კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს  7 496,0 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა  და სპორტი

7,496.0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

4,834.7

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

3,104.0

05 01 01 01

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

500.0

05 01 01 02

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

447.0

05 01 01 03

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

835.0

05 01 01 04

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა

422.0

05 01 01 05

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

800.0

05 01 01 06

რაგბის განვითარების ხელშეწყობა

100.0

05 01 02

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

1,730.7

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

2,661.4

05 02 01

კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა

2,242.0

05 02 01 01

კულტურის  და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის  ხელშეწყობა

2,200.0

05 02 01 04

მუზეუმების ხელშეწყობა

42.0

05 02 03

კულტურული ობიექტების  აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

1.4

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

20.0

05 02 05

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

398.0

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის სფეროს განვითარება

05 01

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“;

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია";

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა";

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა";

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი";

ა(ა)იპ  „მცხეთა-მთიანეთის სარაგბო კლუბი „ყაზბეგი"

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური.

პროგრამის  მიზანი

მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროგრამის აღწერა

ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ადამიანისათვის, იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მის  ფიზიკურ და  გონებრივ განვითარებაზე,  აძლიერებს იმუნიტეტს და ავითარებს ტვინის უჯრედებს, ხელს უწყობს სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირებას, სპორტს გააჩნია როგორც აღმზრდელობითი, ისე გამაჯანსაღებელი ფუნქცია. სპორტით დაკავება საუკეთესო საშუალებაა ჭარბი წონის, სიგარეტზე დამოკიდებულების თუ სხვა მანკიერი თვისების თავიდან ასარიდებლად.

ჯანდაცვის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, მოსახლეობაში პროგრესულად არის გაზრდილი არაგადამდებ დაავადებათა მაჩვენებლების სიხშირე, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში (ტანადობის დარღვევა, სკოლიოზი, კიფოზი, ჭარბწონიანობა, გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და სხვა არაგადამდები დაავადებები). დაბალია მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და მასობრივ სპორტში ჩართულობის მაჩვენებლები, სიტუაციას აუარესებს ახალგაზრდებში სხვადასხვა არაჯანსაღ გასართობთა მზარდი პოპულარობა (კომპიუტერული თამაშები, ტოტალიზატორი და სხვა).  აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი  და  მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია.

მუნიციპალიტეტის ხედვა სპორტის მიმართულებით უკავშირდება მასობრივ სპორტში ჩართვის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროფესიული სპორტული გაერთიანებების განვითარებას.

პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება ფეხბურთის, კანოესა და ნიჩბოსნობის, ჭიდაობის,    სპორტის სხვადასხვა სახეობის , საცურაო სპორტის,  რაგბის   განვითარების ხელშეწყობა,  სხვადასხვა სახეობებში საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, გაუმჯობესებულია  სპორტსმენების სპორტული მიღწევები;

მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის   განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 01

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“

ქვეპროგრამის მიზანი

ფეხბურთის  განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში  განხორციელდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“   ბაზაზე  მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის   განვითარება.     სკოლაში ასაკობრივი  ჭრილის  მიხედვით ფუნქციონირებს 19 საფეხბურთო სექცია (ასაკობრივი ჯგუფი), სადაც ჩარიცხულია  380  ბავშვი. საფეხბურთო ვარჯიშები მიმდინარეობს 9 სოფელში და ქ. მცხეთაში.

სკოლის 6 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში.   14  ჯგუფი -  მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ პირველობაზე 3 ასაკობრივ  კატეგორიაში.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  ფეხბურთში   ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა,  გაუმჯობესებულია  სპორტსმენების სპორტული მიღწევები

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კანოესა და ნიჩბოსნობის განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 02

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „გიორგი კაპანაძის სახელობის  მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია“

ქვეპროგრამის მიზანი

წლის ნებისმიერ პერიოდში აკადემიის  მზადყოფნის უზრუნველყოფა დაგეგმილი  შეჯიბრებებისთვის; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ  სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა-დაოსტატება.

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნიჩბოსნობის  სხვადასხვა  სახეობის (აკადემიური, კანოე, ბაიდარა)  განვითარება. აკადემიაში 13 ჯგუფში ნიჩბოსნობას ეუფლება 110 სპორტსმენი.

ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა ტურნირები, მათ შორის ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის’’ დღესასწაულთან  დაკავშირებული ტრადიციული ტურნირი. აკადემიის სპორტსმენები მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის  გარეთ.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  ნიჩბოსნობის  სხვადასხვა  სახეობაში ბავშვთა და მოზარდთა  მაქსიმალური რაოდენობის ჩართულობა;

გაუმჯობესებულია  სპორტსმენების სპორტული მიღწევები;

წარმატებული გამოსვლა ეროვნულ ჩემპიონატებში და საერთაშორისო შეჯიბრებებში

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ჭიდაობის  განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 03

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „უმაღლესი  დაოსტატების  მცხეთის ჭიდაობის სკოლა“

ქვეპროგრამის მიზანი

ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია, ბავშვთა და მოზარდთა (ჭაბუკები, კადეტები და ახალგაზრდები) მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში.

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასწავლო -საწვრთნელი  საქმიანობა ორ ეტაპად: დაწყებითი და საბაზო-საორიენტაციო. სკოლაში მოქმედებს სამი ასაკობრივი ჯგუფი: 6-დან 18 წლამდე (ჭაბუკები), 18-დან 20 წლამდე (ახალგაზრდები) და 20-დან 23 წლის ჩათვლით (კადეტები).  ირიცხება 596 მოსწავლე (მ.შ. 18 გოგონა). სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  ჭიდაობის  სხვადასხვა  სახეობაში ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 04

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „სხვადასხვა სახეობის  მცხეთის სასპორტო სკოლა“

ქვეპროგრამის მიზანი

სპორტის სხვადასხვა სახეობების  - ჭადრაკის, კარატეს, ტაეკვანდოს, ველოსპორტის, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, შერეული ორთაბრძოლების  - პოპულარიზაცია;

მასობრივი სპორტის სახეობების განვითარება.

ქვეპროგრამის აღწერა

სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს 17 სასწავლო-საწვრთნელი ჯგუფი (კარატეს - 5,  ველოსპორტის - 4,  კრივის - 2,  კალათბურთის - 2, ფრენბურთის - 1, ტაეკვანდოს - 1,  შერეული ორთაბრძოლების - 1, ჭადრაკის - 1)  კვალიფიციური მწვრთნელ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სადაც მეცადინეობს 310 მოსწავლე (192  ვაჟი, 118 გოგონა).

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ფიზკულტურასა და სპორტში;

გაუმჯობესებულია  სპორტსმენების  სპორტული მიღწევები;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საცურაო სპორტის განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 05

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“

ქვეპროგრამის მიზანი

კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა,  რათა მთლიანობაში კომპლექსი გამოყენებულ იქნეს, როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.

ქვეპროგრამის აღწერა

კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპორტული სივრცის მაქსიმალურად ათვისება და ამ მიზნით სხვადასხვა სახეობის სივრცეების მოწყობა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, საცურაო აუზების შესაბამისი ექსპლუატაცია, რათა საცურაო აუზები გამოყენებულ იქნეს, როგორც ცურვის შესასწავლად, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი თვალსაზრისით.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რაგბის  განვითარების ხელშეწყობა

05 01 01 06

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „მცხეთა-მთიანეთის სარაგბო კლუბი ყაზბეგი“

ქვეპროგრამის მიზანი

რაგბის კლუბის ჩამოყალიბება და განვითარება; სარაგბო სპორტული ღონისძიებების მოწყობა და ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ქვეპროგრამის აღწერა

რაგბის კლუბის ჩამოყალიბების და მისიის განვითარების მიზნით განხორციელდება რაგბის კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია  ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

05 01 02

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია , მასობრივი სპორტის განვითარების და ახალგაზრდობის სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად  ჩართულობის  გაზრდა,  საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.

ქვეპროგრამის აღწერა

სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა.

დაფინანსდება სოფ.მუხრანში საჭიდაო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობა; ქ. მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ საკალათბურთო ღია მოედნის მოწყობა,  სპორტული მოედნების რეაბილიტაცია; სოფ. გალავანში, არჩილ ჩოხელის სახელობის საჭიდაო სარბაზის მიშენება-რეაბილიტაცია; სოფ. ნავდარაანთკარში კრივის დარბაზის მიშენება-რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, სპორტული მოედნის (მარანი ჰოლის მიმდებარედ) რეაბილიტაცია;

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

სპორტის პოპულარიზაცია.

პროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სფეროს  განვითარება

05 02

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“;

სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“;

ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრი“.

პროგრამის მიზანი

სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის  კულტურული  ცხოვრების გამრავალფეროვნება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტში რეგულარულად იმართება კულტურული ღონისძიებები, რაც მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მუნიციპალიტეტის  პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.

პროგრამის მეშვეობით განხორციელდება კულტურის პოპულარიზაცია და გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა, დაცული იქნება თვითგამოხატვის მრავალფეროვნება, ადგილობრივ  ხელოვანებს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დაცვა და სხვადასხვა კულტურის შეუზღუდავი თვითგამოხატვის და კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავება.

კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების და  ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის     ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ა(ა)იპ „კულტურის  და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“-ს, ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრი"-ს, სსიპ „ილია ჭავჭავაძის სახელობის   მუზეუმი“-ს ფუნქციონირების ხელშეწყობა; კულტურული ობიექტების  აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა; რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტში კულტურული  ცხოვრების  მრავალფეროვნება, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის  და  განათლების  მულტიფუნქციური  ცენტრის  ხელშეწყობა

05 02 01 01

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი“

ქვეპროგრამის მიზანი

კულტურული მრავალფეროვნების წახალისება,  მუნიციპალიტეტისა  და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს და მათ დაქვემდებარებაში მყოფი  დაწესებულებების ხელშეწყობა-განვითარებას, რომელიც მოიცავს საფინანსო-საორგანიზაციო  დაგეგმარებით  საკუთარი შემოსავლების ზრდას. აღნიშნული მოხმარდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,  თანამედროვე სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებას. ფინანსური და სასწავლო პროგრამული რესურსი თანაბრად განაწილდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი"-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულზე. განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე გაიზრდება მოსწავლე-ახალგაზრდების კონტინგენტი, კულტურათშორისი დიალოგი მუნიციპალიტეტებს შორის, განმტკიცდება საერთაშორისო კავშირები (ფესტივალი, კონკურსი, კონცერტი, გაცვლითი პროგრამები, ფლეშ მობები და სხვა) - რაც  მუნიციპალიტეტის მასშტაბით არამარტო კულტურისა და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა, არამედ ტურიზმის, ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის.

ქვეპროგრამა ხელს უწყობს კულტურული ცენტრებში  ქალების/გოგონებისა და კაცების/ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებების  შეუფერხებელი ფუნქციონირება;

მოსახლეობის აქტიური  ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში.

წახალისებული კულტურული მრავალფეროვნება

უზრუნველყოფილია  მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მუზეუმების ხელშეწყობა

05 02 01 04

პროგრამის განმახორციელებელი

სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“

ქვეპროგრამის მიზანი

სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“-ს ფუნქციონირების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის აღწერა

სახლ-მუზეუმის კომპლექსი  მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელ  სახლს დამხმარე ნაგებობებით და  ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“-ს კომუნალური ხარჯების დაფინანსება

მოსალოდნელი შედეგი

ხელშეწყობილია სსიპ „ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“-ს გამართული ფუნქციონირება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური  ორგანიზაციების  ხელშეწყობა

05 02 04

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

კეთილმოწყობილია ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიები;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

05 02 05

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრი“

ქვეპროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ქვეპროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.  ამ უფლებამოსილების შესრულების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობაში ჩართულობა;  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება; ზედაპირული არქეოლოგიური კვლევით არტეფაქტების გამოვლენა-შენარჩუნება; ტექნიკური და ინსტიტუციური ღონისძიებებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვიზიტორთათვის მეტი სარგებლიანობის და ცენტრის შესაბამისი საორგანიზაციო ხარჯების უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების ფიქსაციცია.

კულტურულის მემკვიდრეობის ჯეროვანი წარმოჩინებით ახალი ტურისტული მარშრუტების ორგანიზება, რაც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას და შესაბამისად, ფინანსურ შემოდინებასა