საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 9 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.08.2016
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
- საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამმართველოს (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 31.07.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №27 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №251 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 აგვისტოს №21 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№149
2020 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 22 დეკემბრის №4067-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №486 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 31/08/2016, 140130000.22.034.016562);
ბ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016010);
გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №11 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016012);
დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №18 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016019);
ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016021);
ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №19 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016020);
ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №13 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016014);
თ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №16 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016017);
ი) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №12 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016013);
კ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №14 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016015);
ლ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №10 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016011);
მ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №15 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016016);
ნ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №17 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016018).
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური