დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 280 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის პროექტი
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
280
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
280
03 02
გარემოს დაცვის ღონისძიება
-
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანას
დაფინანსება
ათას ლარში
03 01
280
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო
პროგრამის აღწერა და მიზანი
წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითდად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალლური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, კერძოდ დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან.
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 2 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება ქ. წალკის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების გატანა; დასუფთავდება მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები 7 დასახლებული პუნქ