გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2020
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2020
matsne.gov.ge 265 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №157 2020 წლის 13 ნოემბერი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის – ქუჩისათვის 1992 წელს ქ. ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვებული კაპიტნის გიორგი ხახუტაშვილის სახელის მინიჭება. ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.53.16.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები: დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნითგეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის  N21 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების. შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს - ქუჩას რომლის აღწერაა: ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 754.22 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X-432443.83 Y-4661060.34 და საბოლოო კოორდინატები X432892.56 Y-4661666.56; ჩრდილოეთი მდებარეობს მიწის ნაკვეთები 66.53.16.093, 66.53.16.065, 66.53.16.476, 66.53.16.107; სამხრეთით მდებარეობს 66.53.16.538, 66.53.16.149, 66.53.16.087, 66.53.16.097, 66.53.16.105, 66.5316.052; აღმოსავლეთით არსებული შიდა საუბნო გზები; დასავლეთი არსებული შიდა საუბნო გზები. – ეწოდოს გიორგი ხახუტაშვილის სახელი. 2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში,სარჩელის წარდგენის გზითგორის რაიონულ სასამართლოში(მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. N630). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  დავით რაზმაძე