“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48/2000
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 22/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი010.008.004.139

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №48/2000

2000 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლიებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ცეტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №45/2000 დადგენილებით დამტკიცებულ „საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 თავის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ამ წევრებიდან რომელიმეს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება, თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ირჩევს ამ პუნქტში აღნიშნული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.“.

2. მე-7 თავის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები, ხოლო არსებული მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შესაბამისად გადაინომროს:

„6. კომისიაში მიღებულ და გასულ დოკუმენტაციას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ან მისი დავალებით კომისიის მოადგილე ან მდივანი.

7. კენჭისყრის დღეს კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არყოფნის შემთხვევაში საარჩევნო დოკუმენტებზე ხელს აწ ე რს კომისიის დამსწრე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილი ერთი კომისიის წევრი.“.

3. მე-11 თავის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი ან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებულ დალუქულ ბიულეტენებს დაუყოვნებლივ გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“.

4. მე-13 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახ ე ბ. ეს გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

I. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.03.2000.
როდის იქნა მიღებული “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 21.03.2000. მიმღები ორგანო — ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №48/2000. სარეგისტრაციო კოდი — 010.008.004.139.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №48/2000, 21.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50704/