„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-120/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016811
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-120/ნ

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი):

1. 81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

„მუხლი 82. საავადმყოფო ფურცლის/ცნობის გაცემა ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) დროს

1. კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის კურსი სტაციონარში, მაგრამ შრომისუუნარობა ან/და იზოლაცია გრძელდება და ესაჭიროებათ ამბულატორიული მეთვალყურეობა:

ა) ბინაზე მკურნალობის/იზოლაციის შემთხვევაში სტაციონარის მიერ გაცემული ღია საავადმყოფო ფურცელი გრძელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი პირობებისა და ვადების გათვალისწინებით ამბულატორიული მეთვალყურეობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის ონლაინმეთვალყურეობის რეჟიმში;

ბ) კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის შემთხვევაში სტაციონარის მიერ საავადმყოფო ფურცლის გრაფაში - „შეუდგეს მუშაობას” – იწერება „გადადის კოვიდსასტუმროში“ და დასტურდება ბეჭდით. კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის პერიოდზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა.

2. პირებზე, რომლებსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდათ კოვიდინფექცია ან გამოხატული აქვთ კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მკურნალობის კურსს გადიან ამბულატორიულად:

ა) ბინაზე იზოლაციის პირობებში, გაიცემა საავადმყოფო ფურცელი ამბულატორიული მეთვალყურეობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების (გარდა „ცენტრალური ონლაინკლინიკისა“) პაციენტის ონლაინმეთვალყურეობის რეჟიმში;

ბ) კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის პირობებში, მოთხოვნის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს კარანტინის/იზოლაციის მართვის ელექტრონული სისტემაში (registration.gov.ge) დაფიქსირებული მონაცემები.

4. სამინისტრო უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა პირებზე, რომლებმაც ისარგებლეს „ცენტრალური ონლაინკლინიკის“ მომსახურებით.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საავადმყოფო ფურცლის დახურვისას, გრაფაში - „შეუდგეს მუშაობას” - რიცხვი და თვე იწერება სიტყვიერად, ხოლო საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების შემთხვევაში ამავე გრაფაში ჩაიწერება - „შრომისუუნარობა გრძელდება” და ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის ნომერი და სერია (გარდა ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“.

3. III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

„IV თავი

გარდამავალი დებულებები

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

82 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 19 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.11.2020.
როდის იქნა მიღებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-120/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016811.
რამდენი მუხლისგან შედგება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-120/ნ, 26.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016811 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5038652/