განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 700 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის პროექტი
04 00
განათლება
700.0
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
650.0
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
50.0
04 03
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
-
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
დაფინანსება ათას ლარში
04 01
650
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანება სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 7 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 480-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 3159 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:
მოსალოდნელი შედეგი
წალკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში.
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
დაფინანსება
ათას ლარში
04 02
50
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
წალკის მუნიციპალიტეტი
პროგრამის აღწერა და მიზანი
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის განათლების ობიექტები, რომელთა ინფრასტრუქტურას არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია.კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა:
მოსალოდნელი შედეგი
2021 წელს რეაბილიტირებული შენობით ისარგებლებს 90-მდე აღსაზრდე