და სპორტი
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 556,9 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
6,556.9
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
4,371.0
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,540.5
05 01 01 01
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
256.3
05 01 01 02
კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა
270.0
05 01 01 03
ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა
349.4
05 01 01 04
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა
202.4
05 01 01 05
საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა
462.5
05 01 02
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2,830.5
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
2,185.9
05 02 01
კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა
1,188.3
05 02 01 01
კულტურის და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელშეწყობა
1,146.3
05 02 01 04
მუზეუმების ხელშეწყობა
42.0
05 02 03
კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
736.4
05 02 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
20.0
05 02 05
კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
241.3
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
1,540.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;
ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";
ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა";
ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა";
ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სპორტული დაწესებულებები:
- ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;
- ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";
- ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა";
- ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა";
- ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი".
პროგრამის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;
წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 01
256.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა განხორციელდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ ბაზაზე. აღნიშნული თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. სკოლაში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 17 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში სკოლაში ვარჯიშობს 350 ბავშვი. საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს 9 სოფელში და ქ. მცხეთაში. 2 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში.
ასევე, სკოლის აღსაზრდელები - სულ 17 გუნდი, მონაწილეობას იღებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ტურნირების 3 ასაკობრივ ჩემპიონატში.
2022 წელს გაიმართება ტურნირები: მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პირველობაზე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით. პირველი წრის შემდეგ ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონატში მცხეთის ,,მცხეთა“ და მუხრანის ,,მუხრანი“ იკავებენ I-II ადგილებს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ პირველობაზე სკოლის გუნდები სამივე ასაკში არიან I-II-III ადგილებზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილეობის, გუნდების მივლინებების, გუნდების ეკიპირების და სხვა ხარჯები.
დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი მოზარდის ჩართვას ფეხბურთში.
მოსალოდნელი შედეგი
წლიდან წლამდე ფეხბურთით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 02
270.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიჩბოსნობის სხვადასხვა სახეობის (აკადემიური, კანოე, ბაიდარა) განვითარება. აკადემიაში ამ ეტაპზე 8 ჯგუფია, ნიჩბოსნობას ეუფლება 80-მდე სპორტსმენი. ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა ტურნირები, მათ შორის, მცხეთობასთან დაკავშირებული ტრადიციული ტურნირი. ასევე, აკადემიის სპორტსმენები მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აკადემიის აღსაზრდელები ირიცხებიან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის სახელით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში (4 სპორტსმენი).
ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხები ასევე ხმარდება აკადემიის თანამშრომელების (23 ადამიანი) ხელფასებს, შეჯიბრების ორგანიზების ხარჯებს, სპორტსმენებისთვის ინვენტარის შეძენას და ნიჩბოსნობის განვითარებასთან დაკავშირებულ აუცილებელ დანახარჯებს.
ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში აკადემიის მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი ჩემპიონატებისათვის; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 03
349.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა",ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილე სკოლის ნიჭიერი / წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება, წახალისება ფულადი /ფასიანი საჩუქრებით, ასევე, ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
სკოლის აღსაზრდელები საწვრთნელ პროცესს გადიან ქ. მცხეთასა და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში. ჯამში სკოლის აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 300-ზე მეტ ნორჩ მოჭიდავეს.
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 04
202.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა“. სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში კვალიფიცირებული მწვრთნელ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ჭადრაკის, კარატეს, ტაეკვონდოს, ველოსპორტის, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის 15 სასწავლო-საწვრთნელი ჯგუფი, სადაც მეცადინეობს 227 მოსწავლე.
წლის ბოლოს დაგეგმილია საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების გამოვლენა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი წახალისება.
სასპორტო სკოლაში დასაქმებულია 23 ადამიანი. დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით, მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში.
მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;
წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 05
462.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, საცურაო აუზების შესაბამისი ექსპლუატაცია, რათა საცურაო აუზები გამოყენებულ იქნეს, როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ცურვის ფედერაციის და სპორტის სხვადასხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების გამართვის ხელშეწყობა.
იგეგმება დარბაზის სრულად დატვირთვა, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ კალათბურთით, დარბაზის ფეხბურთით, ფრენბურთით. სასურველია ჭიდაობის და კარატეს ლეიბების შეძენა. ასევე, იგეგმება სატრენაჟორო დარბაზის სრულად დატვირთვა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპლექსით მოსარგებლეთა რაოდენობას.
პროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა საწყლოსნო და სპორტის სხვა სახეობებისადმი;
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 01
1,146.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ - „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მძლავრი სექტორის ჩამოყალიბება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს, 4 კულტურის სახლს, 1 ხელოვნების სკოლას, 2 მუსიკალურ სკოლას, 13 ბიბლიოთეკას.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია: ბავშვთა საესტრადო და ქორეოგრაფიული წრეები (სწავლის პროგრამაში მონაწილეობს 400- მდე აღსაზრდელი), ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები (ჩართულია 100-მდე მონაწილე).
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 კულტურის სახლი, რომლებიც სოფლის მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს საშუალოდ 94160 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 2000 მოქალაქე.
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია; შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუსიკალური მიმართულებით მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის გაზრდა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირება;
კულტურული ტრადიციების დაცვა;
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუზეუმების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 04
42.0
პროგრამის განმახორციელებელი
სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.
სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონალურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.
მოსალოდნელი შედეგი
განათლების დონის ინტელექტისა და კულტურის ამაღლება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
736.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია, მშენებლობა.
მიმდინარე წელს დაფინანსდება კულტურის სახლების რეაბილიტაცია სოფელ ციხისძირში, ერედაში და საგურამოში..
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.
მოსახლეობაში ტრადიციების შენარჩუნება;
კულტურული ტრადიციების დაცვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 04
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობაში ტრადიციების შენარჩუნება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 05
241.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება, ზედაპირული არქეოლოგიური კვლევით არტეფაქტების გამოვლენა-შენარჩუნება, ტექნიკური და ინსტიტუციონალური ღონისძიებებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვიზიტორთათვის მეტი სარგებლიანობის და ცენტრის შესაბამისი საორგანიზაციო ხარჯების უზრუნველყოფა.
მიმდინარეობს შემდეგ პროექტებზე მუშაობა:
„ გადავარჩინოთ მცხეთის ისტორიული ხიდი“;
„ მცხეთის ისტორიული-ლანდშაფტური ეროვნული პარკი“;
„ თეატრონის რევიტალიზაციის პროექტი“;
„ ფარნავაზის მოედნის რევიტალიზაციის პროექტი“.
ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების ფიქსაცი