📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას

მიღების თარიღი 09.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №640
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
matsne.gov.ge 606 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 02.05.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 20.09.2017 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 17.11.2016 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 27.07.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 13.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №640 2020 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების პროექტები. 2. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე, არ საჭიროებს: ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტი; ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტის პროექტი; გ) საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის პროექტი; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტის პროექტი; ე) სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი; ვ) საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტის პროექტი; ზ) ერთობლივი ბრძანების პროექტი; თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი; კ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ნორმატიული აქტის პროექტი. მუხლი 2🔗 იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს იმ ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც წესრიგდება შემდეგი საკითხები: ა) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა; ბ) ნორმატიული აქტები, რომელიც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე, ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას; გ) საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესი; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესი; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესი; თ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმები; ი) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლითაც წესრიგდება პოლიციის მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; კ) უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი; თავშესაფრის პროცედურა; თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი; თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი; ლ) შესაბამის სამინისტროთა შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი; მ) დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი; მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი; ნ) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი; ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი; ჟ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი; რ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია; ს) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის წესი (მეთოდიკა); ტ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი; უ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესი; ფ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები; ქ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესი; ღ) ბავშვის უფლებათა კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბავშვის უფლებათა საკითხების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე