სახელმწიფო პროგრამის „ აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის №ს- 44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-2
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ,,აწარმოე საქართველოში" დირექტორის

ბრძანება № ს-2

2021 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო  პროგრამის  „ აწარმოე  საქართველოში“  მიკრო  და  მცირე მეწარმეობის  ნაწილის  2020  წლის  ეტაპის  ჩატარების  ვადების  დამტკიცების  შესახებ  2020 წლის  22 სექტემბრის  №ს- 4 4 ბრძანებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცვიული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს 2020 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ №ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  აწარმოე საქართველოში  მეწარმეობის  დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  გამოქვეყნების  დღიდან  ერთი  თვის  ვადაში  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება

05.10.2020-26.10.2020

2

განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა

05.10.2020-08.11.2020

3

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა

08.11.2020-24.11.2020

4

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება

24.11.2020-26.11.2020

5

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა

24.11.2020-10.12.2020

6

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

24.11.2020-18.12.2020

7

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება

01.12.2020-25.12.2020

8

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება

01.12.2020-18.01.2021

9

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

08.12.2020-08.02.2021

10

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

15.02.2021-15.03.2021

11

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება

 17.03.2021-19.03.2021

12

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა

 17.03.2021-28.03.2021

13

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

20.02.2021-05.04.2021

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

25.02.2021-15.05.2021

15

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

01.03.2021-28.05.2021

16

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

08.03.2021-06.08.2021

17

დამატებითი ტრენინგები

10.04.2021-30.11.2021

18

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

20.09.2021-30.11.2021

19

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

15.02.2021-30.11.2021

 

სსიპ-ის ,,აწარმოე საქართველოში" დირექტორი          მიხეილ ხიდურელი