კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 489,9 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
3,489.9
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
1,882.3
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,280.0
05 01 01 01
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
200.0
05 01 01 02
კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა
212.0
05 01 01 03
ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა
300.0
05 01 01 04
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა
168.0
05 01 01 05
საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა
400.0
05 01 02
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
602.3
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
1,607.6
05 02 01
კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა
942.0
05 02 01 01
კულტურის და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელშეწყობა
900.0
05 02 01 04
მუზეუმების ხელშეწყობა
42.0
05 02 03
კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
433.6
05 02 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
20.0
05 02 05
კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
212.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
1,280.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;
ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";
ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა";
ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა";
ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი:
- ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;
- ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";
- ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა";
- ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა";
- ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი".
პროგრამის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;
წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 01
200.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა განხორციელდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ ბაზაზე. აღნიშნული თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. სკოლაში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 5 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში სკოლაში ვარჯიშობს 315 ბავშვი. საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს 8 სოფელში და ქ. მცხეთაში. 5 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში. ასევე, სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ ტურნირების 3 ასაკობრივ ჩემპიონატში.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილეობის, გუნდების მივლინებების, გუნდების ეკიპირების და სხვა ხარჯები.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას ფეხბურთში.
მოსალოდნელი შედეგი
წლიდან წლამდე ფეხბურთით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 02
212.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიჩბოსნობის სხვადასხვა სახეობის (აკადემიური, კანოე, ბაიდარა) განვითარება. აკადემიაში ამ ეტაპზე ნიჩბოსნობას ეუფლება 80-მდე სპორტსმენი. ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა ტურნირები, მათ შორის, მცხეთობასთან დაკავშირებული ტრადიციული ტურნირი. ასევე აკადემიის სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა შეჯიბრებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აკადემიის აღსაზრდელები ირიცხებიან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის სახელით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში . ქვეყნის შიდა ჩემპიონატში აკადემიის აღსაზრდელებმა 2020 წელს მოიპოვეს მრავალი საპრიზო ადგილი და გუნდურ შეჯიბრში დაიკავეს პირველი ადგილი.
ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხები ასევე ხმარდება აკადემიაში თანამშრომლების (19 ადამიანი) ხელფასებს, შეჯიბრების ორგანიზების ხარჯებს, სპორტსმენთა ინვენტარის შეძენასა და აუცილებელ დანახარჯებს დაკავშირებულს ნიჩბოსნობის განვითარებასთან.
ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში აკადემიის მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი ჩემპიონატებისათვის; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 03
300.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა",ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში ძიუდო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში. შეჯიბრებსა და ტურნირებში მონაწილე სკოლის ნიჭიერი/წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება, წახალისება ფულადი თუ ფასიანი საჩუქრებით და ასევე ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.
სკოლის აღსაზრდელები სამწვრთნეო პროცესს გადიან ქ. მცხეთასა და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში. ჯამში სკოლის აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 300-ზე მეტ ნორჩ მოჭიდავეს.
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიბები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა
2020 1წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 04
168.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანასდება ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა“. სხვადასხა სახეობის მცხეთის სასაპორტო სკოლაში ფუნქციონირებსს: ჭადრაკის, კარატეს, ტაეკვონდოს, ველოსპორტის, კალათბურთის, ფრენბურთის 13 სასწავლო-საწვრთნელი ჯგუფი, კვალიფიცირებული მწვრთნელ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სადაც მეცადინეობს 197 მოსწავლე.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით, მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიბები;
წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 05
400.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, საცურაო აუზების შესაბამისი ექსპლუატაცია, რათა საცურაო აუზები გამოყენებულ იქნეს როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ცურვის ფედერაციის და სპორტის სხვადასხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების გამართვის ხელშეწყობა.
პროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის ხემისაწვდომობის გაზრდა საწყლოსნო და სხვა სპორტის სახეობებისადმი;
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
602,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახეობებში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა, საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, ჩარდახი, მსხალდიდი, ქსოვრისი, გალავანი, ლისი.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სპორტის პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01
942.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“
სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მძლავრი სექტორის ჩამოყალიბება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“ და სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუსიკალური მიმართულებით მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის გაზრდა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირება;
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.
მუზეუმისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 01
900.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ - „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მძლავრი სექტორის ჩამოყალიბება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს, 4 კულტურის სახლს, 1 ხელოვნების სკოლას, 2 მუსიკალურ სკოლას, 13 ბიბლიოთეკას.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია: ბავშვთა საესტრადო და ქორეოგრაფიული წრეები (სწავლის პროგრამაში მონაწილეობს 400-მდე აღსაზრდელი), ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები (ჩართულია 100-მდე მონაწილე).
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 კულტურის სახლი, რომლებიც სოფლის მოსახლეობას სთავაზობენ სახვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 94 160 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 2000 მოსახლე.
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუსიკალური მიმართულებით მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის გაზრდა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირება;
კულტურული ტრადიციების დაცვა;
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუზეუმების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 04
42.0
პროგრამის განმახორციელებელი
სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.
სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონალურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.
მოსალოდნელი შედეგი
განათლების დონის, ინტელექტისა და კულტურის ამაღლება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
433.1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია 12 კულტურული ობიექტი, მათ შორის: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი; ნატახტრის, მუხრანის, ქსნის, ერედის, ციხისძირის, წილკნის კულტურის სახლი; დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა; საგურამოს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა; ნიჩბისის და ძეგვის კომპლექსური დარბაზი; ქალაქ მცხეთაში თეატრონის ტერიტორიაზე მდებარე ამფითეატრი.
2021 წელს დაიგეგმა სოფელ ციხისძირის კულტურის სახლის რეაბილიტაცია (ისარგებლებს საშუალოდ 1 795 ბენეფიციარი).
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.
მოსახლეობაში ტრადიციების შენარჩუნება;
კულტურული ტრადიციების დაცვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 04
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 05
212.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი"
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება. ზედაპირული არქეოლოგიური კვლევით არტეფაქტების გამოვლენა-შენარჩუნება; ტექნიკური და ინსტიტუციონალური ღონისძიებებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვიზიტორთათვის მეტი სარგებლიანობის და ცენტრის შესაბამისი საორგანიზაციო ხარჯების უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების ფიქსაცი