დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4 517,6 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული

კოდი

პრიორიტეტი
,პროგრამა
,ქვეპროგრამა

2022
წლის

გეგმა

03 00

დასუფთავება

და

გარემოს

დაცვა

4,517.6

03 01

დასუფთავება

და

ნარჩენების

გატანა

2,815.0

03 02

მწვანე

ნარგავების

გაშენება
,მოვლა
-
პატრონობა

1,622.6

03 02 01

მოვლა-პატრონობა

132.0

03 02 02

მწვანე ნარგავების გაშენება

1,490.6

03 04

უპატრონო

ცხოველების

მოვლითი

ღონისძიებები

80.0

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება

და

ნარჩენების

გატანა

2022
წლის

დაფინანსება

ათას ლარში

03 01

2,815.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ
„მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა.
ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.

დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითადად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი, როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე, ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
ახორციელებს ქალაქ მცხეთისა (მათ შორის, ქალაქის სასაფლაოს ტერიტორია) და მუნიციპალიტეტში შემავალი 22 ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 10 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი. ნარჩენების გატანა ხორციელდება ქ. მცხეთიდან და მუნიციპალიტეტის 40 სოფლიდან (სულ 62 სოფელია), ესენია:
ქსანი, ციხისძირი, წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, ქსოვრისი, ვარდისუბანი, ვაზიანი, მუხრანი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, ძალისი, წილკანი, ერედა, სელექციის დასახლება, მისაქციელი, აღდგომლიანთკარი, ფრეზეთი, უფურეთი, ახალდაბა, ნატახტარი, ახალუბანი, ნავაზი, საგურამო, ახალსოფელი,წიწამური, არაშენდა, ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ცხვარიჭამია, თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა, ძეგვი, ხეკორძი, ლისი, წოდორეთი, ბევრეთი, ტაბარუკი, ლელობი, ძალაანთხევი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ნახშირგორა, ქვემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის ლტოლვილთა დასახლება.

შეგროვებული ნარჩენები გადის კასპის
ნაგავსაყრელზე.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის 50 ტონა ნარჩენი, რაზეც ყოველდღიურად მუშაობს 10
ნაგავმზიდი.
მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ განთავსებულია
1200 ურნა. მათ შორის, ქ. მცხეთის ტერიტორიაზე 190, ხოლო სოფლებში - 912 ურნა.

ყოველდღიურად ხდება ქ.მცხეთის 179,420 კვ.მ. ფართობის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, კოკისპირული წვიმების შედეგად
ქუჩების მექანიკური გაწმენდა, ჩამოტანილი ქვიშისა და ნარჩენებისაგან წყლის წნევით ჩარეცხვა, ზამთარში ტექნიკური მარილის მოყრა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, კერძოდ: ქალაქ მცხეთიდან და საგურამოდან ყოველდღიურად დღეში ორჯერ, ხოლო სოფლებიდან და ორგანიზაციებიდან დღეგამოშვებით ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა კასპის ნაგავსაყრელზე (დღეში 40 ტონა ნარჩენები).

პროგრამის ფარგლებში სისტემატიურად ხორციელდება ქალაქ მცხეთის
ტერიტორიაზე არსებული 2426 გრძ/მ
სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა წვიმის ნიაღვრისაგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან. დაფინანსების წყაროა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები მოიცავს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ადმინისტრაციულ ხარჯებს.

მოსალოდნელი შედეგი

ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების გაშენება,მოვლა-პატრონობა

2022
წლის

დაფინანსება

ათას ლარში

03 02

1,622.6

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ
„მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩატარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, ნიადაგის მომზადება, დასუფთავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხე-მცენარეების გადაბელვა;
ასევე განხორციელდება ქალაქის
ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი ღონისძიებები;
სოფელ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმამდე მისასვლელი გზის გამყოფი ზოლის არეალში არსებული ფართობის მწვანე ნარგავების აღდგენა-გაშენება;

მოსალოდნელი შედეგი

მოვლილი, გამწვანებული სკვერები;

გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

2022

წლის

დაფინანსება

ათას ლარში

03 0
4

80.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების
დეჰელმეტიზაციის (ჭიაზე დამუშავება), დაჭერა-იზოლაციის, სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის (ანტირაბიული) და იდენტიფიკაციის (დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრება) მომსახურების შესყიდვა. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან თავშესაფარში გადაყვანილი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებ