ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2020 წლის 28 დეკემბერი დაბა ქედა |
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 12 756 500 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8 449 500 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 900 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 407 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 7 562 800 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 268 700 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 298 700 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 12 879 500 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
1.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
პრიორიტეტი: |
|
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება |
|||
|
(ლარებში) |
|||
|
N |
პროგრამული კოდი |
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა |
2021 წლის პროექტი |
|
II |
02 00 |
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება |
4 043 800 |
|
1 |
02 01 |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება |
1 233 477 |
|
1.1 |
02 01 01 |
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია |
503 700 |
|
1.2 |
02 01 02 |
სოფელ აქუცის ქვედა უბანში მისასვლელ გზაზე მდინარე აჭარისწყალზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
429 477 |
|
1.3 |
02 01 03 |
დაბა ქედაში აბუსერიძის ქუჩა #23-ის მიმდებარედ მისასვლელი გზის რემონტი |
236 300 |
|
1.4 |
02 01 04 |
დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის ჩასასვლელის რეაბილიტაცია |
59 000 |
|
1.4 |
02 01 05 |
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება |
5 000 |
|
2 |
02 02 |
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება |
767 900 |
|
2.1 |
02 02 01 |
წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა |
439 400 |
|
2.1.1. |
02 02 01 01 |
ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოკოტაურში ახალი სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა |
107 800 |
|
2.1.2. |
02 02 01 02 |
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ დანდალოში ოტოლაძეების უბანში არსებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია |
58 100 |
|
2.1.3. |
02 02 01 03 |
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ დანდალოში ბაგა-ბაღის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია |
25 100 |
|
2.1.4. |
02 02 01 04 |
ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორცვაში არსებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია |
121 100 |
|
2.1.5. |
02 02 01 05 |
სს ,,აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანი |
10 400 |
|
2.1.6. |
02 02 01 06 |
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძენწმანში არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია |
12 100 |
|
2.1.7. |
02 02 01 07 |
ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაშტაში წყლის სისტემის მოწყობა |
54 800 |
|
2.1.8. |
02 02 01 08 |
სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისათვის მილების შეძენა |
50 000 |
|
2.2.1. |
02 02 02 |
შპს ქედის წყალკანალი |
328 500 |
|
3 |
02 03 |
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები |
1 762 923 |
|
3.1 |
02 03 01 |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი |
233 023 |
|
3.1.1. |
02 03 01 01 |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება |
30 000 |
|
3.1.2. |
02 03 01 02 |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა #3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
203 023 |
|
3.2 |
02 03 02 |
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
967 200 |
|
3.2.1. |
02 03 02 01 |
დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები |
726 500 |
|
3.2.2. |
02 03 02 02 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება |
240 700 |
|
3.3 |
02 03 03 |
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა |
562 700 |
|
3.3.1. |
02 03 03 01 |
დაბა ქედაში აღმაშენებლის ქუჩისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ქვედა საყრდენი კედლის რეაბილიტაცია |
430 500 |
|
3.3.2. |
02 03 03 02 |
დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა |
132 200 |
|
4 |
02 04 |
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები |
105 000 |
|
4.1. |
02 04 01 |
ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები |
5 000 |
|
4.2. |
02 04 02 |
პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა |
100 000 |
|
5 |
02 05 |
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა |
33 500 |
|
5.1. |
02 05 01 |
აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა |
2 000 |
|
5.2. |
02 05 02 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციის პროგრამა |
6 500 |
|
5.3. |
02 05 03 |
ღვინის ფესტივალი ქედაში |
25 000 |
|
6 |
02 05 |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა |
0 |
|
7 |
02 06 |
არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა |
8 000 |
|
8 |
02 07 |
შ.პ.ს. ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი |
133 000 |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 |
1 233 477 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
|
|
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის 62 სოფელში 250 კმ შიდა სასოფლო-საუბნო გზა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. აღნიშნული გზები გრუნტის საფარიანია ამიტომ ხშირად ზიანდება და ხდება გაუვალი. ასევე მდინარეებზე არსებული ხიდები ამორტიზებულია და მოითხოვს რემონტს. გზებზე გასულ წელში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (632 015 ლარი). რითაც მიღწეული იქნა შედეგი ცალკეულ უბნებში გზების კეთილმოწყობის კუთხით. ამიტომ მიზანშეწონილია პროგრამა გაგრძელდეს მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო-საუბნო გზების სრულ რეაბილიტაციამდე. |
|
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები. |
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 01 |
503 700 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
უკანასკნელ წლებში დაწყებულია სოფლებში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროგრამით ბოლო სამ წელიწადში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-ზე მეტ საუბნო გზას, აიგო დამცავი კედლები, სანიაღვრე არხები და სოფლის მდინარეებზე გადასასვლელი ხიდები. პროგრამის 2021 წლის დაფინანსების მიზნით შედგენილი ხარჯთაღრიცხვების მიხედვით საჭიროა 503700 ლარი, რითაც განხორციელდება 10-ზე მეტი პროექტი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფელ აქუცაში მისასვლელ გზაზე მდინარე აჭარისწყალზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 02 |
429 477 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის მიზანია სოფელ აქუცის ბარის უბანში და სოფელ ვაიოს მოსახლეობისათვის ახალი ხიდის მშენებლობა, რითაც გაუმჯობესდება აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა და შემცირდება მისასვლელი გზა 2 კმ_ი მანძილით. მიღწეული იქნება წლის ყველა სეზონზე სატრანსპორტო საშუალებების შეუზღუდავი გადაადგილება. პროგრამა ითვალისწინებს მდინარე აჭარისწყალზე სოფელ აქუცისა და ვაიოსათვის საავტომობილო ხიდის მშენებლობას, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯება 632 500 ლარი. ხიდის დასრულების შემდეგ სოფელ აქუცის 16 ოჯახი და სოფელ ვაიოს 20 ოჯახი ისარგებლებს საგზაო მიმოსვლისათვის რაც გააუმჯობესებს მათ ყოფით პირობებს. ასევე ხიდი იქნება სათადარიგო გადასასვლელი სოფელი ვაიოში არსებული ხიდის დაზიანების შემთხვევაში, რა დროსაც ამ ხიდით ისარგებლებს 7 სოფელი (აქუცა, ვაიო, კვაშტა, სირაბიძეები, კანტაური, ტიბეთა და აბუქეთა |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა (ხიდი) |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
დაბა ქედაში აბუსერიძის ქუჩა #23-ის მიმდებარედ მისასვლელი გზის რემონტი |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 03 |
236 300 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
დაბა ქედაში ტბელ აბუსერიძის ქუჩის ბოლოში ახლადათვისებულ ტერიტორიაზე განთავსდა ღვინის ქარხანა, სკოლის სპორტული დარბაზი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და მომსახურების ცენტრი. ტერიტორიის დარჩენილ ნაწილში კვლავ იგეგმება სხვა ობიექტების განთავსება. დღემდე ობიექტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გრუნტისსაფარიანია და მოითხოვს რეაბილიტაციას, რისთვისაც შედგენილი პროექტის მიხედვით საჭიროა 232 800 ლარი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
კეთილმოწყობილი ქუჩა და საავტომობილო გზა თავისი ინფრასტრუქტურით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის ჩასასვლელის რეაბილიტაცია |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 04 |
59 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის მიზანია დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის ჩასასვლელის რეაბილიტაცია რითაც გაუმჯობესდება აღნიშნულ საგზაო ინფრასტრუქტურა მიღწეული იქნება წლის ყველა სეზონზე შეუზღუდავი გადაადგილება. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა |
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება |
დაფინანსება ლარში |
|
02 01 05 |
5000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობების (მეცხოველეობის) განვითარების ხელშეწყობა. რეგიონისათვის დამახასიათებელი მთის ტრადიციების შენარჩუნება. ალპური რესურსების გამოყენება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში. მთის ალპურ საძოვრებზე საზაფხულოდ დროებით მობინადრეთა ტრანსპორტით მომსახურეობის უზრუნველყოფა. მგზავრთა უსაფრთხოდ და დანახარჯების გარეშე ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა მთლიანად მთის სეზონის პერიოდში (სამი თვე) სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. საიჩარის და გომის მთის ტერიტორიაზე მობინადრე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა. პროგრამა ითვალისწინებს შედგენილი გრაფიკის მიხედვით კვირაში თითო მარშრუტს. მოსახლეობის მოთხოვნით დაგეგმილ დღეებში მთებზე ტრანსპორტით გადაადგილებისათვის. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
კმაყოფილი მოსახლეობა, შენარჩუნებული მთის ტრადიციები და მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 |
767 900 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყევტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.
|
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება, |
პროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა
დაფინანსება ლარში
02 02 01
439 400
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს არსებული წყლის სისტემაზე დაზიანებული ქსელის ამოცვლას, სარეზერვო გამანაწილებელი აუზების აშენებას, დამატებით მომხმარებლების მიერთებას და ოჯახებისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეძენას. აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტიდან საჭიროა 439 400 ლარი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სიტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სს ,,აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანი. |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 01 05 |
10 400 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%]. ალიანსი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად არსებული პროექტის განხორციელებისთვის შექმნეს. სს ,,აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანს ახორციელებს ყოველწლიურად ქედის მუნიციპალიტეტის მერია. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სიტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. შედეგი: განხორციელებულია წყლის სიტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და უზრუნველყოფილია სს "აჭარის წყლის ალიანსის" შეუფერხებელი ფუნქციონირება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შპს ქედის წყალკანალი |
დაფინანსება ლარში |
|
02 02 02 |
328 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირება გაეწევა შპს ქედის წყალკანალს, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონიძიებები |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 |
1 762 923 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი და მოწყობილი ახალი ტერიტორიები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 |
233 023 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა #3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად)ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: საბინაო ფონდის ინფრასტრუქტურის განვითარება შედეგი; მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა
|
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა #3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 02 |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
203 023 |
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
დაბა ქედაში მ. კოსტავას ქუჩა #3 მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია (მუზეუმის განსათავსებლად) |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მუზეუმის განთავსება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
დაფინანსება ლარში |
|
02 03 01 01 |
30 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება; მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა; მობინადრეთათვის უსაფრთხო, გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა |
||
|
|
|
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 02 |
967 200 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სტიქიისგან მოსახლეობის, მუნიციპალური და კერძო საკუთრების დაცვა და ახალი ტერიტორიების ათვისება შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა |
დაფინანსება ლარში |
|
02 03 03 |
562 700 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება
შედეგი: მოწყობილი და გაფართოებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები |
დაფინანსება ლარში |
|
02 04 |
105 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება. შედეგი : მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 05 |
33 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
პროგრამის აღწერა |
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მონაწილეობა აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა გაყიდვაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი ასევე ღვინის ფესტივალის მოწყობა და პოპულარიზაცია. შედეგი: აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია, პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა |
დაფინანსება ლარში |
|
02 05 01 |
2 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეადგენს 5093 ჰა-ს და მოსახლეობის 70% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, რომლებსაც მოყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურები. აღნიშნული დარგის განვითარება უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტისათვის. უკანასკნელ წლეებში აგროსექტორში მიმდინარე ცვლილებებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობამ დადებითი შედეგი გამოიღო აღნიშნულ სექტორში. ქედის მუნიციპალიტეტში ძირითადად მცირე საოჯახო და ფერმერული მეურნეობები დომინირებენ, ამ დარგში მუნიციპალიტეტის შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული და მათ მიერ მოწეული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მაგრამ ეს არარის საკმარისი იმისთვის რომ ფერმერებს ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი ამისათვის საჭიროა მათი პროდუქცის რეალიზაცია. აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-9 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა ,,Agro batumi 2020”ფართო მაშტაბის მატარებელია ის წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიები, ფერმერები, მუნიციპალიტეტები ორი დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქციას ფართო მომხმარებელს აცნობენ და ამავდროულად პოპულარიზაციას გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ახალი კონტაქტები დაამყარონ მომხმარებელთან, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მოახდინონ მათი პროდუქცის რეალიზაცია. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი:მიიღოს მონაწილეობა „აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში და პოპულარიზაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტის ფერემერების მიერ მოწეულ პროდუქციას
