სოციალური უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 517,1 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
2,517.1
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
1,716.0
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
284.8
06 01 02
მოქალაქეების მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება
900.0
06 01 03
ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
531.3
06 02
სოციალური დაცვა
801.1
06 02 01
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
497.2
06 02 02
ერთჯერადი სოციალური დახმარება
100.0
06 02 03
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
4.0
06 02 04
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
28.4
06 02 05
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
75.7
06 02 06
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
95.8
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
284.8
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში (199.0 ათასი ლარი) და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკუთარი სახსრების ფარგლებში (52,0 ათასი ლარი) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,კერძოდ:
1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);
2. იმუნიზაციია;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
5. თამბაქოს კონტროლი;
6. ინტეგრირებული სკრინინგის(C ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი) განხორციელება;
7. გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა.
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელებისგან;
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 02
900.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით. დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2 000 (ორი ათასი) ლარს, გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით. წლის განმავლობაში ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 000 (სამი ათასი) ლარს.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 03
531.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში ამბულატორიების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა.
ქვეპროგრამის მიზანია ამბულატორიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობას სრულყოფილი მომსახურეობის მიღებაში, რაც მთავარია, სუფთა, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის სოფლად დაკავებისთვის, ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს სხვაგან წასვლას სამედიცინო მომსახურების მისაღებად, შეძლებს, ისარგებლოს ადგილობრივი გამართული ამბულატორიით, ეს კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
მიმდინარე წელს დაფინანსდება ამბულატორიების რეაბილიტაცია სოფლებში მუხრანი, ქსანი, ციხისძირი; ამბულატორიებით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა.
მოსალოდნელი შედეგი
ამბულატორიული სერვისის ხარისხის გაუმჯობესება;
სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღების ხელმისაწვდომობა;
მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
497,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ) დახმარება, კერძოდ:
● ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი.
● ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება - დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
● მესამე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირს გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე 200-200 ლარის ოდენობით.
● დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების ფინანსური დახმარება, რომელიც გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
● ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადად 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე, ხოლო საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს არაუმეტეს 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა.
● ხანძრის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა - ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით და პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
● მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს.
● აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება - პროგრამით მოსარგებლე პირზე დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1 000 (ერთი ათასი) ლარისა;
● ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება - დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ან/და ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
● 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება - დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად ირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს; ერთ ბენეფიციარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
● სკოლამდელი ასაკის და შშმ ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი სოციალური დახმარება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
100.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100 (ასი) ან 200 (ორასი) ლარს.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში სოციალური, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
4.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:
● 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
● სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
● სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრზე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მოსალოდნელი შედეგი
ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასება, მათი მორალური მხარდაჭერა და თანადგომა.
პროგრამის დასახელება
კოდი
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
28.4
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ყოველთვიური ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2021 წლის მაჩვენებლით პროგრამით სარგებლობდა 21 ბენეფიციარი.
მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა;
ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
75.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“.
ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით განხორციელდება საინვესტიციო პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადება და წარდგენა საელჩოების, საერთაშორისო ჰუმანიტარული და სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის.
აშშ-ს საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის დაფინანსებით სოფ. ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 2021 წელს განხორციელდა 298000 აშშ დოლარის ღირებულების სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი, აშენდა ჭაბურღილი და დამონტაჟდა წყლის 3 რეზერვუარი. აღნიშნულის შედეგად სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება 300-ზე მეტ ოჯახს.
2021 წელს ქ. მცხეთის მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს გადაეცა დაახლოებით 0,5 ტონა მოცულობის ტანსაცმელი, საკვები; ასევე, „ავერსის" საქველმოქმედო ფონდის დახმარებით განხორციელდა 2000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა მედიკამენტის გადაცემა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და აშშ საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისს შორის გაფორმდა მემორანდუმი წილკნის დევნილთა დასახლებაში
მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით. აშშ საელჩოს დაფინანსებით 2022 წელს დაიწყება აღნიშნული მშენებლობა, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში სოციალური/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
განხორციელებული საგრანტო პროექტები, ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და განაწილება შშმ პირებზე, დევნილებზე და სოც. დაუცველ მოსახლეობაზე.
პროგრამის დასახელება
კოდი
მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
95.8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ პირთა დღეში ერთჯერადი კვებით მომსახურება უფასო სასადილოში. ამ პროგრამით 2022 წელს სარგებლობს 43 ბენეფიციარი.
მოსალოდნელი შედეგი
უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესებ