ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 43 118,0  ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2023 წლის გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

43,118.0

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

22,369.8

02 01 01

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

800.0

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

14,517.6

02 01 03

გზების კეთილმოწყობა

7,052.2

02 02

წყლის სისტემების განვითარება

4,244.9

02 02 01

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

1,160.0

02 02 02

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2,754.4

02 02 03

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

330.5

02 03

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია

1,865.5

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

1,680.0

02 03 01 01

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

1,320.0

02 03 01 02

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

360.0

02 03 02

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია

185.5

02 04

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

1,731.8

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

4,280.1

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2,688.6

02 06 02

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

80.0

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

1,511.5

02 07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2,749.0

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

178.5

02 09

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2,093.3

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

3,605.2

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01

22,369.8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის  საფარის სიგრძე დღეის მდგომარეობით  შეადგენს 189.6 კმ-ს.  საგზაო სტანდარტებს აკმაყოფილებს დაახლოებით 30 პროცენტი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  დაზიანებული ამორტიზებული გზების კაპიტალური (მათ შორის ხიდების, ბოგირების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია;  პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება ექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას (მათ შორის ე.წ. ორმოული შეკეთება), არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას,  მოხრეშვა-მოშანდაკებას, გზების დახაზვას, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟს.

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი და ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 ქვეპროგრამა:

- გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება;

- გზების კაპიტალური შეკეთება;

- გზების კეთილმოწყობა.

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება.

გზების კაპიტალური შეკეთების  ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

გზების კეთილმოწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტროტუარების, ბორდიურების  მოწყობა, გზების  გამწვანება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია, გზებზე ვიდეოკამერების განთავსება.

პროგრამის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა საუბნო გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება, ტურიზმის ხელშეწყობა, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

გზების ექსპლუატაციის გაზრდილი პერიოდი;

ადგილობრივი გზების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 01

800.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება.

ქვეპროგრამის ფარგლებში   გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება.

ქვეპროგრამის მიზანია:  არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა, კერძოდ, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა  და მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

2023 წელს განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული საავტომობილო გზების ორმოული შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგი

არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა;

მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების კაპიტალური შეკეთება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

14,517.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის  საფარის სიგრძე შეადგენს 189.6 კმ.  მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალური გზების 30% სრულად რეაბილიტირებულია, დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ნაწილზე იგეგმება შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. სარეაბილიტაციო გზების შერჩევა და პრიორიტეტიზაცია ხორციელდება მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მხედველობაში მიიღება სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ღონისძიებები.

ქვეპროგრამის ფარგლებში   გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება.

ქვეპროგრამის მიზანია:  მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების   (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების) სრული რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა, კერძოდ, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა  და მიზანი 11 –

მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

2023 წელს განხორციელდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა სოფლებში: წოდორეთი,  ნაფეტვრები (ნაფეტვრები 2), წინამძღვრიანთკარი,   საგურამო, ზაქარო,  გალავანი,  მსხალდიდი,  ძეგვი (ნაკურთხევის გზა), ციხისძირი, მისაქციელი, წილკანი, წეროვანი,  კოტორაანთკარი, ხოდაბუნები, ქსოვრისი, მუხრანი (აბანოს უბანი, ინდუაანთ უბანი, მერებაანთ უბანი, გალაშკას  უბანი -  მეორე მონაკვეთი, კვირაცხოვლის უბანი), ძალისი (ხეტიაანთ უბანი, პავლიაანთ უბანი), მუხათგვერდი, ნატახტარი, ახალუბანი, ლისი, მისაქციელი (მე-8 და მე-11 მონაკვეთები),  საგურამო (მე-2 და მე-6 ქუჩა),  არაშენდა; შიდა საუბნო გზების  რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთაში: ნიჩბოსნობის ბაზასთან მისასვლელი გზა, ბებრის ციხესთან მისასვლელი გზა, რუსთაველის ქუჩა, რუსთაველის ჩიხი,   ჭავჭავაძის ქუჩა;  გამარჯვების ქუჩის მესამე შესახვევი, კონსტიტუციის და გორგასლის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, სამხედროს  და კონსტიტუციის ქუჩების დამაკავშირებელი გზა;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა;

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და შემცირებული მგზავრობის დრო;

სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება;

არსებული გზების გაზრდილი ექსპლუატაციის ვადა ;

მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების კეთილმოწყობა

2023  წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 01 03

7,052.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  ტროტუარების,  ბორდიურების  მოწყობა, გზების  გამწვანება, მიმდინარე შეკეთება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია,    ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი;

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჰორიზონტალური მონიშვნის და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებების მოწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებთან;  შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება.

ქვეპროგრამის მიზანია,  საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელება, როგორც ვიზუალური გაუმჯობესების კუთხით, ასევე შშმ პირებისათვის ადაპტაციის მიმართულებით; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა, კერძოდ, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა  და მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად  პირველ რიგში შეიცვლება ქალაქის იერსახე, გამოსწორდება საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რაც გაზრდის ქალაქით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვს.

2023 წელს დაგეგმილია გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა; მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მიმდინარე შეკეთება; სოფელ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმამდე მისასვლელი გზის გამყოფი ზოლის კეთილმოწყობა; ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე (არსენას ძეგლიდან მტკვარზე არსებულ ხიდამდე და ფოსტიდან არსენას ძეგლის ხიდამდე); ფოსტიდან სვეტიცხოვლის შესასვლელამდე (გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი);  შადრევნიდან ბაზრის ჩასახვევამდე; ქ. მცხეთაში გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა ბებრის ციხიდან ნარეკვავამდე, ქ. მცხეთაში, კოსტავას ქუჩაზე  ტროტუარების,  ბორდიურების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელში არსებული ხიდის მიმდებარედ მტკვარზე გადასახადი მოედნის მოწყობა, სამხედროს ქუჩაზე საყრდენი კედლების, ტროტუარების და ბორდიულების რეაბილიტაცია, მირიანის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა;

ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, მოხუცების და სხვა) უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;

ქალაქის გაუმჯობესებული იერსახე;

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02

4,244.9

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

შპს "მცხეთის სოფწყალი";

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

- სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა;

- სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

- საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.

წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის  62 სოფელში (12500 მომხმარებელი) ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

წყლის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში  განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების  შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. გენდერული როლების გათვალისწინებით სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება აუნაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ყველა  დასახლებაში სუფთა სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება; მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა, კერძოდ, მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა, და  მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა;

გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

1,160.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს "მცხეთის სოფწყალი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის  62 სოფელში (12500 მომხმარებელი) ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული  წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება; მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა; ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება.

2022 წელს ავარიული გამოძახებების რაოდენობამ  შეადგინა 404 ერთეული, რომელთაგან ფაქტობრივად ყველა აღმოიფხვრა, შემკრები ავზების (რეზერვუარების) რაოდენობამ  შეადგინა 109 ერთეული, წყლის გამანაწილებელი ქსელის სიგრძემ  შეადგინა 353547 კმ.

დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში დროულად აღმოფხვრილი დაზიანებები ;

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სუფთა სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება.

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემა;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

2,754.4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

2023 წელს დასრულდება სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალური მილსადენების მოწყობა სოფლებში: ძალისი, ნიჩბისი, ბიწმენდი;

განხორციელდება სოფ. შანკევანში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა; ქ. მცხეთაში შადრევნის (გვირილასთან) რეაბილიტაცია; სოფ. ძალისში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; მრავალსაფეხურიანი ჰორიზონტალური სექციური ტუმბოების შეძენა; სოფ. ხეკორძში სასმელი წყლის მილსადენის მოწყობა, სოფ.ერედის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 03

330.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

2023 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის  სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, ქალაქი მცხეთა (არმაზის დასახლება), სოფ. საგურამოში საკანალიზაციო მილსადენის რეაბილიტაცია,    სოფ. წინამძღვრიანთკარში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცი.

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია

2023  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03

1,865.5

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“;

პროგრამის  აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.   პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს საექსპლუატაციო ხარჯებს,  მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლუატაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი.

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია  პროგრამა მოიცავს:

- გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას;

-  გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობას;

-  გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციას.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს,  ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას, არსებული ქსელის ექსპლუატაციას, რომელსაც ახორციელებს  ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“.

გარე განათების სისტემის მოწყობა გენდერულად მნიშვნელოვანია,  რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.
ექსპლუატაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია;  მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;  მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი გარე განათების სისტემა;

ღამის საათებში მოსახლეობისა (განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირების) და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01 01

1,320.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გარე განათების წერტილების (8500 ერთეული) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

ქვეპროგრამის მიზანია  გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

მოსალოდნელი  შედეგი

ღამის საათებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირების) და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03  01 02

360.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 60 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1500-ზე მეტს განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს,  332500 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. ყოველდღიურად ხდება ქალაქ მცხეთის ქუჩების, სკვერების, არქიტექტურული ძეგლების განათების 2 036  წერტილის და 60 სოფლის გარე განათების  10699 წერტილის ექსპლუატაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების      გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.

დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება,  ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირება. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცული დასახლებული ტერიტორიის 90%.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია

2023 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03 02

185.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს  ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

დაგეგმილია  სოფ. ქსანში ისტორიულ ციხეზე  მინათებების მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც მოწყობილია გარე განათების ქსელი,  განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2023  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04

1,731.8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტი, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება  მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული  შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის;  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა, კერძოდ, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;  მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

2023 წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა;  ქ. მცხეთაში, მირიანის ქუჩაზე არსებული სანიტარული კვანძის რეაბილიტაცია;   სოფ. წეროვანში, ადმინისტრაციული, სასაწყობე და სადარაჯე შენობების, რეაბილიტაცია (კეთილმოწყობის სამსახურის და სოფწყალის განთავსების შენობები);

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუმჯობესებული  ზედამხედველობა;

რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06

4,280.1

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა/რეაბილიტაცია,  სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ასევე, განხორციელდება ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნა, მოსახლეობის განწყობის ამაღლება.

კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა შედგება 4  ქვეპროგრამისაგან:

- საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია (სკვერები და მოსაცდელები);

-   დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა;

-   სადღესასწაულო ღონისძიებები;

-   სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.

პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება  გენდერული ასპექტები. მოეწყობა გენდერულად პასუხისმგებლიანი ღია დასასვენებელი სივრცეები, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის ქალების და კაცების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება ინფრასტრუქტურა, რათა მოსახლეობამ, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ბავშვებს და ქალებს) წარმომადგენლებმა შეუფერხებლად შეძლონ ღია საზოგადოებრივი სივრცეებით სარგებლობა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 5- გენდერული თანასწორობა;  მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები, მოსაცდელები;

მოსახლეობის  კომფორტული დასვენებისთვის შექმნილი გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2023  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 01

2,688.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა - რეაბილიტაცია და  სკვერებში არსებული სასმელი  წყლის  და შადრევნის წყლის ხარჯის დაფინანსება.

მიმდინარე წელს დაფინანსდება   ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის ბოლოში არსებული  სკვერის მოწყობა,  ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, სამხედროს ქ. N12 და N12ა-ზე არსებული სარეკრეაციო დასასვენებელი ზონების    (სკვერების) რეაბილიტაცია, ქ. მცხეთაში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე სათამაშო მოედნების მოწყობა, სოფ. წილკანში, იგპ დასახლებაში მინი სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია, სოფ. წეროვანში, იგპ დასახლებაში  სკვერის მოწყობა, სოფ. ციხისძირში ს/კ 72.10.03.337 და N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერების  რეაბილიტაცია და ს/კ72.10.02.104-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა, სოფ. ქსანში სკვერის (ს/კ 72.10.08.127) მოწყობა; სოფ. პატარა ქანდაში, ქსანში, ძალისში და წინამძღვრიანთკარში სკვერების მოწყობა;

მოსალოდნელი შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები და მოსაცდელები;

მოსახლეობის  კომფორტული დასვენებისთვის შექმნილი გარემო;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 02

80.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიურების და კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების,  სკამების, ნაგვის კონტეინერების შეკეთება. დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

მოსალოდნელი შედეგი

წლის მანძილზე შეკეთებული დაზიანებული ბორდიურები და კედლები, ასევე შეღებილი  მოაჯირები, განათების ბოძები და სკამები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 03

1,511.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების, განსაკუთრებით,  მცხეთობის და საახალწლო   ღონისძიებების უზრუნველყოფას, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის განწყობის ამაღლებას. საახალწლოდ შესაბამისად განხორციელდება  ქალაქის მორთვა საახალწლო დეკორატიული განათებებით;  მოირთვება ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ასევე, განხორციელდება  ქალაქის გაფორმება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

მოსალოდნელი შედეგი

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლება;

მოსახლეობის  კომფორტული დასვენებისთვის შექმნილი გარემო;

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2023  წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07

2,749.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში (სოფლებში), საერთო კრებების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად,  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დაფინანსება.

მოსალოდნელი    შედეგი

მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყვეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა;

პროგრამის დასახელება

კოდი

სანიაღვრე  არხების, სარწყავი  არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 08

178.5

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე  არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია  ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის)  წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად, ასევე, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაციადა გაწმენდა.

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;  მიზანი 13 - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები;

2023 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის  სოფლებში სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა; ქ, მცხეთაში, სამხედროს ქ.N70-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფ. მუხათწყაროში გზაზე რკინა/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა;

მოსალოდნელი    შედეგი

აღდგენილი და შეკეთებული სანიაღვრე და სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ნაგებობები, მათი გამართული  ფუნქციონირება.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 09

2,093.3

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური და  ზედამხედველობის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები.
პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ასევე,  პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით, საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღების უზრუნველყოფა  და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე, რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს).

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

2023 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 10

3,605.2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილია  მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების,  ნაპირსამაგრების  აღდგენითი სამუშაოები: სოფ. მსხალდიდში მეწყრით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა; ქ. მცხეთაში, სააკაძის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა; ქ. მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, მდ. არაგვის ხეობაში ნაპისამაგრის მოწყობა; სოფ. ბიწმენდში, ახატნის ხევის ნაპირსამაგრის მოწყობა;

მოსალოდნელი შედეგი

დროულად აღმოფხვრილი სტიქიური მოვლენების შედეგები;

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირებ