ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2020 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,015.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის გრანტები 2015.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2,003.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის თანახმად, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 9.0 ათასი ლარის ოდენობით.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 9.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45,0 ათასი ლარი.
პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთი სახის დაფინანსებებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯებს, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურება და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს სარეზერვო ფონდს, ბიუჯეტში გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად განსაზღვრულ საბიუჯეტო სახსრებს.
2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პრიორიტეტის კოდი 02 00)
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების პროგრამა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამის კოდი 02 01)
მათ შორის:
2.1.1 წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობა. (ქვეპროგრამის კოდი 02 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობა.
2.1.2 დევნილთა დასახლებებში საცხოვრებელი ბინების და მიმდებარე ინფრასრტრუქტურის რეაბილიტაცია (ქვეპროგრამის კოდი 02 01 02).
ქვეპროგრამა ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაზიანებული საცხოვრებელი ბინების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
2.1.3 პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 02 01 04)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების შეძენას.
2.1.4 ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 02 01 05)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების/ინიციატივების თნადაფინანსებას, რომელიც სარგებლობას მოუტანს იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და გააუმჯობესებს მათ სოციალურ პირობებს.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება დარეგულირდება ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, რომელშიც დეტალურად გაიწერება თანადაფინანსების წესი პირობები და ოდენობა.
3. განათლება (პრიორიტეტის კოდი 03 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების უზრუნველყოფა.
3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გორის რაიონ სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში საბავშო ბაღის ფუნქციონირება.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პრიორიტეტის კოდი 04 00)
პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
4.1 სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამის კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა, რათა ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, წახალისება.
4.1.1 ერედვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 04 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში, 2021 წლის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2021 წლის განმავლობაში 300-მდე სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამის კოდი 04 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.2 კულტურის სახლის ხელშეწობა (ქვეპროგრამის კოდი 04 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენას და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პრიორიტეტის კოდი 05 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას.
5.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 05 01)
პროგრამა ითვალისწინებს ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.1.1 მარჩენალდაკარგული პირის სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მარჩენალდაკარგული პირის დახმარება (გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის №1004-2006 განჩინების აღსრულება)
5.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: თითოეულ ახალშობილზე 300(სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი.
5.1.3 გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლე) გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 500 ლარის ოდენობით, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
5.1.4 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
5.1.5 მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
5.1.6 ოპერაციების თანადაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლე) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
5.1.7 დევნილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომელიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად, ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5.1.8 ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 09)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
5.1.9 სამშენებლო მასალების შეძენა დევნილთა ჩასახლებისთვის (ქვეპროგრამის კოდი 05 01 10)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშენებლო მასალების შეძენა- გადაცემა ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
5.1.10 დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 11)
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცეთ ერთჯერადი სოციალური დახმარება თითოეული არასრულწლოვნისთვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5.1.11 დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში ჩრთულ პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება(ქვეპროგრამის კოდი 05 01 12)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, რომლიც არის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.1.12 სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 13)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
1.ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე, მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას.
2. სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:
ა) 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი
ბ) 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი
გ) 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი
5.1.13 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 14)
ქვეპროგრამის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით
განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|