ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 46 106,8 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
46,106.8
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
13,757.7
02 01 01
გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება
542.9
02 01 02
გზების კაპიტალური შეკეთება
10,399.0
02 01 03
გზების კეთილმოწყობა
2,815.9
02 02
წყლის სისტემების განვითარება
5,767.9
02 02 01
სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა
1,721.4
02 02 02
სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია
3,861.5
02 02 03
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
185.0
02 03
გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია
2,519.9
02 03 01
გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია
2,025.0
02 03 01 01
გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება
1,410.0
02 03 01 02
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა
615.0
02 03 02
გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია
494.9
02 04
მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია
4,872.8
02 05
სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარება
1,700.0
02 06
კეთილმოწყობის ღონისძიებები
3,070.5
02 06 01
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)
2,366.9
02 06 02
დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა
145.0
02 06 03
სადღესასწაულო ღონისძიებები
558.6
02 07
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
2,938.0
02 08
სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია
1,260.1
02 09
მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
1,558.3
02 10
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება
1,216.3
02 11
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა
740.1
02 12
სპეციალური დანიშნულების ინვენტარის და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა
6,705.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
02 01
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის მიზანი
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვეითთა და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, მგზავრობის დროის დაზოგვას, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების შემცირებას, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განტვირთვას.
განხორციელდება არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება, დაზიანებული და ამორტიზებული გზების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა, გზების მომდებარე ტერიტორიის გამწვანება, საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი;
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;
გაზრდილია გზების ექსპლუატაციის პერიოდი;
მოწესრიგებულია ადგილობრივი გზების ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება
02 01 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის აღწერა
საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური მშენებლობა-რეაბილიტაციის პარალელურად საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეგულარული და სისტემატური მოვლა-პატრონობის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის და ვარგის მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარიანი გზების დაზიანებული მონაკვეთების სარემონტო სამუშაოები, საგზაო ნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი.
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული გზების რაოდენობა, გზების ტექნიკური პარამეტრების (სიმტკიცე, სისწორე, ცვეთა, ხორკლიანობა, სანიაღვრეები) 95%-მდე დაკმაყოფილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების კაპიტალური შეკეთება
02 01 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, მოხუცების და სხვა) უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.
დაფინანსდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზაქარო, მსხალდიდი (მე-7 ქუჩა), საგურამო (მე-19 ქუჩა), ძალისი (23-ე და 24-ე ქუჩა), ჯიღაურა, ნავაზი, გოროვანი, აღდგომლიანთკარი, ქსანი, კარსანი, მუხრანი (N4, N5, N7,N10 და N19 ქუჩები), მისაქციელი (საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის მიმდებარედ), წილკანი, ძეგვი (წითლობის უბანი, ხევთაშუა უბანი), ნატახტარი (N20 ქუჩა); სოფ. წეროვნის იგპ დასახლებაში, ხეობელების დასახლებაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქ. მცხეთაში, კოსტავას და ჯავახიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების კეთილმოწყობა
02 01 03
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, მოხუცების და სხვა) უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება;
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჰორიზონტალური მონიშვნის და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებების მოწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებთან; შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება.
დაფინანსდება ქ. მცხეთაში, კალოუბნის ქუჩის ბოლოში არსებულ ტერასაზე განვითარებული მეწყერული პროცესების შეჩერების და პრევენციული დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქ. მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე ჩამოშლილი საავტომობილო გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მტკვრის ქ. N11-ში ამორტიზებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობა; სოფ. წილკანში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სოფ. მუხრანში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია, სოფ. ძეგვში დაზიანებული გზის აღდგენისა და გაბიონის მოწყობა, ვიდეო კამერების მოვლა/პატრონობა;
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის გზებზე ტრანსპორტის და ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
პროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების განვითარება
02 02
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“
პროგრამის მიზანი
მოსახლეობის უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება;
პროგრამის აღწერა
უახლოეს მომდევნო წლებში წყლის სისტემების განვითარება კვლავ ძირითად პრიორიტეტად რჩება; პროგრამა მოიცავს წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას;
წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება აუნაზღაურებად შრომაში მათი ჩართულობის ხანგრძლივობა.
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებულია წყლის და წყალარინების სისტემები;
უზრუნველყოფილია უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა
02 02 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“
ქვეპროგრამის მიზანი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული წყალსადენების რეგულარული მომსახურება, წყლის რეზერვუარების დაქლორვა-გარეცხვა, მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა, ამორტიზებული, დაზიანებული ტუმბოების და ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების შეკეთება;
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანიის“ დაფინანსება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა კომპანიას წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში დროულადაა აღმოფხვრილი წყალმომარაგების ქსელში დაზიანებები და უზრუნველყოფილია სუფთა სასმელი წყლის შეუფერხებელი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის სოფლებში შენარჩუნებულია წყალმომარაგების გამართული ქსელი;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია
02 02 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ქვეპროგრამის მიზანი
წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალური რეაბილიტაცია, საჭიროების შემთხვევაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა, ჭაბურღილების მიერ მოხმარებული ელექტრონერგიის ხარჯის ანაზღაურება.
დაფინანსდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია სოფლებში: არაშენდა, ახალუბანი, უფურეთი, ნავაზი, ნიჩბისი, ბიწმენდი.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას შეუფერხებლად მიეწოდება სასმელი წყალი; მუნიციპალიტეტის სოფლებში შენარჩუნებულია წყალმომარაგების გამართული ქსელი.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
02 02 03
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის მიზანი
საკანალიზაციო სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციის მიზნით განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი და ქალაქ მცხეთაში (არმაზის დასახლება).
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია საკანალიზაციო სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია
02 03
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
გარე განათების ქსელის გაფართოება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა გარე განათების ქსელის განვითარებას და ამ პროცესების მართვას.
მუნიციპალიტეტში ღამის პერიოდში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათების გამართული ქსელის ფუნქციონირებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება, გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია გარე განათების ქსელის გამართული ინფრასტრუქტურა;
უზრუნველყოფილია ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება
02 03 01 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარე განათების ენერგოეფექტურობის საკითხს, რაც აისახება გარე განათების მოვლა-პატრონობის ხარჯების შემცირებაზე.
მოსალოდნელ შედეგი
უზრუნველყოფილია გარე განათების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა
02 03 01 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
ქვეპროგრამის მიზანი
გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გარე განათების ქსელის (14977 წერტილი) მოვლა-პატრონობის სამუშაოები, რაც გულისხმობს გადამწვარი ნათურების, დიოდური პროჟექტორების, ეკო სანათების, დიოდური სანათების, დროსელის და მწყობრიდან გამოსული სხვა ელექტრო მოწყობილობების შეცვლას.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია მთელი წლის მანძილზე, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება;
დროულადაა აღმოფხვრილი პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია
02 03 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს, უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ქვეპროგრამის აღწერა
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია. დაფინანსდება გარე განათების ქსელის მოწყობა მუხათგვერდის დასახლებიდან არმაზის დასახლების ჩათვლით.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია გარე განათების ქსელის გამართული ინფრასტრუქტურა;
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია
02 04
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის და ვიზიტორებისთვის სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემოს შექმნა
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობების უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, გარკვეული პერიოდულობით მცირე კაპიტალური, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა;
დაფინანსდება სოფ. წეროვანში სასაწყობე და სადარაჯე შენობების რეაბილიტაცია, სოფ. წეროვანში ავტოფარეხის და ავტოსამრეცხაოს რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ქ. მცხეთაში, საცხოვრებელი კორპუსების (მტკვრის ქუჩა N2 და მტკვრის ქუჩა N4) ფასადის და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფ. საგურამოში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია; სოფ. ციხისძირში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ხელმისაწვდომი და ეფექტურად განხორციელებული მუნიციპალური სერვისები; გაუმჯობესებულია ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
პროგრამის დასახელება
კოდი
სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარება
02 05
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანია“
პროგრამის მიზანი
სატრანსპორტო სისტემის განვითარება;
მოსახლეობის შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
პროგრამის აღწერა
სატრანსპორტო სისტემის განვითარება ითვალისწინებს შეუფერხებელი და ხარისხიან მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის უზრუნველყოფას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა შპს „წყლისა და ტრანსპორტის კომპანიას“, საიდანაც დაფინანსდება სატრანსპორტო სერვისის ხარჯები: ხელფასები, საწვავი, ავტობუსების რემონტი.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული
გადაადგილება, შეუფერხებელი და ხარისხიანი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისი.
პროგრამის დასახელება
კოდი
კეთილმოწყობის ღონისძიებები
02 06
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის მიზანი
სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებისთვის; კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის.
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, რეკრეაციული ზონების, მოსაცდელების მოწყობა/რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესებულია მუნიციპალიტეტის იერსახე და მოსახლეობისთვის შექმნილია კომფორტული გარემო.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (სკვერები და მოსაცდელები)
02 06 01
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცეების გაფართოება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის აღწერა
განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების და სკვერების მოწყობა, არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია, სკვერებში არსებული სასმელი წყლის ხარჯის დაფინანსება.
დაფინანსდება სოფ. წეროვანში, იგპ დასახლებაში, ივანე მაჩაბელის სახელობის სკვერის მოწყობა, სოფ. გოროვანში სკვერის რეაბილიტაცია, სკვერების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი
აღდგენილი, გაუმჯობესებული და ახლად მოწყობილი სარეკრეაციო სივრცეები; უზრუნველყოფილია ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა
02 06 02
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის სუფთა, კომფორტული, მიმზიდველი გარემოს შექმნა;
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიურების და კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების და სკამების შეკეთება.
მოსალოდნელი შედეგი
შეუფერხებლად ხორციელდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე მოვლა–პატრონობის ღონისძიებები;
გაუმჯობესებულია მუნიციპალიტეტის იერსახე და დასასვენებელი პირობები მოსახლეობისათვის.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სადღესასწაულო ღონისძიებები
02 06 03
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
სადღესასწაულო დღეებში ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;
სადღესასწაულო გარემოს შექმნა.
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში სათანადო ყურადღება ეთმობა სადღესასწაულო გაფორმებებს, რადგან აუცილებელია შეიქმნას სადღესასწაულო განწყობა ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საახალწლო დეკორაციების და მასალების შეძენა, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი/ექსპლუატაცია/დემონტაჟი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკურად უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
ტექნიკურად უზრუნველყოფილი სადღესასწაულო ღონისძიებები.
შექმნილია სადღესასწაულო გარემო.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
02 07
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა;
ქვეპროგრამის აღწერა
დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში (სოფლებში), საერთო კრებების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მცირე - 60 ათას ლარამდე ღირებულების - სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დაფინანსება: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მოხრეშვა-მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სკვერების, სტადიონების, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაფინანსდება 1 692.0 ათასი ლარით, მათ შორის, 846,0 ათასი ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 846,0 ათასი ლარი - ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
გაზრდილია მოსახლეობის აქტიურობა, გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყვეტაში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია
02 08
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი და სანიაღვრე არხების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად, ასევე, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და გაწმენდა.
დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა, სოფ. მუხრანში, მდინარე ქსნის კალაპოტში, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა;სოფ. ნავდარაანთკარში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები (გაბიონების მოწყობა), ციხისძირში არხის რეაბილიტაცია, სოფ. სასხორში გზისპირა სარინელის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია სარწყავი და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
02 09
პროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
პროგრამის მიზანი
პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
პროგრამის აღწერა
სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო სრულყოფილი ექსპერტიზა გავლილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დროულად და კვალიფიციურად არის მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით უზრუნველყოფილია შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს).
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება
02 10
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირსამაგრების აღდგენითი სამუშაოები, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია.
დაფინანსდება სოფ. ძეგვში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალმომარაგების სათავე - ნაგებობის რეაბილიტაცია; სოფ. წეროვანში, მდინარე ნარეკვავის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
დროულადაა აღმოფხვრილი სტიქიური მოვლენების შედეგები;
დროულად უზრუნველყოფილია მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და შემცირებულია მგზავრობის დრო.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა
02 11
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მოქალაქეთა ჩართულობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილების და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობისთვის. მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების შესაბამისად ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მკვიდრთ, განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები.
მოსალოდნელი შედეგი
უზრუნველყოფილია მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და წარმოდგენილი ინიციატივების შესაბამისად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა;
გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი საკუთარი დასახლების პრობლემების გადაწყვეტაში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპეციალური დანიშნულების ინვენტარის და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა
02 12
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის მოვლა
ქვეპროგრამის აღწერა
დაგეგმილია სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა: ნაგავშემკრები, მარილმომყრელი, ელექტროსატვირთო, თვითმცლელი და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
მოვლილი, დასუფთავებული ტერიტორია და ინფრასტრუქტუ