შედეგი: „აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მიღებული მონაწილეობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია |
დაფინანსება ლარში |
|
|
02 05 02 |
6 500 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
|||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობა დაახლოებით 7500-მდეა. აქედან დაახლოებით 2000 სული არის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ ვაქცინაციას პასტერელოზსა და ემკარზე. როგორც ცნობილია ამ დაავადებების ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, რადგანაც არ არის ზოონოზური დაავადებები, მაგრამ ამ დაავადებებით მიღებული ეკონომიკური ზარალი დიდია და მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ფერმერს. პასტერელოზითა და ემკარით ავადდება ძირითადად ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული და საუკეთესო შეხორცების მქონე მსხვილფეხა პირუტყვი. დაავადების რისკი დიდია იმ ცხოველებში, რომლებიც გადიან საზაფხულო საძოვრებზე სადაც არის ამ დაავადებების კერები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფერმერთა არცოდნის და გამოუცდელობის გამო დაავადების კერები გაჩნდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპება ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული ცხოველები. ფერმერები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით ცდილობენ ადრე გაზაფხულზე გაყიდონ ახალ მიღებული მოზარდი. ამ ტენდენციამ კი გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ფერმერისთვის უმჯობესია გამოზარდოს მსხვილფეხა პირუტყვის მოზარდი და ისე გაყიდოს. ამით გაიზრდება ფერმერის შემოსავალი. |
|||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი. შედეგი: პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი |
|||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ღვინის ფესტივალი ქედაში |
დაფინანსება ლარში |
|
|
02 05 03 |
25 000 |
|
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური |
|
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედა მეღვინეობისა და მევენახეობის უძველესი და უმიშვნელოვანესი მუნიციპალიტეტია საქართველოში განსაკუთრებით დომინირებს რეგიონში. მოსახლეობის 70% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, რომლებსაც მოყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურები რომელთაგან წამყვანი დარგი მევენახოება და მეღვინეობაა. ქედა გამოირჩევა უძველესი ისტორიული ძეგლებით - ქვის საწნახელებით, რაც იმის დასტურია, რომ ქედა ღვინისა და მევენახეობის ტრადიციული კუთხეა. აღნიშნული დარგის განვითარება უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც განსაკუთრებით ენდემური ჯიშების სიმრავლით და უნიკალურობითაა გამორჩეული. ორმოცზე მეტი ენდემური ჯიშის ყურძენია ქედაში მოკვლეული მათგან განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ჩხავერი, ცოლიკაური, რომელიც ანალოგიური ხარისხობრივი მაჩვენებლებით სხვა ტერიტორიაზე არ გვხდება, ვენახის ნარგავები სულ შეადგენს 180 ჰა-ს უკანასკნელ წლებში აგროსექტორში მიმდინარე ცვლილებებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობამ დადებითი შედეგი გამოიღო აღნიშნულ სექტორში. ქედის მუნიციპალიტეტში ძირითადად საშუალო მცირე საოჯახო და ფერმერული მეურნეობები დომინირებენ, ამ დარგში მუნიციპალიტეტის შრომისუნარიანი მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილია დასაქმებული. და მათ მიერ მოწეული პროდუქტისგან ნაწარმოები ღვინოები არის ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი ამისათვის საჭიროა მათი პროდუქცის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. „ღვინის ფესტივალი ქედა“- ში მონაწილე კომპანიები, ფერმერები, გლეხები, საოჯახო ღვინის მარნები, საშუალო და მცირე მეღვინეები, ერთი დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქციას ფართო მომხმარებელს კერძოდ: საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელ სტუმრებს და ტურისტებს გააცნობენ. ამავდროულად პოპულარიზაციას გაუწევენ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას, მონაწილეებს საშუალება აქვთ ახალი კონტაქტები დაამყარონ მომხმარებელთან, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მოახდინონ მათი პროდუქცის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე და წვლილი შეიტანონ საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო წარმოჩენისათვის და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის. |
|
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალიტეში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. შედეგი: ხელშეწყობილია და პოპულარულია მუნიციპალიტეში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინო |
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა |
დაფინანსება ლარში |
|
02 07 |
8 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის მიერ 2019-2020 წლებში ახლადაშენებული შენობების ელექტრომეურნეობის გამართვისათვის საჭიროა სს ენერგო პრო-ჯორჯიასთან ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ხარჯების გადახდა და მათი გამრიცხველიანება. ასევე, სოფლის საერთო სარგებლობის წისქვილები, რომლებიც აშენებულია ბიუჯეტის ხარჯებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჭიროა ელექტრომეურნეობის ქსელში ჩართვა და სათანადო ფინანსირება. მუნიციპალიტეტის კუთვნილ ზოგიერთ შენობებში დაზიანებულია ელექტრომრიცხველები და საჭიროა ახლით შეცვლა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ შენობებში და საერთო სარგებლობის სოფლის წისქვილებში ელექტრომეურნეობის აღდგენა და გამრიცხველიანება, დაზიანებული მრიცხველების და სხვა მოწყობილობების ახლით შეცვლა, ახლად აშენებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ელექტრომომარაგების ქსელში ჩართვა. შედეგი: ელექტრო მეურნეობის აღდგენა და ელექტროქსელში ჩართვა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შ.პ.ს. ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი |
დაფინანსება ლარში |
|
02 08 |
