საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2020
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2020 წლის 25 დეკემბერი
აბაშა
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების ) დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე 20 მუხლის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის№655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად განთავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
2. 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად განთავისუფლდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2🔗
ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადი, გადახდილი თანხა ჩაეთვლებათ მომდევნო წლის (2021 წელი) თვეების გადასახადში.
მუხლი 3🔗
1. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.
2. ფიზიკურმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 4🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის მარტის თვიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი