ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 3 509,7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2024 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
3,509.7
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
1,280.3
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
348.3
06 01 02
მოქალაქეების მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება
932.0
06 01 03
ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
0.0
06 02
სოციალური დაცვა
2,229.4
06 02 01
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1,823.9
06 02 02
ერთჯერადი სოციალური დახმარება
126.0
06 02 03
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
4.0
06 02 04
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
57.0
06 02 05
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
85.5
06 02 06
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
133.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
348.3
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
ქვეპროგრამის მიზანი
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და ეპიდემიური სიტუაციის კონტროლი
ქვეპროგრამის აღწერა
გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი;
ინფექციურ დაავადებათა სისტემაში შეყვანა (72 დაავადება);
სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება;
ადრეულ და სკოლამდელ აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ზედამხედველობა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში თამბაქოს კონტროლი;
C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა და სკრინინგი;
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის განხორციელება და ხელშეწყობა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანი ფაუნის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება;
მოსალოდნელი შედეგი
ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის მართვა და ინფექციური დაავადებების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა, C ჰეპატიტზე დადასტურებული შემთხვევების მკურნალობაში ჩართვა, გადამდები ფაუნის შემცირება დამუშავებული ტერიტორიების საფუძველზე, თამბაქოს კონტროლის კანონის სისრულეში მოყვანა, სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება;
პროგრამის დასახელება
კოდი
მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 02
932.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით.
ა) დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში - 3000 (სამი ათასი) ლარს, გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით.
ბ) 501 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს კომისია;
გ) 501 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად, კომისიის და/ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
დ) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება, (გარდა პრიორიტეტული ჯგუფებისა);
სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (3000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურებისთვის ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 (ოთხი ათასი) ლარს.
● აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირების დახმარება კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია); პროგრამით მოსარგებლე პირზე დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;
● ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება - დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ან/და ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის კრიტერიუმებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
1,823.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
მუნიციპალიტეტის მერია
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის უზრუნველყოფა ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით;
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) დახმარება, კერძოდ:
● ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი კანონით დადგენილი წესით.
● ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება - დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება, დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
● მესამე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც შეეძინა მესამე და მეტი შვილი. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა შემდეგი ოდენობით:
ა) მესამე შვილის შეძენის გამო - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის გამო - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის შემთხვევაში - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
● დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების ფინანსური დახმარება, რომელიც გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას (ე.წ. დღის ცენტრი) შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასევე, დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების საკურორტო დახმარება;
● ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე, ხოლო საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს არაუმეტეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა.
● ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა - ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით და პროგრამით მოსარგებლე პირს (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე) დაუფინანსდება კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
● მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს.
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
● 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად ირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს; ერთ ბენეფიციარზე საკურორტო დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
● საშენი მასალებით დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მძიმე გარემოებათა გამო (გარდა ხანძარი, სტიქია) არ გააჩნიათ საშუალება, შეიძინონ საშენი მასალები.
● დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა.
● სასურსათო კალათით დახმარება დღესასწაულებთან დაკავშირებით - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გაჭირვებულ პირებს;
მოსალოდნელი შედეგი
ფინანსური დახმარებებით და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფილი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი სოციალური დახმარება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
126.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ქვეპროგრამის აღწერა
ერთჯერადი ფინანსური დახმარება - გაიცემა წელიწადში ერთხელ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის ან სხვა მიზეზთა გამო დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება - გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი; ერთჯერადი დახმარების ოდენობა არის 1000 (ერთი ათასი) ლარი;
მოსალოდნელი შედეგი
ფინანსური დახმარებებით უზრუნველყოფილი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
4.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ომის ვეტერანთა მორალური და მატერიალური მხარდაჭერა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:
● 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
● სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
● სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრზე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება, მათი მორალური მხარდაჭერა და თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
57.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა ფინანსური დახმარება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ ხელშეწყობას თირკმლის პათოლოგიის მქონე შშმ პირებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მინიმუმ 12 პროცედურა თვის განმავლობაში, შესაბამისი ტრანსპორტირებით.
ქვეპროგრამის ფარგლებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს გაეწევათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან მატერიალური დახმარებით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
85.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება"
ქვეპროგრამის მიზანი
საელჩოების, საერთაშორისო და სხვა დონორი ორგანიზაციებისაგან ინვესტიციების, დახმარებებისა და გრანტების მოზიდვა
ქვეპროგრამის აღწერა
საელჩოების, საერთაშორისო და სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის საინვესტიციო პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადება და წარდგენა. ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და შშმ პირების, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განაწილება.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია დონორი ორგანიზაციებისგან ინვესტიციების, დახმარებებისა და გრანტების მოზიდვა.
პროგრამის დასახელება
კოდი
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
133.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის"
ქვეპროგრამის მიზანი
ქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ და შშმ პირთა დღეში ერთჯერადი კვებით გამასპინძლება სასადილოში.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შშმ პირთა დღიური კვება მომართვიანობის ლიმიტის ფარგლებში და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაშ