იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-7/ნ |
|
2021 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი |
2. ხელშეკრულების გასაფორმებლად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო ფართობის მესაკუთრის ან ბალანსის მფლობელის მიერ ფართობის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დამატებით, აღნიშნული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა;
გ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
3. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
4. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 დეკემბერი.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 იანვრის №01-2/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|