„ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.004.096
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
თავმჯდომარის დადგენილება N 2
2000 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები“ დამტკიცების შესახებ“
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე_5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ელექტრობაზრის მყიდველთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები.
2. დადგენილება ამოქმედდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნებისთანავე.
ელ. ერისთავი
ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები
1. ელექტრობაზარზე ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მყიდველის მიერ მოსახმარ ელექტროენერგიაზე განაცხადის და გადახდის გარანტიების წარმოუდგენლობა;
ბ) საანგარიშო თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ღირებულების გადაუხდელობა მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (ეი_ი_ეს თელასის გარდა, რომლის გადახდის პირობები რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულებით);
გ) ელექტროენერგიაზე მყიდველის დებიტორული დავალიანება, რომელიც აღემატება მის მიერ ბოლო ორ თვეში მოხმარებული საშუალო თვიური ელექტროენერგიის ღირებულებას;
დ) პირდაპირი კონტრაქტის შემთხვევაში მყიდველის მიერ ელექტროენერგიის სრული ღირებულების გადახდისაგან თავის არიდება.
2. ელექტრობაზარზე ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საანგარიშო თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი გადახდა;
ბ) მყიდველის მიერ განაცხადით მოთხოვნილი და ელექტრობაზრის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ლიმიტების გადაჭარბება;
გ) მყიდველის მიერ მიღება_ჩაბარების დამტკიცებული ფორმის აქტის წარმოუდგენლობა საანგარიშოს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ან მათზე სხვა ხელისმომწერი მხარეების ხელმოწერების არქონა.
3. გადაწყვეტილებას მყიდველისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ იღებს ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი, ფონდების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, აგრეთვე მომხმარებელთან პირდაპირი კონტრაქტის მქონე ლიცენზიატის წერილის საფუძველზე, რომელიც ელექტრობაზარს ოფიციალურად წარედგინება გამორთვამდე ხუთი დღით ადრე.
4. ელექტრობაზრის გადაწყვეტილება მყიდველისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით ეცნობება გამორთვამდე არა უგვიანეს 72 საათით ადრე, ხოლო შეზღუდვის შესახებ _ არა უგვიანეს 48 საათით ადრე.
5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მყიდველს აფრთხილებს 48 საათით ადრე, ხოლო შეზღუდვის შესახებ _ 24 საათით ადრე.
6. შესრულებული გამორთვის (შეზღუდვის) შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაუყოვნებლივ ოფიციალურად შეატყობინებს ელექტრობაზარს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სემეკ_სა და იმ ლიცენზიანტს, რომელმაც ელექტრობაზრს მიმართა წერილით მყიდველისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
7. თუ მყიდველი არ ეთანხმება ელექტრობაზრის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს ელექტრობაზრის აღმასრულებელ საბჭოში, ხოლო შემდეგ იმოქმედოს ”საბაზრო წესების“ X თავის შესაბამისად. საჩივრის განხილვამდე და მასზე გადაწყვეტილების მიღებამდე ელექტრობაზრის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზუდვის) შესახებ რჩება ძალაში.
8. სიმძლავრისა და ელექტროენერგიის უეცარი დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ოპერატიულად იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ავარიული სიტუაციის ლიკვიდაციისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გამორთვებისა და შეზღუდვების ნაწილში ხელმძღვანელობს საბითუმო ელექტრობაზრის მითითებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“?
- „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.02.2000. მიმღები ორგანო — ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 120.013.004.096.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.04.2016-დან.
- სად არის „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურები” დამტკიცების შესახებ“, №2, 21.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 120.013.004.096 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50536/