ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 38 738,6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2022 წლის გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

38,738.6

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

17,520.8

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

11,426.3

02 01 03

გზების კეთილმოწყობა

6,094.5

02 02

წყლის სისტემების განვითარება

5,168.8

02 02 01

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

1,583.0

02 02 02

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

3,426.9

02 02 03

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

158.9

02 03

გარე  განათების  მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

2,514.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

1,636.3

02 03 01 01

გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

1,306.3

02 03 01 02

გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობა

330.0

02 03 02

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

877.8

02 04

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

422.7

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

4,918.2

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლოატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

4,118.6

02 06 02

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

74.0

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

308.0

02 06 04

სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

417.5

02 07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

1,081.2

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

947.5

02 09

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

1,242.1

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანასება

4,923.3

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01

17,520.8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის  საფარის სიგრძე დღეის მდგომარეობით  შეადგენს 189.6 კმ-ს.  საგზაო სტანდარტებს აკმაყოფილებს დაახლოებით 30 პროცენტი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  დაზიანებული ამორტიზირებული გზების კაპიტალური (მათ შორის ხიდების, ბოგირების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია;  პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება ექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას (მათ შორის ე.წ. ორმოული შეკეთება), არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას,  მოხრეშვა-მოშანდაკებას, გზების დახაზვას და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟს.

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი და ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 ქვეპროგრამა:

- გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება;

- გზების კაპიტალური შეკეთება;

- გზების კეთილმოწყობა.

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება.

გზების კაპიტალური შეკეთების  ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

გზების კეთილმოწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტროტუარების, ბორდიურების  მოწყობა, გზების  გამწვანება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია, გზებზე ვიდეოკამერების განთავსება.

პროგრამის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა საუბნო გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება, ტურიზმის ხელშეწყობა, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

გზების ექსპლუატაციის გაზრდილი პერიოდი;

ადგილობრივი გზების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების კაპიტალური შეკეთება

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

11,426.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

ადგილობრივი გზების საფარის სიგრძე შეადგენს 189,6 კმ.  მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალური გზების 30% სრულად რეაბილიტირებულია, დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ნაწილზე იგეგმება შესაბამისი სამუშაობის ჩატარება. სარეაბილიტაციო გზების შერჩევა და პრიორიტეტიზაცია ხორციელდება მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, მხედველობაში მიიღება სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ღონისძიებები.

საშუალოდ წლის განმავლობაში, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება 20 000 გრძ/მ გზას (მათ შორის ახალი გზებია 15 000 გრძ/მ,  ბეტონის გზაა 2 000 გრძ/მ).

მიმდინარე წელს დაფინანსდება შიდა საუბნო გზების რებილიტაცია ქ. მცხეთაში და სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, ნიჩბისი, წეროვანი, წილკანი, ციხისძირი, ახალუბანი, აღდგომლიანთკარი; საგურამო-ჯიღაურა-წინამძღვრიანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სოფ. ახალუბნის და  სოფ. მისაქციელის დამაკავშირებელის  გზის რეაბილიტაცია, სოფელ მამკოდას მიმდებარედ, ე.წ. ,,ხოდაბუნების დასახლების" მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სოფ. კოტორაანთკარის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია,  შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობა სოფლებში: ნიჩბისი, ხეკორძი, საგურამო, ზაქარო, მუხრანი, ქსოვრისი, ძველ ქანდა,  ძეგვი (ნაკურთხევის გზა), ნაფეტვრები (ნაფეტვრები 2).

ქვეპროგრამის მიზანია:  მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების და სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების სრული რეაბილიტაცია   (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების), მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება, ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირება;

ტურისტული ინტენსივობის ზრდა;

სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება;

არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა;

მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გზების კეთილმოწყობა

2022 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 01 03

6,094.5

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  ტროტუარების,  ბორდიურების  მოწყობა, გზების  გამწვანება, მიმდინარე შეკეთება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია, გზებზე ვიდეოკამერების განთავსება.

ქვეპროგრამის მიზანია, განხორციელდეს საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, როგორც ვიზუალური გაუმჯობესების კუთხით, ასევე შშმ პირებისათვის ადაპტაციის მიმართულებით.

მიმდინარე წელს  დაფინანსდება   ქ.  მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარე ჩიხის (დედათა მონასტერთან) 150 მ. მონაკვეთის ტროტუარების და ბორდიურების რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, ქ. მცხეთაში, უპის დასახლებაში, ხევზე გადასასვლელი არსებული ხიდის რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობა ფოსტიდან მირიან მეფის ქუჩამდე; ქ. მცხეთაში ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობა ფოსტიდან არსენას ძეგლის ხიდამდე, ფოსტიდან სვეტიცხოვლის შესასვლელამდე (გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი),  შადრევნიდან ბაზრის ჩასახვევამდე და აღმაშენებლის ქუჩაზე (არსენას ძეგლიდან მტკვარზე არსებულ ხიდამდე), ქ. მცხეთაში გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა ბებრის ციხიდან ნარეკვავამდე, ქ. მცხეთაში, სამხედროს ქ. N73-75 საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზის მოწყობა, ქ. მცხეთაში, მირიანის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია,  სოფ. კევლიანში, მდინარე თეძამის  ხევზე გადასასვლელი საფეხმავლო  ხიდის მოწყობა; სოფ. ბევრეთსა და ძალაანთხევში მისასვლელი ბოგირის რეაბილიტაცია;  მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების ორმოული მოასფალტება; ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შეძენა, მოვლა-პატრონობა;

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად  პირველ რიგში შეიცვლება ქალაქის იერსახე, გამოსწორდება საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რაც გაზრდის ქალაქით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვს.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება;

ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;

ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესება;

მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02

5,168.8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

შპს „მცხეთის სოფწყალი“;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

- სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა;

- სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

- საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.

წყლის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში  განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის მიზანია:

მუნიციპალიტეტის ყველა  დასახლებაში  სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;              მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება;

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებული სანიტარული პირობები

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

1,583.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს „მცხეთის სოფწყალი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 62 სოფელში (12500 მომხმარებელი) ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული  წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება; მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა; ამორტიზირებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება.

2021 წელს წყალმომარაგების ქსელში აღმოიფხვრა  957 - ზე მეტი დაზიანება,  დამონტაჟდა 17 ერთეული  პოლიეთილენის ავზი,  50 ერთეული ტუმბოები და ძრავები.

ქვეპროგრამის მიზანია  სოფლის მოსახლეობის, ასევე მოაგარაკეებისა და ტურისტების უწყვეტ რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგება.

დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;
მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

3,426.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

მიმდინარე წელს  განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია სოფლებში: მუხრანი, ლისი, წილკანი, ნავდარაანთკარი, ქვემო ნიჩბისი, ახალსოფელი, ძეგვი, მუხათგვერდი, ბიწმენდი, ზაქარო, ნიჩბისი. სასმელი წყლის ჭაბურღილების და მაგისტრალური მილსადენების მოწყობა სოფლებში: ნიჩბისი, ბიწმნდი, წეროვანი, ძალისი;

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მიმართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 03

158.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის  სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი;  ქალაქ მცხეთაში (არმაზის დასახლება).

მიმდინარე წელს  დაფინანსდება ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, სამხედროს ქ. N12-ში  საცხოვრებელი კორპუსის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. წეროვანში, საცხოვრებელი კორპუსებთან,  საკანალიზაციო  სისტემის შეკეთება,  სოფ. გალავნის საბ.ბაღის  წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. საგურამოში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03

2,514.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის  აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.   პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს საექსპლუატაციო ხარჯებს,  მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლოტაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი.

გარე განათების ქსელის ექსპლოტაციიის პროგრამა მოიცავს:

-   გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას;

-   გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობას;

-   გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციას.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს,  ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას, არსებული ქსელის ექსპლოატაციას, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“.
ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.  პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

განათებული მუნიციპალიტეტი;

განათებულ ქუჩებში, სოფლებში მოსახლეობის და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება;

კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01 01

1,306.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. ქვეპროგამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების (8500 ერთეული) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

ქვეპროგრამის მიზანია  გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

მოსალოდნელი  შედეგი

ღამის საათებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03  01 02

330.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1500-ზე მეტს განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 8500-ზე მეტ სანათ წერტილს,  332500 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების      გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.

დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება,  ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირება. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცული დასახლებული ტერიტორიის 90%.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია

2022 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03 02

877.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს  ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების  ქსელის მოწყობა ქ. მცხეთაში და სოფ. წილკანში.

დაგეგმილია გარე განათების  ქსელის მოწყობა ქ. მცხეთაში, ბებრის ციხიდან ნარეკვავამდე, სოფ. ქსანში ისტორიულ ციხეზე  მინათებების მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც მოწყობილია გარე განათების ქსელი,  განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2022  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04

422.7

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტი, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება  მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, არსებული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

მიმდინარე წელს დაფინანსდება  მუხრანის ნაგავასაყრელის შემოღობვა, ქ. მცხეთაში, ანტიოქიის ქ.N10-ში საცხოვრებელ კორპუსის საძირკველიდან წყლის მოსაცილებლად დრენაჟის მოწყობა, ქ. მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში (ს/კ 72.07.08.096), საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, ქ. მცხეთაში, არმაზის N2 ქუჩის N8 კორპუსის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოები.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ქალაქის ვიზიტორებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუმჯობესებული  ზედამხედველობა;

რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06

4,918.2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა/რეაბილიტაცია,  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ასევე, განხორციელდება ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნა, მოსახლეობის განწყობის ამაღლება.

კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა შედგება 4  ქვეპროგრამისაგან:

-   საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია (სკვერები და მოსაცდელები);

-   დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა;

-   სადღესასწაულო ღონისძიებები;

-   სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები, მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო;

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლოატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 01

4,118.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა - რეაბილიტაცია.

ასევე განხორციელდება ქალაქ მცხეთის სკვერებში არსებული სასმელი  წყლის  და შადრევნის წყლის ხარჯის დაფინანსება.

მიმდინარე წელს დაფინანსდება სკვერების რეაბილიტაცია სოფლებში: წილკანი, ნიჩბისი, წეროვანი (კვლევითი ინსტიტუტის დასახლება), ჯიღაურა, ქსანი, ნავდარაანთკარი;  დაგეგმილია ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის ბოლოში არსებული  სკვერის მოწყობა,  ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩაზე  არსებული არსენას სკვერის რეაბილიტაცია და   ტრენაჟორების მოწყობა, ქ. მცხეთა, ღართიკარის დასახლებაში არსებული სარეკრეაციო დასასვენებელი ზონების (სამხედროს   N12 და  N12 ა ქუჩაზე  სკვერების) რეაბილიტაცია, სოფ. წინამძღვრიანთკარში  სკვერის მოწყობა, სოფ. ციხისძირში არსებული სკვერების (ს/კ72.10.03.337 და N8 კორპუსის მიმდებარედ) რეაბილიტაცია, სოფ. ქსანში ახალი სკვერის (ს/კ72.10.08.127) მოწყობა, სოფ. ძალისში სკვერის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები და მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 02

74.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიურების და კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების და სკამების შეკეთება. დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

მოსალოდნელი შედეგი

წლის მანძილზე შეკეთებული დაზიანებული ბორდიულები და კედლები, ასევე შეღებილი  მოაჯირები, განათების ბოძები და სკამები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 03

308.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების, განსაკუთრებით,  მცხეთობის და საახალწლო   ღონისძიებების უზრუნველყოფას, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის განწყობის ამაღლებას. საახალწლოდ შესაბამისად განხორციელდება  ქალაქის მორთვა საახალწლო დეკორატიული განათებებით;  მოირთვება ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, შადრევანი და მიმდებარე ქუჩები. ასევე, განხორციელდება  ქალაქის გაფორმება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქის საახალწლო დეკორაციებით გაფორმების სამუშაოები: საახალწლო ნათურების მონტაჟი, ქალაქში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი/დემონტაჟის ღონისძიებები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ქალაქის გაფორმება.

მოსალოდნელი შედეგი

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

2022 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 06 04

417.5

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

მიმდინარე წელს დაფინანსდება ქ. მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა;

მოსალოდნელი შედეგი

მოვლილი და კეთილმოწყობილი სასაფლაოს ტერიტორია

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07

1,081.2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში (სოფლებში) სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დაფინანსება, დასახლებების საერთო კრებების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

მოსალოდნელი    შედეგი

მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყვეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა;

პროგრამის დასახელება

კოდი

სანიაღვრე  არხების, სარწყავი  არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 08

947.5

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე  არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია  ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის)  წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად, ასევე, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარწყავი არხების გაწმენდა მუნიციპალიტეტის  სოფლებში.

მიმდინარე წელს დაფინანსდება სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია სოფ. ძალისში, წილკანში და  გალავანში;  სოფ. ბიწმენდში, ახატანის ხევში, ნაპირსამაგრი  გაბიონის მოწყობა; ქ. მცხეთაში, ღართიკარის  დასახლებაში არხის მოწყობა, სოფ. ქსოვრისში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და გადახურვა, სოფ. წეროვანში მიწისქვეშა გადასასვლელთან  რკინა/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.

მოსალოდნელი    შედეგი

აღდგენილი და შეკეთებული სანიაღვრე არხები, სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ნაგებობები, მათი გამართული  ფუნქციონირება.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 09

1,242.1

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს,  პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.
პროგრამის მიზანია, დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ასევე,  პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით, საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღების უზრუნველყოფა  და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია.

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანასება

2022 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 10

4,923.3

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილია  მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები, ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N158-ში მდებარე   საცხოვრებელი კორპუსის დამწვარი სახურავის  აღდგენა, სოფ. ლისი-მუხათწყაროს სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენა, სოფ. ლისში და მსხალდიდში სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლების აღდგენა, სოფ. მუხათწყაროში და მსხალდიდში მოსახლეობის ნიაღვრისაგან დაცვის მიზნით  სანიაღვრეების მოწყობა; სოფ. ნიჩბისში საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის აღდგენა; სოფ. მსხალდიდში მეწყერით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა; ქ. მცხეთაში, სააკაძის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, სოფ. საგურამოში სტიქიის სალიკვიდაციო საქმუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

დროულად აღმოფხვრილი სტიქიური მოვლენების შედეგები;

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირებ