სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში
დირექტორის ბრძანება №ს-57
2020 წლის 26 ოქტომბერი
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცვიული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს 2020 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
დირექტორი მიხეილ ხიდურელი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
№
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი
ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები
1
განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება
05.10.2020-26.10.2020
2
განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა
05.10.2020-08.11.2020
3
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში
12.11.2020-29.11.2020
4
პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება
12.11.2020-02.12.2020
5
პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება
16.11.2020-06.12.2020
6
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
26.11.2020-16.12.2020
7
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან
21.12.2020-25.01.2021
8
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება
25.12.2020-29.01.2021
9
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი
04.01.2021-04.02.2021
10
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა
06.01.2021-10.02.2021
11
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი
25.02.2021-25.04.2021
12
დამატებითი ტრენინგები
26.04.2021-30.05.2021
13
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი
01.09.2021-30.11.2021
14
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი
21.12.2020-30.11.2021