1.
სააგენტო უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს დავის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:

ა) დავის ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას;

ბ) თუ დავის განხილვა შეუძლებელია სხვა დავის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს საქართველოს სასამართლოს მიერ;

გ) თუ მხარეები ითხოვენ ვადას დავის მორიგებით დასრულების მიზნით და სააგენტო დაეთანხმა მხარეთა მოთხოვნას;

დ) სხვა შემთხვევებში, სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2.
სააგენტო დავის განხილვას შეაჩერებს ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  –  მხარის მიერ დავის განხილვის შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ბ)  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში –  სასამართლოს  შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.

3.
დავის განხილვის შეჩერებისა და განახლების თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. დავის განხილვის შეჩერებისა და განახლების თაობაზე სააგენტოს ცალკე გადაწყვეტილება არ მიიღება.

4.
დავის განხილვა განახლდება მხარის მიერ განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგო