ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 919,4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2023 წლის გეგმა

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

2,919.4

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

1,201.0

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

301.0

06 01 02

მოქალაქეების მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება

900.0

06 01 03

ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

0.0

06 02

სოციალური დაცვა

1,718.4

06 02 01

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1,365.8

06 02 02

ერთჯერადი სოციალური დახმარება

100.0

06 02 03

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

4.0

06 02 04

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

45.2

06 02 05

ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა

77.8

06 02 06

მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

125.7

ჯანმრთელობის დაცვა (06 01) – პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის - ეკონომიურად გაჭირვებული  და სხვა მძიმე ოჯახური პირობების მქონე მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების  იმ  წილის  დაფინანსებას,   რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 01 01

301.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის  (249.0 ათასი ლარი)  და  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკუთარი სახსრების ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,  კერძოდ:

1.  ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);
2.  იმუნიზაციია;
3.  ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

5.  თამბაქოს კონტროლი;

6. ინტეგრირებული სკრინინგის(C ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი) განხორციელება;

7.  გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;

8.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების  ფაუნის გავრცელების   შესწავლა/დადგენა.

ქვეპროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:  მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა; მიზანი 6 - წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა;

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების  გავრცელებისგან;

მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 01 02

900.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

●  მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ)  სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით.

ა) დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს   იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში - 3000 (სამი ათასი) ლარს, გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით.

ბ) 501 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს კომისია;

გ) 501 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსებაზე  თანხმობის მისაღებად, კომისიის და/ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

დ) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება;

სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (3000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

წლის განმავლობაში  სამედიცინო მომსახურებისთვის   ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 (ოთხი ათასი) ლარს.

● აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირების  დახმარება კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია);  პროგრამით მოსარგებლე პირზე დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;

●  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური

რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება - დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ან/და ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:  მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;

მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება

სოციალური დაცვა (06 02)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

2023  წლის დაფინანსება
ათას  ლარში

06 02 01

1,365.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ)  დახმარება, კერძოდ:

●  ჟანგბადის  აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება -  პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი კანონით დადგენილი წესით.

● ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება -  დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება, დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

● მესამე  და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება  -  პროგრამით მოსარგებლე პირი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც შეეძინა მესამე და მეტი შვილი. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა შემდეგი ოდენობით:

ა)  მესამე შვილის შეძენის გამო - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ)  მეოთხე შვილის შეძენის გამო - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

გ)  მეხუთე და მეტი  შვილის შეძენის გამო - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის შემთხვევაში - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

● დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირების ფინანსური დახმარება, რომელიც გაიცემა  კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას (ე.წ. დღის ცენტრი) შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

● ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადად

2500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე, ხოლო საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს არაუმეტეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა.

● ხანძრის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა - ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით და პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.

● მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით  აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს.

●   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირზე, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

●  18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება - დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად ირჩევენ  მომსახურების მიმწოდებელს; ერთ ბენეფიციარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

●    დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების საკურორტო დახმარება - პროგრამით მოსარგებლეები არიან შშმ სტატუსის მქონე  პირები, რომლებიც რეგისტრირებილი არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი).

● საშენი მასალებით დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მძიმე გარემოებათა გამო (ხანძარი, სტიქია, მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, სოციალური მდგომარეობა და ა.შ.) არ გააჩნიათ საშუალება, შეიძინონ საშენი მასალები.

● სკოლამდელი ასაკის  და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვების  ტრანსპორტით  მგზავრობის  უზრუნველყოფა.

● სასურსათო კალათით დახმარება დღესასწაულებთან დაკავშირებით - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გაჭირვებულ პირებს;

ქვეპროგრამის მიზანია  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ერთჯერადი სოციალური დახმარება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 02

100.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

ერთჯერადი ფინანსური დახმარების  გაცემა   მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  იმ პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის  ან სხვა მიზეზთა გამო  დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

ერთჯერადი დახმარების ოდენობა არის 100  (ასი)  ან 200 (ორასი) ლარი.

ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება -

დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი;

ერთჯერადი დახმარების ოდენობა არის 1000 (ერთი ათასი) ლარი;

პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება  გენდერული ასპექტები.

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 03

4.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:

●  9 მაისის დღესასწაულთან  დაკავშირებით მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე  -   500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

● სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს  - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

● სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრზე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მოსალოდნელი შედეგი

ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება, მათი მორალური მხარდაჭერა და თანადგომა;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

2023  წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 04

45,2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე  პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ  200 (ორასი) ლარის ოდენობით.  2023 წელს   პროგრამით სარგებლობს 18 ბენეფიციარი.

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;

მოსალოდნელი შედეგი

დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა;

ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 05

77.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ   "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული   პროექტების გაერთიანება“. განხორციელდება საინვესტიციო პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადება  საელჩოების, საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა დონორ ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით.

ქვეპროგრამის  მიზანია  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში სოციალური/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

განხორციელებული საგრანტო პროექტები, ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და     განაწილება შშმ პირებზე, დევნილებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 06

125.7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ  პირთა (38 ბენეფიციარი) დღეში ერთჯერადი კვებით მომსახურება  სასადილოში.       სერვისის მიწოდების დროს გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები.

ქვეპროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა;

მოსალოდნელი შედეგი

უკიდურესად შეჭირვებულ  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესებ