ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს  51 680,9  ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2024 წლის გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

51,680.9

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

23,097.9

02 01 01

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

316.6

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

17,811.2

02 01 03

გზების კეთილმოწყობა

4,970.1

02 02

წყლის სისტემების განვითარება

6,494.2

02 02 01

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2,098.0

02 02 02

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

4,180.2

02 02 03

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

216.0

02 03

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია

1,613.3

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

1,571.2

02 03 01 01

გარე განათების ქსელის  მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

1,170.0

02 03 01 02

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

401.2

02 03 02

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია

42.2

02 04

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2,425.1

02 05

სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარება

2,626.0

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

4,318.3

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2,780.9

02 06 02

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

87.4

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

1,450.0

02 07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

3,092.8

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

0.0

02 09

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2,072.0

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

4,590.0

02 11

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის  ხელშეწყობა

1,351.2

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01

23,097.9

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის  მიზანი

მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა,  ქვეითთა და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  საგზაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, მგზავრობის დროის დაზოგვას, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების შემცირებას,  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განტვირთვას.

განხორციელდება არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება, დაზიანებული და ამორტიზებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, ტროტუარების,  ბორდიურების  მოწყობა, გზების მომდებარე ტერიტორიის  გამწვანება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია,    ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი;

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე  ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

გაზრდილია გზების ექსპლუატაციის  პერიოდი;

მოწესრიგებულია ადგილობრივი გზების  ინფრასტრუქტურა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 01

316.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა,  ქვეითთა და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება;

დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული საავტომობილო გზების ორმოული შეკეთება; სოფ. ლელუბანში ხიდის აღდგენა, წვიმისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან გზების გაწმენდა სოფლებში: თეზამი, კევლიანი, ლელუბანი;

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე  ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების კაპიტალური შეკეთება

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

17,811.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, მოხუცების და სხვა) უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;

მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება;

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

დაფინანსდება შიდა საუბნო გზების კაპიტალური შეკეთება  მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, არაშენდა, მისაქციელი (მე-8 და მე-11 მონაკვეთები), ქსანი,   ვაზიანი, ძველი ქანდა, ახალუბანი, მუხრანი, წილკანი (I, II, III მონაკვეთები, სელექციის დასახლება, იგპ დასახლება), მუხათგვერდი, ნავაზი, ნიჩბისი, საგურამო (33-ე და 36-ე ქუჩები), წეროვანი (იგპ დასახლება, კვლევითი ინსტიტუტის დასახლება), ზაქარო,  ნატახტარი, ძეგვი (ციხედიდის დასახლებაში მისასვლელი გზა),  ჯიღაურა, ნავდარაანთკარი, ბიწმენდი, გოროვანი, გალავანი, ჩარდახი, ძალისი, ციხისძირი, ქსოვრისი, წინამძღვრიანთკარი;   სოფელ წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე  ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების კეთილმოწყობა

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 03

4,970.1

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, მოხუცების და სხვა) უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება;

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჰორიზონტალური მონიშვნის და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები, გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებების მოწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებთან;  შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება.

2024 წელს დაფინანსდება ქ. მცხეთაში,  ბებრის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;  სამხედროს ქუჩაზე  ტროტუარების, მოაჯირების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, შიდა საუბნო გზების (კონსტიტუციის და გორგასლის ქუჩის დამაკავშირებელი გზა;  სამხედროს ქუჩის და კონსტიტუციის ქუჩის დამაკავშირებელი გზა) რეაბილიტაცია; დავით აღმაშენებლის  ქ. N1-დან არსენას ძეგლთან მდებარე ხიდამდე  ტროტუარების და საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია; დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელში არსებული ხიდის მიმდებარედ, მტკვარზე გადასახედი მოედნის მოწყობა;  სოფ. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმამდე მისასვლელი გზის გამყოფი ზოლის კეთილმოწყობა; სოფ. აღდგომლიანთკარში, ე.წ. "შირი" ხევზე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მოწყობა, სოფ. კევლიანში ბოგირის მოწყობა, ქ, მცხეთაში (მირიანის ქუჩაზე, პეტრე იბერიელის ქუჩა N27-ის მიმდებარედ და სხვა) საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაცია; სოფ. წილკანში, ტაძრის მიმდებარე  ტერიტორიის რეაბილიტაცია; ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეძენა/მონტაჟი/შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე  ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02

6,494.2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“

პროგრამის  მიზანი

მოსახლეობის უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება;

პროგრამის აღწერა

უახლოეს მომდევნო წლებში წყლის სისტემების განვითარება კვლავ ძირითად პრიორიტეტად რჩება; პროგრამა მოიცავს წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას;

წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების  შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. გენდერული როლების გათვალისწინებით სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება აუნაზღაურებად შრომაში მათი ჩართულობის ხანგრძლივობა.

მოსალოდნელი შედეგი

რეაბილიტირებულია წყლის და  წყალარინების სისტემა;

უზრუნველყოფილია      უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება;

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით  მოწყობილი  წყალმომარაგების   სისტემა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

2,098.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“

ქვეპროგრამის  მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის  62 სოფელში (12500 მომხმარებელი) ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული წყალსადენების რეგულარული მომსახურება,  წყლის რეზერვუარების დაქლორვა-გარეცხვა, მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა, ამორტიზებული, დაზიანებული ტუმბოების და ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების შეკეთება;

მოსალოდნელი  შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში დროულადაა  აღმოფხვრილი წყალმომარაგების ქსელში დაზიანებები და უზრუნველყოფილია სუფთა სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის სოფლებში შენარჩუნებულია წყალმომარაგების გამართული ქსელი.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

4,180.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალური რეაბილიტაცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში   წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. ჭაბურღილების მიერ მოხმარებული ელენერგიის ხარჯის ანაზღაურება.

დაფინანსდება სოფ. ნიჩბისში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალური მილსადენების მოწყობა, სოფ. წილკანში წყალმომარაგების ჭაბურღილების, რეზერვუარების და მილსადენების მოწყობა, მრავალსაფეხურიანი ჰორიზონტალური სექციური ტუმბოების შეძენა, სოფ. ხეკორძში სასმელი წყლის მილსადენის მოწყობა; სოფ. შანკევანში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა; სოფ.ერედის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია; სასმელი წყლის ავზების შესყიდვა/მონტაჟი სოფლებში: შანკევანი, ახალსოფელი, წილკანი; სოფ.ზაქაროს  წყალმომარაგების ჭაბურღილების, რეზერვუარების და მილსადენების მოწყობა;

მოსალოდნელი  შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა; მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას შეუფერხებლად მიეწოდება სასმელი წყალი; მუნიციპალიტეტის სოფლებში შენარჩუნებულია  წყალმომარაგების გამართული ქსელი.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 03

216.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

საკანალიზაციო სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციის მიზნით განხორციელდება: საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი და ქალაქ მცხეთაში (არმაზის დასახლება), სოფელ წინამძღვრიანთკარში და სოფელ ქსანში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;   სოფ. ფრეზეთში წყალშემკრები აუზის რეაბილიტაცია;

მოსალოდნელი  შედეგი

უზრუნველყოფილია  საკანალიზაციო სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება;

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03

1,613.3

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის  მიზანი

გარე განათების ქსელის გაფართოება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა გარე განათების ქსელის განვითარებას და ამ პროცესების მართვას.

მუნიციპალიტეტში ღამის პერიოდში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  გარე განათების გამართული  ქსელის ფუნქციონირებას.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთის და 21 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.   პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება,  გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია გარე განათების ქსელის გამართული ინფრასტრუქტურა;

უზრუნველყოფილია ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01 01

1,170.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის აღწერა

ქალაქ მცხეთაში  და მცხეთის მუნიციპალიტეტის  60 სოფელში  გარე განათების ქსელის  მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება.

მოსალოდნელ შედეგი

უზრუნველყოფილია გარე განათების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03  01 02

401.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის  მიზანი

გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის აღწერა

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთის და 21 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის სამუშაოები, რაც გულისხმობს გადამწვარი ნათურების, დიოდური პროჟექტორების, ეკო სანათების, დიოდური სანათების, დროსელის და  მწყობრიდან გამოსული სხვა ელექტრო მოწყობილობების შეცვლას.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია მთელი წლის მანძილზე, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირება;

დროულადაა აღმოფხვრილი პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03  02

42.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ქვეპროგრამის აღწერა

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია. დაფინანსდება სოფ. მუხრანში გარე განათების  ქსელის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია გარე განათების ქსელის გამართული ინფრასტრუქტურა;

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04

2,425.1

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   ადგილობრივი მოსახლეობის და ვიზიტორებისთვის სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემოს შექმნა

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული  შენობების  უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია მცირე კაპიტალური, სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გამხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა; სოფ. წეროვანში  ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“-ს და შპს "მცხეთის სოფწყალი"-ს განთავსების შენობების რეაბილიტაცია;  მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში სასაწყობე მეურნეობის მოწყობის სამუშაოები; სოფ. მუხრანში საცხოვრებელი კორპუსების რემონტი, ქ. მცხეთაში, მირიანის ქუჩაზე სანიტარული კვანძის რეაბილიტაცია;

მოსალოდნელი  შედეგი

ხელმისაწვდომია  და  ეფექტურადაა განხორციელებული  მუნიციპალური სერვისები;

გაუმჯობესებულია  ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე;

პროგრამის დასახელება

კოდი

სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარება

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 05

2,626.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“

პროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება; მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის შეუფერხებელი და ხარისხიანი ფუნქციონირება;

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის  სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

2024 წელს განხორციელდება  ავტობუსების ტექნიკური მომსახურების, ხელშეკრულების პირობების მიხედვით 10 (ათი) ერთეული ავტობუსის  ღირებულების და ავტობუსების   გეგმური ფლობის მომსახურების ანაზღაურების დაფინანსება.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსის გაჩერებებზე მოსაცდელების

მოწყობა, ავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) დამონტაჟება და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

უზრუნველყოფილია შეუფერხებელი და ხარისხიანი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისი.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06

4,318.3

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკის სამსახური;

ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის  მიზანი

სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებისთვის; კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის.

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, რეკრეაციული ზონების,   მოსაცდელების  მოწყობა/რეაბილიტაცია,  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებულია  მუნიციპალიტეტის  იერსახე და მოსახლეობისთვის შექმნილია კომფორტული და ჯანსაღი გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და  ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06  01

2,780.9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცეების გაფართოება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების და სკვერების მოწყობა, არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია, სკვერებში არსებული სასმელი  წყლის  და შადრევნის წყლის ხარჯის დაფინანსება.

დაფინანსდება ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის ბოლოში არსებული სკვერის და  ღართისკარის დასახლებაში არსებული სარეკრეაციო დასასვენებელი ზონების (სამხედროს  ქ. N12 არსებული სკვერის) რეაბილიტაცია.

განხორციელდება სკვერების მოწყობა სოფ. ძეგვში (ს/კ.72.11.08.045), სოფ. ნიჩბისში (ს.კ N72.15.07.147), სოფ. ციხისძირში (ს/კ 72.10.02.104-ის მიმდებარედ); მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის სამუშაოები.

მოსალოდნელი   შედეგი

აღდგენილი, გაუმჯობესებული  და ახლად მოწყობილია სარეკრეაციო სივრცეები; უზრუნველყოფილია ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

2024  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06  02

87.4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის სუფთა, კომფორტული, მიმზიდველი გარემოს შექმნა;

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის   ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიურების და  კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების და სკამების შეკეთება. დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

მოსალოდნელი  შედეგი

შეუფერხებლად ხორციელდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე მოვლა–პატრონობის ღონისძიებები;

გაუმჯობესებულია მუნიციპალიტეტის  იერსახე და  დასასვენებელი პირობები მოსახლეობისათვის.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 03

1,450.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

სადღესასწაულო დღეებში ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;

სადღესასწაულო გარემოს შექმნა;

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში სათანადო ყურადღება ეთმობა  სადღესასწაულო გაფორმებებს, რადგან აუცილებელია შეიქმნას სადღესასწაულო განწყობა  ადგილობრივი მოსახლეობისა  და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საახალწლო დეკორაციების და მასალების  შეძენა,  საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი/ექსპლუატაცია/დემონტაჟი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკურად უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი  შედეგი

ტექნიკურად უზრუნველყოფილი სადღესასწაულო ღონისძიებები.

შექმნილია სადღესასწაულო გარემო;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07

3,092.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა;

ქვეპროგრამის აღწერა

დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში (სოფლებში), საერთო კრებების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მცირე - 60 ათას ლარამდე ღირებულების - სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დაფინანსება: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მოხრეშვა-მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სკვერების, სტადიონების, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება 846,0 ათასი ლარით, ხოლო  მუნიციპალური ბიუჯეტიდან - 1692,0 ათასი ლარით (თანადაფინანსება 200%).

მოსალოდნელი შედეგი

გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყვეტაში;

პროექტების განხორციელებით უზრუნველყოფილია სათანადო სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 08

0.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტის  სოფლებში სარწყავი და სანიაღვრე არხების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში სანიაღვრე  არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია  ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის)  წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად, ასევე, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და გაწმენდა.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია სარწყავი და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 09

2,072.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახური;

პროგრამის  მიზანი

პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის  და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

პროგრამის აღწერა

სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო–საძიებო და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისთვის საჭირო სრულყოფილი, ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დროულად და კვალიფიციურად არის მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით  უზრუნველყოფილია შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი ისე, რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს).

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 10

4,590.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების  მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების,  ნაპირსამაგრების  აღდგენითი სამუშაოები; განხორციელდება ქ. მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, მდ. არაგვის ხეობაში ნაპისამაგრის მოწყობა; სოფ. ბიწმენდში, ახატნის ხევში ნაპირსამაგრის მოწყობა (II ეტაპი); სოფ. ნავდარაანთკარში, თეზამის ხევში ნაპირსამაგრის მოწყობა; 2023 წლის სექტემბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღსადგენად სამშენებლო მასალების შეძენა,  დაზიანებული წყლის მილების შეკეთება სოფლებში: ნავდარაანთკარი, ლელუბანი;  დაზიანებული გზების აღდგენა სოფლებში: თეზამი, კევლიანი; შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის გაწმენდა მთიდან ჩამოტანილი ნაშალი მასისგან;  ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან საყრდენი კედლის რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი  შედეგი

დროულადაა აღმოფხვრილი სტიქიური მოვლენების შედეგები;

დროულადა უზრუნველყოფილი მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება, შემცირებულია მგზავრობის დრო;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის  ხელშეწყობა

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 11

1,351.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის  მიზანი

მოქალაქეთა  ჩართულობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილების და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობისთვის. მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების შესაბამისად ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მკვიდრთ, განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

მიმდინარე წელს პროგრამა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება 450,4 ათასი ლარით, ხოლო  მუნიციპალური ბიუჯეტიდან - 900,8 ათასი ლარით (თანადაფინანსება 200%).

მოსალოდნელი  შედეგი

უზრუნველყოფილია  მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და წარმოდგენილი ინიციატივების შესაბამისად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა;

გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი საკუთარი დასახლების პრობლემების გადაწყვეტაშ