კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს  6 993,5 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2023 წლის გეგმა

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა  და სპორტი

6,993.5

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

5,067.3

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

1,688.8

05 01 01 01

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

303.5

05 01 01 02

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

276.0

05 01 01 03

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

500.3

05 01 01 04

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა

259.0

05 01 01 05

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

350.0

05 01 02

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

3,378.5

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

1,926.2

05 02 01

კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა

1,237.5

05 02 01 01

კულტურის  და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის  ხელშეწყობა

1,195.5

05 02 01 04

მუზეუმების ხელშეწყობა

42.0

05 02 03

კულტურული ობიექტების  აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

422.2

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

20.0

05 02 05

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

246.5

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01

1,688.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა";

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა";

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტი  დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ასიგნებები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამისთვის.  პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სპორტული დაწესებულებები:
-  ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;

- ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";

- ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა";

- ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა";

- ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი".

ქვეპროგრამა ხელს უწყობს სპორტულ დაწესებულებებში გენდერულად მგრძნობიარე ღონისძიებების განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში ბიჭებისა და გოგონების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის მიზანია  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,  მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:  მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის, მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა;

მოსალოდნელი შედეგი

მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში და სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;

წლიდან  წლამდე  სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის   განვითარების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 01

303.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“  ბაზაზე. აღნიშნული თანხა ხმარდება მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.  სკოლაში ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ფუნქციონირებს 17 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი). ჯამში სკოლაში ვარჯიშობს 310 ბავშვი. საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს ქ. მცხეთაში და მუნიციპალიტეტის 9 სოფელში. 6 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობას იღებს  აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში,  დანარჩენი   11 ჯგუფი -  მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ პირველობაზე 3 ასაკობრივ  ჯგუფში.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას ფეხბურთში.

მოსალოდნელი შედეგი

წლიდან წლამდე ფეხბურთით დაკავებული მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 02

276.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნიჩბოსნობის  სხვადასხვა  სახეობის (აკადემიური, კანოე, ბაიდარა)  განვითარება. აკადემიაში ამ ეტაპზე 8 ჯგუფია, ნიჩბოსნობას ეუფლება 80-მდე სპორტსმენი (8 ჯგუფი).  ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა ტურნირები, მათ შორის, მცხეთობასთან დაკავშირებული ტრადიციული ტურნირი. ასევე, აკადემიის სპორტსმენები მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში აკადემიის  მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი  ჩემპიონატებისთვის; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 03

500.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილე სკოლის ნიჭიერი / წარმატებული სპორტსმენების  დაჯილდოება,  წახალისება  ფულადი /ფასიანი საჩუქრებით, ასევე, ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.  დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

სკოლის აღსაზრდელები საწვრთნელ პროცესს გადიან ქ. მცხეთასა და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში,  სკოლის აღსაზრდელთა რაოდენობა სამ ასაკობრივ ჯგუფში შეადგენს 404 მოსწავლეს. სკოლის აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში;

მოსალოდნელი შედეგი

მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში;

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების     ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 04

259.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლის“ ბაზაზე.  სკოლაში ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობები: ჭადრაკის, კარატეს, ტაეკვანდოს, ველოსპორტის, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის 15 სასწავლო-საწვრთნელი ჯგუფი,  კვალიფიცირებული 16 მწვრთნელ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სადაც მეცადინეობს 257  მოსწავლე.

წლის ბოლოს დაგეგმილია საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელის გამოვლენა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი წახალისება.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით, მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი სპორტული წრეები;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები;

წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 05

350.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში  ხორციელდება კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, საცურაო აუზების შესაბამისი ექსპლუატაცია, რათა საცურაო აუზები გამოყენებულ იქნეს, როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ცურვის ფედერაციის და სპორტის სხვადასხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების გამართვის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ  სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა საწყლოსნო და  სპორტის სხვა სახეობებისადმი;

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

2023 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

05 01 02

3,378.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად  ჩართულობის  გაზრდის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა სახეობებში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა, საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ. მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ საკალათბურთო ღია მოედნის და ნარეკვავის დასახლებაში მინი სპორტული მოედნის მოწყობა, სოფ. მუხრანში მინი სპორტული მოედნის და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, სოფ. ძეგვში  მინი სპორტული მოედნის  მოწყობა, სოფ. წეროვანში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გადაკეთების და რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფ.წილკანში საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია, სოფ. ქსოვრისში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა, სპორტული ინვენტარის შეძენა.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

სპორტის პოპულარიზაცია.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის  და  განათლების  მულტიფუნქციური  ცენტრის  ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01 01

1,195.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში  კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მძლავრი სექტორის ჩამოყალიბება.

ქვეპროგრამის ფარგლებში  დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრს, 4 კულტურის სახლს,  1 ხელოვნების სკოლას, 2 მუსიკალურ სკოლას, 13 ბიბლიოთეკას.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში გაერთიანებულია: ბავშვთა საესტრადო  და ქორეოგრაფიული წრეები (სწავლის პროგრამაში მონაწილეობს 400- მდე აღსაზრდელი), ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები (ჩართულია 100-მდე მონაწილე).

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 კულტურის სახლი, რომლებიც სოფლის მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკისთვის დაარსების დღიდან შეძენილია თანამედროვე რედაქციით გამოცემული  1576 ცალი წიგნი;  გამოწერილია 26 სახეობის ყოველდღიური ჟურნალ-გაზეთი. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 2000 მოქალაქე.

ქვეპროგრამა ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს და მათ დაქვემდებარებაში მყოფი  დაწესებულებების ხელშეწყობა-განვითარებას, რომელიც მოიცავს საფინანსო-საორგანიზაციო  დაგეგმარებით  საკუთარი შემოსავლების ზრდას. აღნიშნული მოხმარდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,  თანამედროვე სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებას. ფინანსური და სასწავლო პროგრამული რესურსი თანაბრად განაწილდება ა(ა)იპ "მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი"-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულზე. განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე გაიზრდება მოსწავლე-ახალგაზრდების კონტიგენტი, კულტურათშორისი დიალოგი მუნიციპალიტეტებს შორის, განმტკიცდება საერთაშორისო კავშირები (ფესტივალი, კონკურსი, კონცერტი, გაცვლითი პროგრამები, ფლეშ მობები და სხვა) - ხელშეწყობაა არამარტო კულტურისა და ხელოვნების განვითარების, არამედ ტურიზმის, ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

დაგეგმილია კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მცხეთის კულტურის ცენტრის შენობის ტერასის და სარდაფის რეაბილიტაცია, სააბონემენტო და საბილეთო  სისტემის ჩამოყალიბება;

ქვეპროგრამა ხელს უწყობს კულტურული ცენტრებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და ქალების/გოგონებისა და კაცების/ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის მიზანია:  მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუსიკალური მიმართულებით მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის  გაზრდა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის;

მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა;

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების  შეუფერხებელი ფუნქციონირება;

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მუზეუმების ხელშეწყობა

2023  წლის დაფინანსება

ათას ლარში

05 02 01 04

42.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“.

სახლ-მუზეუმის კომპლექსი  მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელ  სახლს დამხმარე ნაგებობებით და  ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონალურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.

მოსალოდნელი შედეგი

განათლების დონის, ინტელექტისა და კულტურის ამაღლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

2023 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

05 02 03

422.2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია, მშენებლობა.

მიმდინარე წელს დაფინანსდება კულტურის სახლების განათება-გახმოვანება სოფ. ნატახტარში და მუხრანში, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისთვის“.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.

მოსახლეობაში  ტრადიციების შენარჩუნება;

კულტურული ტრადიციების დაცვა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური  ორგანიზაციების  ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 02 04

20.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.  დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობაში  ტრადიციების შენარჩუნება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

2023  წლის დაფინანსება

ათას  ლარში

05 02 05

246.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობაში ჩართულობა;  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება. ზედაპირული არქეოლოგიური კვლევით არტეფაქტების გამოვლენა-შენარჩუნება; ტექნიკური და ინსტიტუციონალური ღონისძიებებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვიზიტორთათვის მეტი სარგებლიანობის და ცენტრის შესაბამისი საორგანიზაციო ხარჯების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა  ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები.

ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

მოსალოდნელი შედეგი

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა  და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების  ფიქსაცი