სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2020
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2020 წლის 28 დეკემბერი ქ. სენაკი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2020 წლის 28 დეკემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება თანდართული დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №31 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზედამხედველობის სამსახური
1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენელობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებას, სენაკის მუნციიპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების და მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დაცვაზე და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. №103.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარეგანათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლს;
ე) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების და/ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას;
ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს;
ზ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო და/ან შესაკეთებელი სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე;
თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათ აღკვეთას და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერება და/ან დემონტაჟის შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;
ლ) კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელებას; ამ მიზნით, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას როგორც სამშენებლო ნორმების ან /და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან /და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას;
ნ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსი“ საქართველოს კანონის და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელებას;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას;
პ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513-ე, 533-ე, 52-ე, 55-ე, 552-ე, 553-ე, 771-772-ე, 825-ე, 103-ე, 1191-ე, 1254-ე, 135-ე, 150-ე,1501-ე, 152-ე, 1522-ე, 1534-ე, 159-ე, 1591-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-772-ე, 103-ე, 1191-ე, 135-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
ჟ) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას; ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტის დამოწმებას; მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს; წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
რ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ინფორმირებას;
ს) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისათვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას;
ტ) 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას;
უ) კონტროლს სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
ფ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირებას;
ქ) მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის ამოღების ორგანიზებას;
ღ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ყ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
შ) საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას .
ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოახდინოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება);
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური და სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე;
დ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, მშენებლობის დამკვეთისა ან/და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მერს წარუდგინოს წინადადებები მერიის სტრუქტურული ერთეულების, უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევის თაობაზე.