1.
სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.
გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი.
3.
სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. გადაწყვეტილება შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით ნაწილში აღინიშნება დავის საგნის შინაარსი (დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძვლები), სამოტივაციო ნაწილში – სააგენტოს დასაბუთება დავის საგანთან მიმართებით (დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), ხოლო სარეზოლუციო ნაწილში – სააგენტოს გადაწყვეტილება.
4.
განცხადების განხილვის შედეგად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განცხადების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახე