„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01
სარეგისტრაციო კოდი
120260010.22.026.016857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №01

2021 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებით (ვებგვერდი 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120260010.22.026.016810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის
პირველი
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:

„1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-18 და 22-ე მუხლებით, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 და 93 მუხლებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია რეკომენდაციის მაძიებლის განცხადება (დანართი №1).“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნტი შემდეგი რედაქციით:

„21. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ასლი;

ბ) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი (თუ დამფუძნებელი იურიდიული პირი ანდა ინდივიდუალური მეწარმეა) კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ასლი, აგრეთვე ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (პირადობის მოწმობის ასლის, თანამდებობისა  და საცხოვრებელი ადგილის მითითებით).“.

3. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს 201 და 202 მუხლები შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. შეცდომების გასწორება კომისიის რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში

1. კომისია უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. კომისიის რეკომენდაციაში და გადაწყვეტილების აქტში არსებითი შესწორების (რეკომენდაციის მფლობელის ვინაობა/დასახელება, მითითებული თარიღები, მოქმედების ვადა, გასაცემი ლიცენზიისა და ნებართვის დასახელება, კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა, მათი რაოდენობა ან მოცულობა, დასახელება ან მახასიათებლები, საბოლოო მომხმარებელი და საბოლოო მოხმარების ადგილი) შეტანა ნიშნავს ახალი რეკომენდაციის/გადაწყვეტილების გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება ძალაში შედის იმავე წესით, რომელიც ამ დებულებით დადგენილია რეკომენდაციის და გადაწყვეტილების მიმართ.

მუხლი 202. კომისიის რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა🔗

1. კომისიის რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის უფლება აქვს კომისიას.

2. კომისიის რეკომენდაციაში და გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანება ამ რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისათვის ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

4. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯგუფის სხვა წევრები, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეები ან ამ ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობას იღებს ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს (რომელსაც ის წარმოადგენს) კომპეტენციის ფარგლებში აფასებს მის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებულ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და დასკვნას იღებს მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა ექსპერტთა ჯგუფის წინაშე დასმულ საკითხზე.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი