განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7 489,9 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
პრიორიტეტი
,პროგრამა
,ქვეპროგრამა
2022
წლის
გეგმა
04 00
განათლება
7,489.9
04 01
სკოლამდელი
დაწესებულებების
ხელშეწყობა
5,710.0
04 02
სკოლამდელი
დაწესებულებების
რეაბილიტაცია
,მშენებლობა
975.2
04 04
ზოგადი
განათლების
(
საჯარო
სკოლების
)
ხელშეწყობა
804.7
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების
ხელშეწყობა
202
2
წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01
5
,710.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით, აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
2022 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გაივლის 2200-ზე მეტი ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღზრდელო პროცესის წარმართვას. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 690 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
დაფინანსების წყაროა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესით, სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მისაღებად.
პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის
უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი
სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების ორგანიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების
დაცვით. კერძოდ,ყოველდღიურად კვების რეჟიმი შედგება 3 ძირითადი კვებისა და წახემსებისგან საუზმესა და სადილს შორის (საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი).
საბავშვო ბაღებში განახლებულია კვების რაციონი, 10-დღიან პერსპექტიულ
მენიუზე დაყრდნობით ბავშვებს მიეწოდებათ მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვები. კვების ყველა ის პროდუქტი, რომლითაც მარაგდება საბავშვო ბაგა-ბაღები, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კვების ორგანიზებისას დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენური ნორმების დაცვას, მათ შორის: კვების ბლოკის აღჭურვილობის,პროდუქტების შენახვისა და სურსათის მომზადების მოთხოვნებს.
მოსალოდნელი შედეგი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ბავშვის განვითარებისთვის
შექმნილი
გარემო;
აღსაზრდელების
ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად
დაცული სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და
რაციონის კვებითი ღირებულებების ნორმები;
სამუშაო პირობებით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულებების და ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“
ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი;
მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაახლოებით 22
00 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 70%-ს შეადგენს.
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
2022 წლის დაფინანსება
ათას
ლარში
04 02
975.2
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და
ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის
მიზნით
დაგეგმილია
მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების
მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია,კაპიტალური შეკეთება.
მიმდინარე წელს დაფინანსდება
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია სოფლებში: ჩარდახი, ქსანი; მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქვაბეების გარეთ გამოტანა, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა სათამაშო დანადგარებით სოფ. ლისში და სოფ. ნატახტარში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია (ვენტილაცია, გათბობა).
პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სკოლამდელ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა.
მოსალოდნელი შედეგი
მაქსიმალური გამტარუნარიანობის
მიზნით საბავშვო ბაგა-ბაღების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა;
სკოლამდელი დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ზოგადი
განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
2022
წლის
დაფინანსება
ათას ლარში
0
4
0
4
804,7
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და
ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით, მიმდინარე წელს დაფინანსდება სოფ. ქსნის საჯარო სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12
კლასის წარჩინებული მოსწავლეების წახალისება
250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, წარმატებული სწავლისათვის უმაღლეს შეფასებასთან ერთად
ფულადი ჯილდოც დაიმსახურონ.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში;
ტრანსპორტით უზუნველყოფილი საჯარო სკოლის მოსწავლეები;
სტიმული მოსწავლეებისათვის, მეტი დრო გაატარონ წიგნებთა