ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 13 455,3  ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი  ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2020 წლის გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

13,455.3

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

7,318.2

02 01 01

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

0.0

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

7,318.2

02 01 03

საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება

0.0

02 02

წყლის სისტემების განვითარება

3,049.2

02 02 01

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

900.0

02 02 02

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2,091.9

02 02 03

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

57.3

02 03

გარე განათება

567.7

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

564.0

02 03 02

გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია

3.7

02 04

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

286.7

02 06

კეთილმოწყობა

313.9

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია (სკვერები და მოსაცდელები)

178.9

02 06 02

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

35.0

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

100.0

02 06 04

შადრევან -აუზების ექსპლოატაცია, რეაბილიტაცია,  მშენებლობა

0.0

02 07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

864.0

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

19.2

02 09

პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება

784.4

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანასება

251.9

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 01

7 318,2

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული  დაზიანებული ამორტიზებული გზების კაპიტალური (მათ შორის ხიდების, ბოგირების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეება/რეაბილიტაცია;  პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას (მათ შორის ე.წ. ორმული შეკეთება), ასევე არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას;  ასევე გზების დახაზვას და მწოლიარე პოლიციელების მონტაჟს.

პროგრამის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა საუბნო გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირება;

ტურისტული ინტენსივობის ზრდა; სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება; არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა; მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გზების კაპიტალური შეკეთება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 01 02

7 318,2

პროგრამის განმახორციელებელი

მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. 2020 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 17125 გრძ./მ გზის  რეაბილიტაცია.

კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია სოფლებში: ძველი ქანდა (1282 გრძ./მ), აღდგომლიანთკარი (892 გრძ./მ), ნატახტარი (1228 გრძ./მ), ქსოვრისი (1107 გრძ./მ), ძეგვი (2423 გრძ./მ), ერედა (927გრძ./მ), ძალისი (680 გრძ./მ), მუხრანი  (1007გრძ./მ), ახალდაბა (456 გრძ./მ), საგურამო (724 გრძ./მ), ზაქარო (915 გრძ./მ), ნავაზი (1293 გრძ./მ), ბიწმენდი (570 გრძ./მ), წილკანი - დევნილთა დასახლება (498 გრძ./მ);  ასევე განხორციელდება გზის რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთაში (7700 გრძ./მ), გალავანი-წინამძღვრიაანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (1378 გრძ./მ).  დაახლოებით  ისარგებლებს   29 442 ბენეფიციარი.

ქვეპროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო  გზების სრული რეაბილიტაცია და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, ტურიზმის ხელშეწყობას;  ასევე, გვერდითი შედეგის სახით იძლევა მომხმარებლებისათვის დამატებით ბენეფიტებს როგორიცაა: საწვავის ეკონომია, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირება;

ტურისტული ინტენსივობის ზრდა; სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება; არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა; მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 02

3 049,2

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

შპს „მცხეთის სოფწყალი";

საფინანსო სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყევტი მომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.

წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

-  სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა;

-  სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

-  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.

წყლის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;

მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება;

გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 02 01

900.0

პროგრამის განმახორციელებელი

შპს „მცხეთის სოფწყალი"

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 59 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული  წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება; მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა; ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება.

მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის, ასევე მოაგარაკეებისა და ტურისტებისთვის უწყვეტ რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგებას.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;
მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 02 02

2 091,9

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 02 03

57.3

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის  სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, ქალაქი მცხეთა (არმაზის დასახლება).

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 03

567,7

პროგრამის განმახორციელებელი

საფინანსო სამსახური;

ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.   პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს საექსპლუატაციო ხარჯებს,  მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლოტაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი.

გარე განათების ქსელის ექსპლოტაციიის ქვეპროგრამა მოიცავს:

-    გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას;

-   გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობას.

გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიბებეს,  ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას, არსებული ქსელის ექსპლოატაციას, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“.
ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.  პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

განათებული მუნიციპალიტეტი;

განათებულ ქუჩებში, სოფლებში მოსახლეობის და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება;

კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 03 01 01

450.0

პროგრამის განმახორციელებელი

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი და შედეგი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. ქვეპროგამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების (8500 ერთეული) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.

გარე განათების ქსელის ფუნქციონირების მიზნით მუნიციპალურ ბალანსზე არსებული განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;

ღამის საათებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 03  01 02

114.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსხური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს  ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1500-ზე მეტ განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 8500-ზე მეტ სანათ წერტილს,  332500 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
-ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.

ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება;  ასევე მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირება. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცული დასახლებული ტერიტორიის 90%.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 04

286,7

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტი, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება  მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, არსებული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუმჯობესებული  ზედამხრედველობა;

რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 06

313,9

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“;

საფინანსო სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა/რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნა- მოსახლეობის განწყობის ამაღლება.

კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

-   საზოგადოებრივი სივრცეების მოწყბა-რეაბილიტაცია (სკვერები და მოსაცდელები);

-   დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა;

-   სადღესასწაულო ღონისძიებები.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; კომფორტული და ჯანსაღი გარემო შექმნა  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები, მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო;

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლოატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 06 01

178,9

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა-რეაბილიტაცია.

ასევე განხორციელდება ქალაქ მცხეთის სკვერებში არსებული სასამელი  წყლის  და ფანტანის წყლის ხარჯის დაფინანსება.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები და მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

პროგრამის დასახელება

კოდი

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 06 02

35.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიურების და კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების და სკამების შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგი

წლის მანძილზე შეკეთებული დაზიანებული ბორდიურები და კედლები, ასევე შეღებილი  მოაჯირეები, განათების ბოძები და სკამები.

პროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 06 03

100.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების და განსაკუთრებით მცხეთობის და საახალწლო   ღონისძიებების უზრუნველყოფას, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის განწყობის ამაღლებას. საახალწლოდ შესაბამისად განხორციელდება  ქალაქის მორთვა საახალწლო დეკორატიული განათებებით;  მოირთვება ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, შადრევანი და მიმდებარე ქუჩები. ასევე განხორციელდება  ქალაქის გაფორმება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქის საახალწლო დეკორაციებით გაფორმების სამუშაოები: საახალწლო ნათურების მონტაჟი, ქალაქში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი/დემონტაჟის ღონისძიებები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ქალაქის გაფორმება.

მოსალოდნელი შედეგი

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2020 წლის დაფინანსება
ათასი ლარი

02 07

864,0

პროგრამის განმახორციელებელი

საფინანსო  სამსახური

პროგრამის აღწერა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.

დასახლებაში განსახორციელებელი პროექტის შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100 ამომრჩეველმა;
გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200 ამომრჩეველმა.

თანხის გამოყოფასთან და ხარჯვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები და კრიტერიუმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის #654 დადგენილებით.

მოსალოდნელი    შედეგი

მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა

პროგრამის დასახელება

კოდი

პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

02 09

784,4

პროგრამის განმახორციელებელი

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში  განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების,  მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. პროგრამის მიზანია შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს). ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფას მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით,საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღების უზრუნველყოფას და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციას

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადებ