კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 325,7 ათასი ლარი. კულტურა,  რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის  ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათასი  ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2020 წლის  გეგმა

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა  და სპორტი

3,325.7

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

1,535.7

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

1,347.0

05 01 01 01

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

200.0

05 01 01 02

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

212.0

05 01 01 03

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

300.0

05 01 01 04

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა

135.0

05 01 01 05

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

500.0

05 01 02

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

188.7

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

1,578.0

05 02 01

კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა

982.0

05 02 01 01

კულტურის  და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის  ხელშეწყობა

940.0

05 02 01 02

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა  გაერთიანების ხელშეწყობა

0.0

05 02 01 03

ა(ა)იპ  მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი  ,,სვეტი’’

0.0

05 02 01 04

მუზეუმების ხელშეწყობა

42.0

05 02 03

კულტურული ობიექტების  აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

576.0

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

20.0

05 02 05

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

212.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01

1,347.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა";

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა";

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტი  დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის.  პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი:
-   ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;

-  ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";

-  ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა";

-  ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა";

- ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი".

პროგრამის მიზანია  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,  მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;

წლიდან  წლამდე  სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01 01

200.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა განხორციელდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“  ბაზაზე. აღნიშნული თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.  სკოლაში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 5 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში სკოლაში ვარჯიშობს 315 ბავშვი. საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს 8 სოფელში და ქ. მცხეთაში. 5 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში. ასევე, სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ ტურნირების 3 ასაკობრივ ჩემპიონატში.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილეობის, გუნდების მივლინებების, გუნდების ეკიპირების და სხვა ხარჯები.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას ფეხბურთში.

მოსალოდნელი შედეგი

წლიდან წლამდე ფეხბურთით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01 02

212.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიჩბოსნობის  სხვადასხვა  სახეობის (აკადემიური, კანოე, ბაიდარა)  განვითარება. აკადემიაში ამ ეტაპზე ნიჩბოსნობას ეუფლება 80-მდე სპორტსმენი.  ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა ტურნირები, მათ შორის, მცხეთობასთან დაკავშირებული ტრადიციული ტურნირი. ასევე აკადემიის სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა შეჯიბრებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აკადემიის აღსაზრდელები ირიცხებიან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის სახელით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში (2019 წელს 4 სპორტსმენი). ქვეყნის შიდა ჩემპიონატში აკადემიის აღსაზრდელებმა 2019 წელს მოიპოვეს მრავალი საპრიზო ადგილი და გუნდურ შეჯიბრში დაიკავეს პირველი ადგილი.

ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხები ასევე ხმარდება აკადემიაში თანამშრომლების (19 ადამიანი) ხელფასებს, შეჯიბრების ორგანიზების ხარჯებს, სპორტსმენთა ინვენტარის შეძენასა და აუცილებელ დანახარჯებს დაკავშირებულს ნიჩბოსნობის განვითარებასთან.

ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში აკადემიის  მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი  ჩემპიონატებისათვის; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ  სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01 03

300.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა",ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში ძიუდო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში. შეჯიბრებსა და ტურნირებში მონაწილე სკოლის ნიჭიერი/წარმატებული სპორტსმენების  დაჯილდოება, წახალისება ფულადი თუ ფასიანი საჩუქრებით და ასევე ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.

სკოლის აღსაზრდელები სამწვრთნეო პროცესს გადიან ქ. მცხეთასა და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში. ჯამში სკოლის აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 300-ზე მეტ ნორჩ მოჭიდავეს.

მოსალოდნელი შედეგი

მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიბები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01 04

135.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანასდება ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა“. სხვადასხა სახეობის მცხეთის სასაპორტო სკოლაში ფუნქციონირებსს: ჭადრაკის, კარატეს, ტაეკვონდოს, ველოსპორტის, კალათბურთის, ფრენბურთის 13 სასწავლო-საწვრთნელი ჯგუფი,  კვალიფიცირებური მწვრთნელ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სადაც მეცადინეობს 197 მოსწავლე.

სხვადასხა სახეობის მცხეთის სასაპორტო სკოლაის კალენდარული გეგმის  შესაბამისად, სასაკლო/სპორტული ოლიმპიადების პროექტის ფარგლებში ჩატარდა 60-ზე მეტი სპორტული ღონისძიება, სადაც 1 400 მდე მონაწილემ იასპარეზა სპორტის სხვადასხვა სახეობებში.  მათ შორის, განხორციელდა ახალი პროექტი “სპორტული-ინტელექტუალური თამაში“, სადაც მონაწილეობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის მოსწავლეთა ნაკრები  გუნდები.  აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებებზე გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად გამოყოფილი იქნა 2 514 ლარი.

2019 წელს განსაკუთრებით მაღალ სპორტულ შედეგს მიაღწიეს ველომრბოლელებმა, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატზე (საგზატკეცილო ველოსპორტი, ტრეკზე ველოსპორტი,  სამთო ველოსპორტი) სხვადასხვა ასაკობრივ ქგუფში 11 ოქროს, 9 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასევე  წარმატებით იასპარეზეს კარატისტებმა, რომლებმაც ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი, ხოლო საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდულ ფესტივალზე „სპორტი ბარიერების გარეშე“ რეგიონალურ პირველობაზე გაიმარჯვეს ფრენბურთელთა (გოგონები) და კალათბურთელთა (ვაჟები) გუნდებმა; მოჭადრაკეთა შეჯიბრებაზეც მოპოვებულია გამარჯვება.

2019 წლის ბოლოს დაგეგმილია საუკეთესო სპორტსტმენების და მწვრთნელის გამოვლენა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი წახალისება.

სასპორტო სკოლაში დასაქმებულია 20 ადმიანი.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით, მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიბები;

წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 01 01 06

500.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში  განხორციელდება კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, საცურაო აუზების შესაბამისი ექსპლუატაცია, რათა საცურაო აუზები გამოყენებულ იქნეს როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ცურვის ფედერაციის და სპორტის სხვადასხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების გამართვის ხელშეწყობა.

კომპლექსი ახალი გახსნილია და  2019 წელს არ არის სრულად დატვირთული. 2020 წლიდან იგეგმება დამატებით დარბაზის ექსპლოატაციაში შესვლა სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ კალათბურთით, დარბაზის ფეხბურთით, ფრენბურთით. იგეგმება ჭიდაობის და კარატის ლეიბების შეძენა. ასევე, იგეგმება სატრენაჟორო დარბაზის სრულად დატვირთვა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპლექსით მოსარგებლეთა რაოდენობას.

პროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ  სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის ხემისაწვდომობის გაზრდა საწყლოსნო და სხვა სპორტის სახეობებისადმი;

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის  და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის  ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 02 01 01

940.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში  კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მძლავრი სექტორის ჩამოყალიბება.

ქვეპროგრამის ფარგლებში  დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს, 4 კულტურის სახლს,  1 ხელოვნების სკოლას, 2 მუსიკალურ სკოლას, 13 ბიბლიოთეკას.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია: ბავშვთა საესტრადო  და ქორეოგრაფიული წრეები (სწავლის პროგრამაში მონაწილეობს 400-მდე აღსაზრდელი), ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები (ჩართულია 100-მდე მონაწილე).

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 კულტურის სახლი, რომლებიც სოფლის მოსახლეობას სთავაზობენ სახვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 94 160 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 2000 მოსახლე.

ქვეპროგრამის მიზანია  მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუსიკალური მიმართულებით მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის  გაზრდა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების  შეუფერხებლი ფუნქციონირება;

კულტურული ტრადიციების დაცვა;

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მუზეუმების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება

ათასი  ლარი

05 02 01 04

42.0

პროგრამის განმახორციელებელი

სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.

სახლ-მუზეუმის კომპლექსი  მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძის საცხოვრებელ  სახლს დამხმარე ნაგებობებით და  ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონალურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.

მოსალოდნელი შედეგი

განათლების დონის, ინტელექტისა და კულტურის ამაღლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 02 03

576,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა.  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია 12 კულტურული ობიექტი, მათ შორის: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრი; ნატახტრის, მუხრანის, ქსნის, ერედის, ციხისძირის, წილკნის კულტურის სახლი; დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა; საგურამოს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა; ნიჩბისის და ძეგვის კომპლექსური დარბაზი; ქალაქ მცხეთაში თეატრონის ტერიტორიაზე მდებარე ამფითეატრი.

2020 წელს დაიგეგმა სოფელ ციხისძირის კულტურის სახლის რეაბილიტაცია  (ისარგებლებს საშუალოდ   1 795  ბენეფიციარი).

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.

მოსახლეობაში  ტრადიციების შენარჩუნება;

კულტურული ტრადიციების დაცვა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

05 02 04

20.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობაში  ტრადიციების შენარჩუნება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება

ათასი  ლარი

05 02 05

212.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრი"

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება. ზედაპირული არქეოლოგიური კვლევით არტეფაქტების გამოვლენა-შენარჩუნება; ტექნიკური და ინსტიტუციონალური ღონისძიებებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვიზიტორთათვის მეტი სარგებლიანობის და ცენტრის შესაბამისი საორგანიზაციო ხარჯების უზრუნველყოფა.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა

და პოპულარიზაცია; ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

მოსალოდნელი შედეგი

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა

და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების  ფიქსაცი