განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,414.5 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2023 წლის გეგმა
04 00
განათლება
8,414.5
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
6,524.7
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
1,339.8
04 04
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
550.0
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
2023 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 01
6,524.7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 2000-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის წარმართვას. სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 586 თანამშრომელი, მ.შ. 164 აღმზრდელი და 91 თანაშემწე. დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშვო ბაღის მომსახურებით, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესით, სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მისაღებად, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების ორგანიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ყოველდღიურად კვების რეჟიმი შედგება 3 ძირითადი კვებისა და წახემსებისგან საუზმესა და სადილს შორის (საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი). საბავშვო ბაღებში განახლებულია კვების რაციონი, 10-დღიან პერსპექტიულ მენიუზე დაყრდნობით ბავშვებს მიეწოდებათ მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვები. კვების ყველა ის პროდუქტი, რომლითაც მარაგდება საბავშვო ბაგა-ბაღები, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კვების ორგანიზებისას დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენური ნორმების დაცვას, მათ შორის, კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და მომზადების მოთხოვნებს.
პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები.
პროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულება: მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის; მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა,მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მიღწევა;
მოსალოდნელი შედეგი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ბავშვის განვითარებისთვის შექმნილი გარემო;
აღსაზრდელების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად დაცული სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულებების ნორმები;
სამუშაო პირობებით უზრუნველყოფილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ პერსონალი;
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 02
1,339.8
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება.
მიმდინარე წელს განხორციელდება მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია (ვენტილაცია, გათბობა), მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქვაბეების გარეთ გამოტანა, სკოლამდელი დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა, სოფ. ქსანში საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი, ქ. მცხეთაში, წერეთლის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის ასაშენებლად, უფუნქციო რკინა-ბეტონის აუზის დემონტაჟი.
პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სკოლამდელ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა.
მოსალოდნელი შედეგი
მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით საბავშვო ბაგა-ბაღების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა; სკოლამდელი დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 04
550.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით.
ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეების წახალისება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, წარმატებული სწავლისათვის უმაღლეს შეფასებასთან ერთად ფულადი ჯილდოც დაიმსახურონ; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის, მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა, მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში;
ტრანსპორტით უზრუნველყოფილი საჯარო სკოლის მოსწავლეები;
სტიმული მოსწავლეებისათვის, მეტი დრო გაატარონ წიგნებთა