრეწველო, პროექტების მართვის, ოპერაციათა მენეჯმენტის ან სტანდარტების ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ლოჯისტიკისა და რესურსების მართვის სფეროში ან/და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; NATO-ს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების კუთხით შესაბამისი განათლება; ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 5🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ)  სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); დ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2. თავდაცვა/უსაფრთხოების ან საჯარო სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.  3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე, სასურსათო ტექნოლოგიის, მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საწვავ-საპოხი მასალების, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბერის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება; კ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; ლ) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; მ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; ნ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება. 5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 6🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი (მენეჯმენტი და ადმინისტრირების მიმართულებით ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); დ) მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის ან თავდაცვა/უსაფრთხოების ან საჯარო სამართლის ან ხარისხის მართვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; თ) ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება. 5. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 7🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით; ბ) მემცენარეობა და მეცხოველეობის მიმართულებით; გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით. 2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის ან კვების მომსახურების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; თ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; ი)  „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება; კ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 8🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით; ბ) მემცენარეობა და მეცხოველეობის მიმართულებით; გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით. 2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის და კვების მომსახურების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება; ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება; კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა. მუხლი 9🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით. 2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ)  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანება; თ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; ი) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა. მუხლი 10🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით. 2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება, სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ)  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; თ) ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა. მუხლი 11🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმე და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით); დ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (წარმოება და გადამუშავების მიმართულებით); ე) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ინჟინერიის, სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების, ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ)  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად  ცოდნა. მუხლი 12🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით; ბ) სამხედრო საქმე და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით); დ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (წარმოება და გადამუშავების მიმართულებით); ე) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ინჟინერიის, სანივთე და საწვავ-საპოხი მასალების მომსახურების, ხარისხის კონტროლის ან/და სამხედრო მეცნიერების სხვადასხვა ქვედარგების სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება; ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004  წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება. 4. სასურველია უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint  კარგად ცოდნა.