ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10 581,9  ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას  ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2021 წლის გეგმაა

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

10,581.9

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

5,106.6

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

2,377.7

02 01 03

გზების კეთილმოწყობა

2,728.9

02 02

წყლის სისტემების განვითარება

3,194.8

02 02 01

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

900.0

02 02 02

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2,194.8

02 02 03

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

100.0

02 03

გარე განათება

626.4

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

620.0

02 03 01 01

გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

460.0

02 03 01 02

გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობა

160.0

02 03 02

გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია

6.4

02 04

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

112.7

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

496.2

02 06 01

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყბა-რეაბილიტაცია  და ექსპლოატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

366.2

02 06 02

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

30.0

02 06 03

სადღესასწაულო ღონისძიებები

100.0

02 07

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

34.9

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

16.7

02 09

პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

610.0

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანასება

383.6

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 01

5,106.6

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული  დაზიანებული ამორტიზირებული გზების კაპიტალური (მათ შორის ხიდების, ბოგირების, ტროტუარების, ბორდიულების, საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია;  პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას (მათ შორის ე.წ. ორმული შეკეთება), ასევე არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას;  ასევე გზების დახაზვას და მწოლიარე პოლიციელების მონტაჟს, ვიდეოკამერების განთავსებას, გამწვანებას.

პროგრამის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა საუბნო გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირება;

ტურისტული ინტენსივობის ზრდა; სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება; არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა; მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გზების კაპიტალური შეკეთება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 01 02

2,377.7

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების  კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. მცხეთაში პეტრე იბერიელის ქუჩაზე რკინა-ბეტობის საყრდენი კედლის მოწყობა, სოფ. წილკან-წეროვნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (დევნილთა ჩასახლებების დამაკავშირებელი გზა),სოფ. ძეგვში გზის საფარის რეაბილიტაცია, სოფ. მუხათწყაროს ზედა და ქვედა უბნების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

ქვეპროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო  გზების სრული რეაბილიტაცია და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, ტურიზმის ხელშეწყობას; ასევე, გვერდითი შედეგის სახით იძლევა მომხმარებლებისათვის დამატებით ბენეფიტებს როგორიცაა: საწვავის ეკონომია, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირება;

ტურისტული ინტენსივობის ზრდა; სამედიცინო, სახანძრო და სხვა დახმარების ბრიგადების მიერ დროულად გაწეული დახმარება; არსებული გზების ექსპლუატაციის ვადის გაზრდა; მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გზების კეთილმოწყობა

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 01 03

2,728.9

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  ტროტუარების,  ბორდიულების  მოწყობა, გზების  გამწვანება. საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია, გზებზე ვიდეოკამერების განთავსება.

ქვეპროგრამის მიზანია, განხორციელდეს საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, როგორც ვიზუალური გაუმჯობესების კუთხით, ასევე შშმ პირებისათვის ადაპტაციის მიმართულებით.

დაგეგმილია  ქ.  მცხეთაში ტროტუარების, ბორდიულების და გამწვანების მოწყობა ფოსტიდან მირიან მეფის ქუჩამდე, სამთავროს დედათა მონასტერთან ავტოსადგომის და საფეხმავლო ბილიკების განათების მოწყობა,ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად  პირველ რიგში შეიცვლება ქალაქის იერსახე, გამოსწორდება საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რაც გაზრდის ქალაქით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვს.

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება;

ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;

ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესება;

მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02

3 194,8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

შპს "მცხეთის სოფწყალი";

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყევტი მომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.

წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

-  სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა;

-  სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

-  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.

წყლის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;

მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება;

გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 02 01

900,0

პროგრამის განმახორციელებელი

შპს "მცხეთის სოფწყალი"

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 59 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული  წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება; მწყობრიდან გამოსული წყლის მილების შეკეთება და გამოცვლა; ამორტიზირებული და დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება.

მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის, ასევე მოაგარაკეებისა და ტურისტებისთვის უწყვეტ რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგებას.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე;
მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 02 02

2 194,8

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე განხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე წელს  განხორციელდება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფლებში: წეროვანი,   ბიწმენდი, ნიჩბისი, ერედა, ძალისი, ნატახტარი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახისთვის  შეუფერხებელი წვდომა სასმელ წყალზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 02 03

100,0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის  სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, ქალაქი მცხეთა (არმაზის დასახლება).

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03

626,4

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ა(ა)იპ   „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 90%.   პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს საექსპლუატაციო ხარჯებს,  მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლოტაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი.

გარე განათების ქსელის ექსპლოტაციიის ქვეპროგრამა მოიცავს:

-   გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას;

-    გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობას.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს,  ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას, არსებული ქსელის ექსპლოატაციას, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“.
ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.  პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

განათებული მუნიციპალიტეტი;

განათებულ ქუჩებში, სოფლებში მოსახლეობის და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება;

კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე  განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03 01 01

460,0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი და შედეგი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. ქვეპროგამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების (8500 ერთეული) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.

გარე განათების ქსელის ფუნქციონირების მიზნით მუნიციპალურ ბალანსზე არსებული განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;

მოსალოდნელი შედეგი

ღამის საათებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

2020 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03  01 02

160.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს  ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1500-ზე მეტ განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 8500-ზე მეტ სანათ წერტილს,  332500 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.

ექსპლოტაციის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება;  ასევე მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემის  გამართული ფუნქციონირება. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მუნიციპალიტეტში  გარე განათების ქსელით მოცული დასახლებული ტერიტორიის 90%.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია

2020 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 03 02

6,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს  ქ. მცხეთაში და 22 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 54 სოფელში, გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით 90%.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  გარე განათების  ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია,ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება;  ასევე მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის სრულად მოცვა გარე განათებით.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც მოწყობილია გარე განათების ქსელი,  განათებული იქნება სრულად, ხოლო პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა მოხდება ოპერატიულად.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04

112,7

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტი, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება  მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, არსებული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

მიმდინარე წელს განხორციელდება ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში  საყრდენი კედლის, კიბეების და მოაჯირების მოწყობა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას სუფთა კომფორტული მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუმჯობესებული  ზედამხედველობა;

რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06

496,2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ა(ა)იპ  „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა/რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება ქალაქის გაფორმება სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნა- მოსახლეობის განწყობის ამაღლება.

კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა შედგება 3 ქვეპროგრამისაგან:

-   საზოგადოებრივი სივრცეების მოწყბა-რეაბილიტაცია (სკვერები და მოსაცდელები);

-   დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა;

-   სადღესასწაულო ღონისძიებები.

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; კომფორტული და ჯანსაღი გარემო შექმნა  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები, მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო;

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია  და ექსპლოატაცია (სკვერები და მოსაცდელები)

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 01

366,2

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების, მოსაცდელების  მოწყობა - რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს წილკნის იგპ დასახლებაში სკვერის მოწყობა.

ასევე განხორციელდება ქალაქ მცხეთის სკვერებში არსებული სასმელი  წყლის  და შადრევანის წყლის ხარჯის დაფინანსება. განხორციელდება ქ. მცხეთაში კოსტავას ქუჩის მომდებარედ სკვერის რეაბილიტაცია, ქ.მცხეთაში ღართიკარის დასახლებაში (ჯეოსელის ოფისთან) არსებული სკვერის რეაბილიტაცია, სოფ.წილკანში ძველი სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და ახლად მოწყობილი სკვერები და მოსაცდელები;

მოსახლეობისთვის შექმნილი  კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

პროგრამის დასახელება

კოდი

დაზიანებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 06 02

30.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  „ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ბორდიულების და კედლების სარემონტო სამუშაოები, განათების ბოძების და მოაჯირების შეღებვა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების და სკამების შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგი

წლის მანძილზე შეკეთებული დაზიანებული ბორდიურები და კედლები, ასევე შეღებილი  მოაჯირები, განათების ბოძები და სკამები.

პროგრამის დასახელება

კოდი

სადღესასწაულო ღონისძიებები

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 06 03

100.0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო ღონისძიებების და განსაკუთრებით მცხეთობის და საახალწლო   ღონისძიებების უზრუნველყოფას, სადღესასწაულო კომფორტული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის განწყობის ამაღლებას. საახალწლოდ შესაბამისად განხორციელდება  ქალაქის მორთვა საახალწლო დეკორატიული განათებებით;  მოირთვება ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, შადრევანი და მიმდებარე ქუჩები. ასევე განხორციელდება  ქალაქის გაფორმება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქის საახალწლო დეკორაციებით გაფორმების სამუშაოები: საახალწლო ნათურების მონტაჟი, ქალაქში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი/დემონტაჟის ღონისძიებები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ქალაქის გაფორმება.

მოსალოდნელი შედეგი

სადღესასწაულო დღეებში მორთული ქალაქი;

მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07

34,9

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.
დასახლებაში განსახორციელებელი პროექტის შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100 ამომრჩეველმა;
გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200 ამომრჩეველმა.
თანხის გამოყოფასთან და ხარჯვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები და კრიტერიუმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N654 დადგენილებით.

მოსალოდნელი    შედეგი

მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა

პროგრამის დასახელება

კოდი

სანიაღვრე  არხების, სარწყავი  არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 08

16.7

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე  არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია  ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის)  წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად, ასევე, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია. დაგეგმილია სოფ.ძალისში სანიაღვრე არხის მოწყობა.

მოსალოდნელი    შედეგი

აღდგენილი და შეკეთებული სანიაღვრე არხები, სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ნაგებობები ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად.

პროგრამის დასახელება

კოდი

პროექტების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 09

610,0

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში  განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების,  მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. პროგრამის მიზანია შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე, რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს). ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფას მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით, საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამუშაოს მიღების უზრუნველყოფას და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციას.

მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება.

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანასება

2021 წლის დაფინანსება
ათას  ლარში

02 10

383,6

პროგრამის განმახორციელებელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური;

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილია  მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ. ციხისძირში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

დროულად აღმოფხვრილი სტიქიური მოვლენების შედეგები

მგზავრთა კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება და მგზავრობის დროის შემცირებ