სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-59
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში

დირექტორის ბრძანება  № ს-59

2020 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცვიული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

შეიცვალოს 2020 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერის თანავე.

4.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

დირექტორი                                              მიხეილ ხიდურელი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

 

განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება

05.10.2020-26.10.2020

2

განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა

05.10.2020-08.11.2020

3

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა

08.11.2020-24.11.2020

4

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება

24.11.2020-26.11.2020

5

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა

24.11.2020-10.12.2020

6

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

24.11.2020-18.12.2020

7

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება

01.12.2020-25.12.2020

8

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება

01.12.2020-15.01.2021

9

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

08.12.2020-29.01.2021

10

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

29.01.2021-28.02.2021

11

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება

28.02.2021 – 03.03.2021

12

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა

28.02.2021 – 12.03.2020

13

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

05.02.2021-15.03.2021

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

12.02.2021-26.04.2021

15

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

12.02.2021-07.05.2021

16

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

19.02.2021-14.07.2021

17

დამატებითი ტრენინგები

07.03.2021-30.11.2021

18

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

01.09.2021-30.11.2021

19

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

29.01.2021-30.11.2021