იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-100/ნ |
|
2021 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-13 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
2. ხელშეკრულების გასაფორმებლად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო ფართობის მესაკუთრის ან ბალანსის მფლობელის მიერ ფართობის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დამატებით, აღნიშნული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა;
გ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
3. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
4. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 დეკემბერი.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 28 იანვრის №01-7/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|