ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე
მიღების თარიღი 28.12.2020
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.03.743; 64.30.03.744; 64.30.03.372) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს (მიმდებარედ) ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2020 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,საქართველოს სივრცით დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის“ 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტელური შეტყობინების ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის განმცხადებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს წინასაპროექტო კვლევის შედეგები, თუ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს:
ა) ორ სრულ სართულზე მეტი შენობა-ნაგებობის მშენებლობას/რეკონსტრუქციას;
ბ) უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარეების ჯებირებიდან (კიდეებიდან) 50 მეტრის არეალში, ტბების და წყასაცავების პერიმეტრის 50 მერტიან არეალში მშენებლობას/რეკონსტრუქციას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია