განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4,400.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2020 წლის გეგმა
04 00
განათლება
5,248.7
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა
4,400.0
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
3.7
04 04
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
844.9
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
2020 წლის დაფინანსება ათასი ლარი
04 01
4,400.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 25 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 2000-ზე მეტი ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის წარმართვას.
ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 610 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით, შესაბამის სააღმზრდელო პროცესით. სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მიღებისათვის.
პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები.
მოსალოდნელი შედეგი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ბავშვის განვითარებისთვის შექმნილი გარემო;
აღსაზრდელების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად დაცული სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულებების ნორმები;
სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი სამუშაო პირობებით;
მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაახლოებით 2100 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 70%-ს შეადგენს.
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
2020 წლის დაფინანსება ათასი ლარი
04 02
3,7
პროგრამის განმახორციელებელი
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული და ახალი საბავშვო ბაღები
პროგრამის დასახელება
კოდი
ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების) ხელშეწყობა
2020 წლის დაფინანსება ათასი ლარი
04 04
811,5
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერია
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული საჯარო სკოლე