ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 490.8 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათასი  ლარი

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2020 წლის  გეგმა

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

1,490.8

06 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

211.0

06 02

სოციალური დაცვა

1,279.8

06 02 01

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

368.0

06 02 02

მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება

700.0

06 02 03

ერთჯერადი სოციალური დახმარება

50.0

06 02 04

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

4.0

06 02 05

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

23.1

06 02 06

ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა

70.7

06 02 07

მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

64.0

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 01

211.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

1.  ეპიდზედამხედველობა (მათ შორის, ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა, მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);
2.  იმუნიზაციია;
3.  ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

5.  თამბაქოს კონტროლი;

6. ინტეგრირებული სკრინინგის(C ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი) განხორციელება;

7.  გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;

8.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების  ფაუნის გავრცელების   შესწავლა/დადგენა.

პროგრამის მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების  გავრცელებისგან;

მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.

პროგრამის დასახელება

კოდი

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02  01

368.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: ხანძრის და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებული ოჯახების (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად  დაზარალებული პირების  (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ დადგენილი ვადით, საწვავი შეშით დახმარება, ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება ჟანგბადის აპარატის  დროებით სარგებლობაში გადაცემით, მეოთხე და მომდევნო შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება,   დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების, აუტისტური სპექტრის და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების  ფინანსური დახმარება,  სკოლამდელი ასაკის და შშმ ბავშვების  ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯების დაფინანსება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 02

700.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ეკონომიურად გაჭირვებული  და სხვა მძიმე ოჯახური პირობების მქონე მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების იმ წილის  დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით. დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2 000 (ორი ათასი) ლარს, გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამით. 2019 წელს  დაკმაყოფილდა 952 ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება

პროგრამის დასახელება

კოდი

ერთჯერადი სოციალური დახმარება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 03

50.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური,პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  იმ პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100  (ასი) ლარს. 2019 წელს დაკმაყოფილდა  ( 9 თვის ფაქტით) 396 ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში სოციალური, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 04

4.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. თანხას მიიღებს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი.

მოსალოდნელი შედეგი

ვეტერანებისა და მათი ოჯახების თანადგომა

პროგრამის დასახელება

კოდი

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 05

23.1

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ტრანსპორტის ხარჯის შემცირების მიზნით   ყოველთვიური ფინანსური დახმარება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 2019 წლის   მაჩვენებლით პროგრამით სარგებლობდა 23 ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა;

ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.

პროგრამის დასახელება

კოდი

ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 06

70.7

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ   "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება"

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული   პროექტების გაერთიანება“. განხორციელდება საინვესტიციო პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადება და წარდგენა  საელჩოების, საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა დონორ ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და დონორ ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტის“ შორის გაფორმდა 120000 ლარის ღირებულების საგრანტო ხელშეკრულება 2019 წელს სოფ. კოტორაანთკარში სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობასთან დაკავშირებით.

2019 წელს   წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისათვის გადასაცემად გაერთიანების პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა სხვადასხვა დასახელების ჰუმანიტარული ტვირთი.

აშშ-ს საელჩოს მიერ შეირჩა 20 ადგილიანი მინი-ავტობუსი, რომელიც ტექ.დათვალიერების გავლის შემდეგ გადაეცემა ქალაქ მცხეთის დღის ცენტრს.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში სოციალური/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

განხორციელებული საგრანტო პროექტები, ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და განაწილება შშმ პირებზე, დევნილებზე და სოც. დაუცველი მოსახლეობაზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

2020 წლის დაფინანსება
ათასი  ლარი

06 02 07

64.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის"

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ  პირთა დღეში ერთჯერადი კვებით მომსახურება უფასო სასადილოთი. ამ პროგრამით 2019 წელს  სარგებლობს  43 ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესებ