ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 498.1 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის პროექტი
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
503.3
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
50.3
06 02
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
453.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
დაფინანსება
ათას ლარში
06 01
50.3
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)ი.პ წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
პროგრამის მიზანი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
პროგრამის დასახელება
კოდი
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02
453
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
წალკის მუნიცპალიტეტი
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ბენეფიციარების:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) დახმარება;
ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება;
თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;
კ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება;
ლ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალიზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება;
მ) სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა.
ნ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ო) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია, ქიმიოთერაპია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური დონის ამაღლებ