განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9 730,6 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2024 წლის გეგმა
04 00
განათლება
9,730.6
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
8,392.9
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
252.7
04 03
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა
380.5
04 04
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
704.5
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 01
8,392.9
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“
პროგრამის მიზანი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემოს შექმნა
პროგრამის აღწერა
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1800-მდე ბავშვი.
მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის წარმართვას. სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 555 თანამშრომელი, მ.შ. 137 აღმზრდელი და 88 თანაშემწე.
პროგრამის ფარგლებში დიდი ყურადღება ექცევა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემოს შექმნას, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვას, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთებას და მოვლა-შენახვას, დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი შედეგი
ხელმისაწვდომია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო;
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 02
252.7
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის მიზანი
სკოლამდელი დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა.
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება.
დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია (ვენტილაცია, გათბობა), მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქვაბეების გარეთ გამოტანა; ქ. მცხეთაში, რკ/სადგურის დასახლებაში ყოფილი ტურისტული ბაზის ტერიტორიიდან (ს/კ 72.07.07.592) სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მილის გადატანა, სოფ ჩარდახის და სოფ. ქანდის საბავშვო ბაღების გაზმომარაგების (შიდა დაქსელვა) მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესებულია საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა; სკოლამდელი დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 03
380.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის მიზანი
სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს ყოველდღიურად დაახლოებით 230 ბავშვის წაყვანას ისეთი სოფლებიდან, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, ახლოს მდებარე საბავშვო ბაღში და მათ უკან, სახლში დაბრუნებას.
მოსალოდნელი შედეგი
ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სკოლამდელი ასაკის ბავშვები
პროგრამის დასახელება
კოდი
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 04
704.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური
პროგრამის მიზანი
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტიმულირება;
პროგრამის აღწერა
განათლება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროა. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლის სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 28 საჯარო სკოლა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს სკოლის მოსწავლეების სწავლის ხარისხი, მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, ვინაიდან მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს, იმოქმედოს, ისწავლოს, მიაღწიოს უფრო მაღალ შედეგს.
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეებს წაახალისებს ფულადი ჯილდოთი.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით.
მოსალოდნელი შედეგი
საჯარო სკოლების მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრება;
ტრანსპორტით უზრუნველყოფილი საჯარო სკოლის მოსწავლეებ