დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 615,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
1,615.0
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
1,470.0
03 02
მწვანე ნარგავების გაშენება, მოვლა-პატრონობა
95.0
03 04
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
50.0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 01
1 470.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის აღწერა და მიზანი
მცხეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითადად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს ქალაქ მცხეთისა (მათ შორის ქალაქის სასაფლაოს ტერიტორია) და მუნიციპალიტეტში შემავალ 22 ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 10 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი. ნარჩენების გატანა ხორციელდება ქ. მცხეთიდან და მუნიციპალიტეტის 40 სოფლიდან (სულ 62 სოფელი), ესენია: ქსანი, ციხისძირი, წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, ქსოვრისი, ვარდისუბანი, ვაზიანი, მუხრანი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, ძალისი, წილკანი, ერედა, სელექციის დასახლება, მისაქციელი, აღდგომლიანთკარი, ფრეზეთი, უფურეთი, ახალდაბა, ნატახტარი, ახალუბანი, ნავაზი, საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, არაშენდა, ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ცხვარიჭამია, თეძამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა, ძეგვი, სათოვლე (ნაბღარები), ხეკორძი, ლისი, წოდორეთი, ბევრეთი, ტაბარუკი, ლელობი, ძალაანთხევი, აგარაკი, მსხალდიდი,მუხათწყარო, ნაფეტვრები, ნახშირგორა, ქვემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი ზემო ნიჩბისი, სასხორი, წერივნის, წილკნის და ფრეზეთის ლტოლვილთა დასახლება. შეგროვებული ნარჩენები გადის კასპის ნაგავსაყრელზე.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის 40 ტონა ნარჩენი, რაზეც ყოველდღიურად მუშაობს 8 ნაგავმზიდი. მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ განთავსებულია 991 ურნა. მათ შორის, ქ. მცხეთის ტერიტორიაზე 179, ხოლო სოფლებში - 812 ურნა.
ყოველდღიურად ხდება ქ.მცხეთის 179,420 კვ.მ. ფართობის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, კოკისპირული წვიმების შედეგად ქუჩების მექანიკური გაწმენდა, ჩამოტანილი ქვიშისა და ნარჩენებისაგან წყლის წნევით ჩარეცხვა, ზამთარში მარილის მოყრა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, კერძოდ: ქალაქ მცხეთიდან და საგურამოდან ყოველდღიურად დღეში ორჯერ, ხოლო სოფლებიდან და ორგანიზაციებიდან დღეგამოშვებით ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა კასპის ნაგავსაყრელზე (დღეში 40 ტონა ნარჩენები).
პროგრამის ფარგლებში სისტემატიურად ხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული 2426 გრძ/მ სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა წვიმის ნიაღვრისაგან ჩამოტანილი ნარჩენებისაგან.
პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები მოიცავს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ადმინისტრაციულ ხარჯებს.
მოსალოდნელი შედეგი
ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მწვანე ნარგავების გაშენება, მოვლა-პატრონობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 02
95.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩატარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, ნიადაგის მომზადება, დასუფთავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხე-მცენარეების გადაბელვა; ასევე განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელითი სამუშაოები. მიმდინარე წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება.
პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი
მოვლილი, გამწვანებული სკვერები,გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
უპატრონო ძაღლების იზოლირება
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 04
50.0
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან თავშესაფარში გაყვანილი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებ