ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №72-139
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016813
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2020
matsne.gov.ge 239 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ 94% 27.12.2021 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.07.2023 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 17.08.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 89% 01.02.2017 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 89% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №72-139 2020 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46  დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 2“-ის 21-ე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებს (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა), კაფეები და ბარები), რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ პროდუქციის გარე მიწოდების სერვისით (ან ონლაინ რეჟიმში) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხოთ ამავე დანართის 23-ე კატეგორიიის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, ამ დადენილების ამოქმედებამდე არსებული წესით, ზედმეტად გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება 2021 წლის 31 იანვრის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე