„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №184

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 01/12/2018 310050000.54.066.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინსპექტორი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს და ინსპექტირების ობიექტს ინსპექტირების შედეგების ანგარიშით;

ბ) სააგენტოს იმ მტკიცებულებით, რომელიც საჭიროა ინსპექტირების  შემდგომი ქმედებების გასატარებლად.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“  – „უ“ ქვეპუნქტები:

„ს) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა;

ტ)  უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტი;

უ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“–„მ“  და „ტ“–„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე:

ბ.ა)  საწარმოს მართვის (მათ შორის, უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის) სისტემას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას;

ბ.ბ) ტექნიკური საშუალებების/ინფრასტრუქტურის მდგომარეობას;

ბ.გ) საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაში ჩართული პირების კომპეტენციას/კვალიფიკაციას;

ბ.დ) სამუშაო დოკუმენტაციას, პროცესებსა და პროცედურებს;“

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 „დ) ექსპლუატანტები, რომლებიც ახორციელებენ:

დ.ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს ინსპექტირება ხორციელდება – როგორც წესი, კვარტალში ერთხელ, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;

დ.ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისთვის ინსპექტირება ხორციელდება – 12 თვეში ერთხელ;“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტების ინსპექტირება, რომლებიც ახორციელებენ ექსპლუატაციას სპეციფიკურ კატეგორიაში – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;

მ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების ინსპექტირება – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ინსპექტირებისას SAFA-ს ინსპექტორმა მოქმედად უნდა  მიიჩნიოს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობები.“.

6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

დანართი №1

-----------------------

[pic]

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

LEPL Civil Aviation Agency

_________________

(სახელი, გვარი)

№_________

ამ მოწმობის მფლობელი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ საფუძველზე, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს და შეამოწმოს ავიასაწარმოები, მათი პერსონალი, მათ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფისათვის, საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდები და უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდები, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, მოითხოვოს ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.

ავიასაწარმო ვალდებულია აღმოუჩინოს დახმარება ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში.

სამოქალაქო ავიაციის

სააგენტოს დირექტორი ________________________

გაცემის თარიღი ____________ მოქმედების ვადა _____________

_________________

(Name)

№_________

Holder of this credential is authorized in accordance with Chicago Conveࠀࠐࠒࠖ࠘ࠚࠜࠤࠦࡀࡐࡒࡔࢌࢎ࢒࢖ࣚࣜऔखntion on International Civil Aviation of 1944, Annexes thereto, Air Code of Georgia and “Regulation on the Inspection of Civil Aviation Activities” to have free and unhampered access and conduct inspection of aviation stakeholders, their personnel, their safety and security-related facilities and buildings, civil aircraft registered under the Civil Aircraft Register of Georgia, as well as foreign aircraft, unmanned aircraft system operator and request any data, document and information, related to safety, security, operation and maintenance.

Aviation stakeholder shall facilitate the inspector in conducting his/her official duties.

Director of Civil

Aviation Agency _______________

Issued __________ Valid _________

AVIATION SAFETY

INSPECTOR

(Competence)

[pic]

frenis usafrTxoebis

inspeqtori

(კომპეტენცია)

[pic]