133 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი 2020 წლის 5 მარტს შეიქმნა. ორგანიზაციის დამფუძნებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და მის 100% წილს ფლობს. ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს: ა) ტურისტული ობიექტების მოვლა შენახვა; ბ) ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარება; გ) გადასახადების ამოღება; დ) ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შექმნა; დ) მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა ე) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი და აშ ახალი კორონა ვირუსის გამოწვევების მიუხედავად აღნიშნული ორგნაზიცია არ გაჩერებულა და არსებული მდგომაროება გამოიყენა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, რის საფუძველზეც უნდა შემდეგს 2020-2021 წლის ტურისტული პროგრამები ბიუჯეტში. ამ პერიოდის მანძილზე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, მოაწყო 2 ინფო-ტური მუნიციპალიტეტის მაშტაბით და უახლოეს პერიოდში გეგმავს მედია ტურს. კავშირები დაამყარა შემდეგ ორგიზაციებთან, როგორებიცაა: არასამთავრობო ორგანიზაცია სენი, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამეტი, ევროკავშირის ინიციატივა მერები ეკონომიკური ზრდისთვის და სხვადასხვა სამსახურებთან, რომელიც ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN პროექტი ტყის მდგრადი მართვა საქართველოში. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავების, ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით. ამ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იქნება DMO. ამ მიზნით მოლაპარაკებები შედგა. აღნიშნულ პროექტში არასამტავრობო ორჰანზიაცია CENN დაგვემხარება სამსახურის სრულყოფაში, თანამშრომლების გადამზედაბასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ასევე ვებსაიტის დამზადებასა და ბილიკების მართვის პროგრამის შემუშავებაში. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ( LAG) ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააკეთეა LAG_თან ერთად საგრანტო განაცხადი , რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და ველოდებით ოფიციალურ პასუხს. პროექტის მიზანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის რესურსის პოპულარიაზაცია სხვადასვხა ტიპის აქტივობებით... მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის დროს დაიწყო1 და მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა2 . "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ხშირი კომუნიკაციის საფუძველზე სამდივნო განხიილავს ქედაში ღვინის ინდუსტრიის, აგრო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტების დახმარებას აბსოლიტურად უსასყიდლოდ. ასევე მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ პროექტში ქედა, შუახევი და ხულო ერთად არის ცართული და გააჩნია საერთო ეკონომიკური გეგმა. რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. მარტიდან დღემდე სამსახური აკეთებს მუნიციპალიტეტის ტუყრისტული პოტენციალის კვლევა, კვების და განტავსების ობიექტებს აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს თუ როგორ დაიცვან ყველა სტანდარტი. აყალიბებს პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს მაშტაბით. . მახუნცეთის პრობლემა, რომელიც ეხება გარე მოვაჭრეეებს, სამსახურმა გააკეთა რამდენიმე შეხვედრა, მიაღწია მათთან შეთანხმება, რომ შექიმნას საერთო ზომის და ფორმის დახლი , რათა ტურისტული ლოკაცია გახდეს ევროპული სტანდარტის და იყოს მეტად მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია სამსახურის მდგრადობა და შემოსავლები რათა წლიდან წლამდე უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი შემოსავლებით ირჩენს თავს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება ქედის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების მოკლე , საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია; მიზანი: არსებული ტურისტული ლოკაციების, მოვლა, შენახვა და განვითარება; არსებული ტურისტული სერვისების დახვეწა და ახალი შექმნა; დონორებთან ურთიერთობა და გრანტების მოძიება; მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა; მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი; შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებით შეიქმნება ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
|
3.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 778 900 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
4.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 677 000 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
5.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 932 000 ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
|||
|
(ლარებში) |
|||
|
N |
პროგრამული კოდი |
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა |
2021 წლის პროექტი |
|
VI |
06 00 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
1,322,000 |
|
1 |
06 01 |
ჯანმრთელობის დაცვა |
785,800 |
|
1.1. |
06 01 02 |
ამბულატორიული მომსახურეობა |
191,600 |
|
1.2. |
06 01 03 |
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა |
154,000 |
|
1.3. |
06 01 04 |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
85,200 |
|
1.4. |
06 01 05 |
სამკურნალო/გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა |
5,000 |
|
1.5. |
06 01 07 |
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება |
50,000 |
|
1.6. |
06 01 08 |
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკმანტებით უზრუნველყოფა |
300,000 |
|
2 |
06 02 |
სოციალური უზრუნველყოფა |
536,200 |
|
2.1. |
06 02 01 |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
25,200 |
|
2.2. |
06 02 02 |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება |
44,000 |
|
2.3. |
06 02 03 |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
12,700 |
|
2.4. |
06 02 04 |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
78,000 |
|
2.5. |
06 02 05 |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვისერთჯერადი მატერიალური დახმარება |
50,000 |
|
2.6. |
06 02 06 |
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
13,800 |
|
2.7. |
06 02 07 |
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
15,000 |
|
2.8. |
06 02 09 |
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა |
100,000 |
|
2.9. |
06 02 10 |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლით შეცვლის პროგრამა |
125,000 |
|
2.10. |
06 02 11 |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა |
36,000 |
|
2.11. |
06 02 12 |
მარტოხელა პენსიონერებისთვის სასურსათო პროდუქტის შეძენა |
16,500 |
|
2.12. |
06 02 12 |
საქმიანობათა ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის |
20 000 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის დაცვა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 |
795 800 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
|
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. შედეგი: გაზრდილია ჯანმრთლეობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ამბულატორიული მომსახურეობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 01 |
191 600 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა |
მუნიციპალიტეტის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტითა და სხვა მომსახურეობით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მერისის, დანდალოს, ცხმორისის წონიარისის, ზვარის, დაბა ქედის, მახუნცეთის, დოლოგნის, ოქტომბრის და პირველი მაისის ამბულატორიების მომსახურეობა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 02 |
154 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის დასახლებულ ადგილებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება გართულებულია, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა. დაფინანსება განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მედიკამენტების მიწოდება და ანაზღაურება მოხდება ყოვლეკვარტალურად. პროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. თემის სამედიცინო პუნქტების (შემდეგ-თსპ) მედდებთან ხელშეკრულების გაფორმებას, თსპ-სათვის მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენას ანხორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია. მედდების შერჩევა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე გასაუბრების წესით, თანდართული დოკუმენტებით (შესაბამისი განათლების დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები) |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 03 |
85 200 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამბულატორიულ აღრიცხვაზე ქედის მუნიციპალიტეტიდან აღრიცხვაზე არის 585-მდე პაციენტი, აქედან წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად ამბულატორიას მიმართავს თვის განმავლობაში 50-60 პაციენტი, რაც ძალიან მცირეა და ამის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სიტემაა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობისა და საფეხურებრივი ზრუნვის პრინციპები. საფეხურებრივი და უწყვეტი მომსახურების განხორციელება სათემო სერვისების განვითერბის გარეშე, შეუძლებელია, სწორედ, ამიტომაცაა საჭირო მობილური გუნდის მომსახურების დამატება ამბულატორიულ სერვისში. მობილური გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლების ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, სოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგოიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, გარდა ამისა ამ მომსახურებით იზრდება ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და ამავე დროს ცალსახად შეუმსუბუქდებოდა ხარჯები ამბულატორიულ დისპანსერულ მეთვალყურეობას. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ფსიქიკური ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპებია განსაზღვრული, რაც მოიცავს: დაბალანსებულ ზრუნვას, მომსახურების ინტეგრაციას, უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას. თანამედროვე ფსიქიატრიული მომსახურება ეს არის დაბალანსებული მომსახურება თემზე და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაფუძნებულ ზრუნვას შორის. გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა ეს პროექტი შეძლებს შეუმსუბუქოს პაციენტს და მათ ოჯახებს სოციალური მდგომარეობა, როგორც ფინანსური დანახარჯების ასევე დროის ეკონომიითაც, ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი რაიონიდან ამბულატორიაში ვიზიტისთვის (განსაკუთრებით ის კატეგორია პაციენტების ვინც შეირჩევა მდგ-ს მიერ) საჭიროებს თანმხლებ პირს, რაც ოჯახისთვის ორმაგი დანახარჯია, გარდა ამისა ოჯახი, რომელიც უმეტესწილად სოფლად და რაიონში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული კარგავს დროს, რადგან ასეთი მარშუტის გამო მთელი დღე და ხშირად ორიც ჭრდება თუ ,,დაგვიანდა" სოფლის ტრანსპორტის გასვლის საათებში. სოფლად ასეთი ,,მოუცლელობის" გამო ხშირად პაციენტი თვეების განმავლობაში ვერ აკითხავს ამბულატორიას, შედეგად კი ეს შემდგომში პაციენტის გამწვავებით და სტაციონარებით სრულდება, რაც სახელმწიფოს როგორც ავღნიშნეთ გაცილებით ძვირი უჯდება. ამიტომ მობილური გუნდის დერვისი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მომსახურების პროგრამა, პარალელურად მას სოციალური პროგრამის დატვირთვაც ეძლევა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება შედეგი: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ჩატარებული საჭირო ღონისძიებები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 04 |
5 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთში არსებულ კურორტზე, სარეაბილიტაციო კომპლექს ,,მესხური კოშკი“, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით, სადაც პროცედურები ჩაუტარდება მათ, ვისაც ოსტეოქონდროზი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები აწუხებთ. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, მრავალშვილიანი და 200000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახის მქონე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება შედეგი: შემცირებულია ბენეფიციარების ჯანმრთელობის ზიანის რისკი
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 05 |
50 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
საყოველთაო დაზღვევისა და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს პროგრამით მიერ დაფინანსებების მიუხედავად ბენეფიციარებს, ოპერაციული მკურნალობისთვის მაინც რჩებათ გარკვეული რაოდენობის თანხა გადასახადი, რაც მძიმე ტვირტათ აწვება ოჯახსებს. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას იმ ბენეფიციარებზე, რომელთაც სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 გაეწევათ დახმარება დარჩენილი თანხის 70%, ხოლო 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს 50%-ით არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის მედიკამენტების შეძენა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება. შედეგი: შემცირებულია ბენეფიციარების ჯანმრთელობის ზიანის რისკი
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკმანტებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 01 07 |
300 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება ძირითადად უზრუნველყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მთელი რიგი სახელმწიფო (სამედიცინო) პროგრამებით. მიუხედავად ამისა COVID-19 პანდემიის დროს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისა და მოწყვლადი კატეგორიის მქონე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების მიწოდება სიცოცხლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მოწყვლადი კატეგორიი მქონე მოსახლეობას მედიკამენტების შეძენა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა შესაბამისი ოჯახებისთვის - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, მარტოხელა მშობლები და მათი შვილები, მარტოხელა ასაკით პენსიონერები, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის ჩატარებას.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბნეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას წელიწადში ერთხელ ოჯახზე მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას ვაუჩერის სახით - მედიკამენტების შესაძენად. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი.
|
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება. შედეგი: შემცირებულია ბენეფიციარების ჯანმრთელობის ზიანის რისკი
|
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური უზრუნველყოფა
დაფინანსება ლარში
06 02
536 200
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
- სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
- ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;
- ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის;
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მიზანი: საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება
შედეგი: გაუმჯობესებულია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობები.
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 01 |
25 200 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 23 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. ქვეპროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი: აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართვაზე უპირატესობა მიენიჭებათ მარტოხელებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიმდინარე ქვეპროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიწადში 365 დღის) განმავლობაში მენიუს შესაბამისად. შერჩევა მოხდება 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და ინვალიდ ბენეფიციარებს 2020 წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების მიხედვით. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა შედეგი: უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, მატერიალური და ფინანსური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 02 |
44 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობებსების მიზნით. ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ქვეპპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევას. პროგრამას არეგულირებს 1995 წლის ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ''. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ასევე გათვალისწინებული ვეტერანის დაკრძალვისათვის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები და ვეტერანთათვის მოხდება თხევადი აირის შეძენა. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ვეტერანთა უკვდავყოფა და მათზე ფინანსური და მატერიალური დამარების გაწევა შედეგი: გაწეული ფინანსური და მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 03 |
12 700 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
2016 წელს ქედაში დაწყებული საპილოტე პროექტი განსაკუთრებულად მორგებული და ეფექტური აღმოჩნდა სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის რაზეც უშუალოდ მოხუცებიც საუბრობენ: „მათ დაამარცხეს სიკვდილის შიში და გაუჩნდათ ცხოვრების გაგრძელების იმედი“ რა აძლევთ მათ ამის საფუძველს ეს იყო აღნიშნულ პროექტში მჭიდრო და აქტიური როლი მოხალისეებისა, რომლებიც გაიწვრთნენ იმ აუცილებელი უნარებით რაც არამობილური ხანდაზმულების მოსავლელად და პირველი (ექიმამდელი) გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად იყო საჭირო , მოხუცებს დაურიგდათ გადასაადგილებელი საშუალებები (ეტლები, ყავარჯენი ჭოჭინა და ხელჯოხები) საჭიროების მიხედვით და მოხალისეებს მიეცათ მისი გამოყენების ინსტრუქტაჟი. პროექტი საქართველოში პირველად აჭარაში დაინერგა ეს არის განგაშის შეტყობინების ყელსაკიდები, რომელიც დაურიგდა 9 ბენეფიციარს და ის სრულად პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც გააჩნიათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, ვინაიდან ისინი ხშირად საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ცხოვრობენ რაიონიდან მოშორებით , ხშირად უჩივიან სამედიცინო ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლას ან ზოგ შემთხვევაში (ტელეფონის არ ქონის, გონების დაკარგვის და სხვა) საერთოდ ვერ ახერხებენ გამოძახებას და ხშირად დაგვიანებული დახმარება ლეტალური შედეგების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ აპარატის საშუალებით მათ შეუძლიათ მასში წინასწარ მითითებული 5 ნომრიდანა (რომლის თანმიმდევრობაც გონივრულად და შეთანხმებულად არის ჩაპროგრამებული) თითის 1 დაჭერით გამოიძახონ . ამ ეტაპზე 1) მეზობელი, 2) მოხალისე 3) სოფლის ექიმი,) ამ აპარატის საშუალებით მოხუცები დაცულები არიან კრიმინალისაგან და სტიქიური მოვლენებსი დროს უმწეობის მიზეზით ტრაგიკული შედეგებისაგან. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ არამობილურ ხანდაზმულებისათვის შინ მოვლის სერვისების უზრუნვეყოფით, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური ინტეგრაცია და ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება შედეგი: შემცირებულია მარტოხელა ხანდაზმულების ჯანმრთელობის ზიანის რისკი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 04 |
78 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება. სწორედ ამიტომ, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარებას მიიღებენ მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) განხორციელებულია მატერიალური დამარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 05 |
50 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამი მიზნით ქვეყანაში შემუშავდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითოეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურეობის დახმარების პაკეტს. 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით შეიმუშავა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რომელიც 400 ლარს შეადგენს |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 100000 ქულის მქონე ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა შედეგი: ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში გაწეული ერთჯერადი მატერიალური დახმარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 06 |
13 800 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით, (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტეტიდან 8 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახლემწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება შედეგი:ხელშეწყობილია ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 07 |
15 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
პროგრამა ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე თაანამხლებ პირთან ერთად მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას, რომელთა კურსები დაფინანსებულია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით. აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 1 (ერთი) ბავშვისათვის ადრეული განვითარების სპეციალისტის მიერ მომსახურების გასაწევად ადგილზე მიმოსვლის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას. ტრანსპორტის ხარჯი თვეში 8 ვიზიტი 120x12=1440 ლარი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა შედეგი: ხელშეწყობილია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 09 |
125 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კატეგორია, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველით ამორტიზირებულია და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნულ ოჯახებს არ გააჩნიათ ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების ან აღდგენის რესურსი, მუნიციპალიტეტის მერია მათ შეუძენს ახალ ფიცრულ საცხოვრებელ სახლებს. ბენეფიციართა შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. პროგრამაში ჩაერთვება 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული და ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახების სოციალური მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 08 |
100 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
ქედის მუნუციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლების ამორტიზირებული სახურავების შეცვლით დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, თუნუქის ფურცლების გაცემა განხორციელდება კომისიური წესით (მონაკვეთების ან მთლიანი ნაწილის) გადახურვის მიზნით. თუნუქის ფურცლების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სახურავით უზრუნველყოფა შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 10 |
36 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შემუშავებული იქნა მოვლის საჭიროების მქონე პირთა მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევა 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის მატერიალური დახმარება შედეგი: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბენეფიციარების უზრუნველყოფა მატერიალური (ფინანსური) დახმარებით. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მარტოხელა პენსიონერებისათვის სასურსათო პროდუქტის შეძენა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 11 |
16 500 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
შემუშავებული იქნა მარტოხელა პენსიონერებისთვის ერთჯერადად პროდუქტების შეძენა, რაც ითვალისწინებს 150 ლარიანი ვაუჩერის მიწოდებას თითოეულ ბენეფიციარზე და მათ შეეძლებათ აღნიშნული თანხის ოდენობით შეიძინონ სხვადასხვა დასახელების პროდუქტი. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
მიზანი: მარტოხელა პენსიონერებისთვის პროდუქტების შეძენა შედეგი: მარტოხელა პენსიონერების უზრუნველყოფა სასურსათო პროდუქტებით ერთჯერადად |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მარტოხელა პენსიონერებისათვის სასურსათო პროდუქტის შეძენა |
დაფინანსება ლარში |
|
06 02 12 |
20 000 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა |
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017 ), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის sაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს. |
||
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი |
ცენტრზე დაფუძნებული საქმიანობების განვითარება თემებში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის. |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|