დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 574,6 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2023 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

3,574.6

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

3,125.0

03 02

მწვანე ნარგავების გაშენება,  მოვლა-პატრონობა

369.6

03 02 01

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა

145.0

03 02 02

მწვანე ნარგავების გაშენება

224.6

03 04

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

80.0

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 01

3,125.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა 200 ცალი ნაგვის კონტეინერის და 5 ცალი  ნაგავმზიდი მანქანების  შეძენა.
დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული  ხარჯების დაფინანსება ხორციელდება  მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს ქალაქ მცხეთის (მათ შორის, ქალაქის სასაფლაოს ტერიტორია) და მუნიციპალიტეტში შემავალი 22 ადმინისტრაციული ერთეულის  40 სოფლიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას კასპის  ნაგავსაყრელზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან  საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაზე ყოველდღიურად მუშაობს 12  ნაგავმზიდი.   მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ განთავსებულია  1570  ცალი 1,1 მ³ ტევადობის კონტეინერი. მათ შორის, ქ. მცხეთის ტერიტორიაზე - 210,  სოფლებში - 1220,  ხოლო ორგანიზაციებში -140  კონტეინერი.  ყოველდღიურად ხდება ქ. მცხეთის 179,420 კვ.მ. ფართობის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, კოკისპირული წვიმების შედეგად  ჩამოტანილი ქვიშისა და ნარჩენებისაგან ქუჩების  გასუფთავება, ზამთარში, თოვლის გამო, გზებზე ტექნიკური  მარილის მოყრა.

ნარჩენების მართვის პროცესში მოხდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება. მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება (კონტეინერების შეძენა) მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.
პროგრამის ფარგლებში სისტემატურად ხორციელდება ქალაქ მცხეთის  ტერიტორიაზე არსებული 2426 გრძ/მ  სიგრძის სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა წვიმის დროს ნიაღვრისაგან ჩამოტანილი ნარჩენებისაგან. დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები მოიცავს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“-ს ადმინისტრაციულ ხარჯებს.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 1 ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენა.

პროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა:  მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;

მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება ;

მოსალოდნელი შედეგი

ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების გაშენება,  მოვლა-პატრონობა

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 02

369.6

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩატარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, ნიადაგის მომზადება, დასუფთავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა, ხე-მცენარეების გადაბელვა;  განხორციელდება ქალაქის  ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები. პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება  გენდერული ასპექტები.

პროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები;

მოსალოდნელი შედეგი

მოვლილი, გამწვანებული სკვერები;

გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 04

80.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების   დეჰელმეტიზაციის (ჭიაზე დამუშავება), დაჭერა-იზოლაციის, სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის (ანტირაბიული) და იდენტიფიკაციის (დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრება) მომსახურების შესყიდვა.

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები.

პროგრამის მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა: მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები;

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლითი ღონისძიებებ